საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ექვსი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენს უმასპინძლებს

„ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ – ამ დასახელებით გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია თბილისში, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენი უმასპინძლებს.

კონფერენციის მნიშვნელობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს ვესაუბრეთ.


- საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციის მასპინძელი თბილისი იქნება. რამდენად წარმომადგენლობითი იქნება კონფერენცია და რომელი ქვეყნებიდან ელოდებით კოლეგებსა და სტუმრებს?


- თბილისში, 11 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, სადაც განხილული იქნება ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის.


კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალბანეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები. ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი დონის სტუმრები OECD-დან ანტიკორუფციული ქსელის მენეჯერი - ოლგა სავრანი და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ივან ანტონ ნიმაკი. კონფერენცია ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.


კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ეს არის ბიზნესომბუდსმენების პანელი, სადაც მათ გამოცდილებაზე და თანამშრომლობაზე იქნება საუბარი, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემატიკის პანელი და საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების საპრეზენტაციო პანელი.


კონფერენციას ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.


- რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის კოორდინირება თქვენს უცხოელ კოლეგებთან?


- ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უზბეკეთის, ყაზახეთის, ალბანეთის და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების ოფისთან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ქეისების გაცნობა. ამ ქვეყნებში ბიზნესომბუდსმენების ოფისები მართალია სხვადასხვა ფორმით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით არის შექმნილი, ამიტომ მათთან კოოპერაცია, თანამშრომლობის გაძლიერება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. მეორე მიმართულება - ეს ქვეყნები არის საინტერესო ბაზრები ქართული ბიზნესისთვის, სადაც მართალია არა დიდი რაოდენობით, მაგრამ წარმოდგენილნი არიან კომპანიები. ჩვენ ვფიქრობთ, კოლეგა ბიზნესომბუდსმენების დახმარებით ვქმნით დამატებით ბერკეტებს მათ მხარდასაჭერად, იქნება ეს საკონსულტაციო მიმართულება თუ უფლებების დაცვა.


ასევე, ჩვენი ერთობლივი კოოპერაციით შესაძლებელია ბევრი საერთაშორისო პროგრამის თუ პროექტის განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.


აქვე მინდა გითხრათ, რომ 2018 წელს ჩვენთან შემოსული განცხადებების 42% უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით ბიზნესიდან იყო შემოსული. მათ შორის, გვქონდა ქეისები უკრაინის, ყაზახეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლებისგან. რამდენიმე მათგანი წარმატებით არის დასრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი მიმდინარეა.


- რა იქნება კონფერენციის ძირითადი თემა და რა გამოწვევებზე გაამახვილებთ ყურადღებას?


- მთავარი გამოწვევა ზოგადად არის ბიზნესის უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს ბიუროკრატიული ბარიერების, ანტიკორუფციული,  ბიზნესის კეთილსინდისიერების და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებს.


ასევე, საინტერესო იქნება სტუმრებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია, იმ უპირატესობების წარმოჩენა, რომელთა შესახებაც მათ შეუძლიათ შემდეგ გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში.


ასევე, თითოეულ ქვეყანას გააჩნია საკუთარი სპეციფიკა და სტრატეგია ბიზნესის უფლებების დაცვის მიმართულებით, საინტერესო ქეისები და ჩვენ ამ კუთხით გვექნება დისკუსიები სხვადასხვა პანელებზე.


- არსებობს თუ არა საერთო გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აღნიშნული ქვეყნების ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი?


- მთავარი გამოწვევა ზოგადად არის ბიზნესის უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში ბიუროკრატიული ბარიერების, ანტიკორუფციული პროგრამების,  ბიზნესის კეთილსინდისიერების და სავაჭრო ბარიერების გამარტივების საკითხებს.


- ამ მასშტაბის ღონისძიება საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელიც ბიზნესის უფლებებს ეხება. ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ მსგავს პროექტებს?


- საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის შემდეგაც ჩვენ ველოდებით ერთობლივ პროექტებს და ქეისებს ბიზნესის უფლებების, ანტიკორუფციული პროექტების მიმართულებით.


მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, სადაც ჩვენ ვართ ერთ-ერთი უწყება, რომელიც ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით იქნება წამყვანი.


ველოდებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კოლეგა ინსტიტუტებთან.


რაც შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებს, ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო მემორანდუმი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის მიხედვითაც, გაგვიჩნდება წვდომა  ფინანსურ რესურსზე და შეგვეძლება სხვადასხვა კანონპროექტებზე ან მოქმედ რეგულაციებზე, რომელსაც ბიზნესთან ერთად შევარჩევთ, მოვამზადოთ რეგულირების გავლენის შეფასებები (RIA).


აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეების ნაწილმა კი, აქციის გაგრძელება ბიძინა ივანიშვილის სახლთან გადაწყვიტა.

 
"ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი" - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი რუსთაველზე აქციას შეუერთდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

"ქართული ოცნება -კონსერვატორების" გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

დარჩებიან თუ არა ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში, ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან

"ნაციონალური მოძრაობა" "მელკი" ტყუილებით არის გამორჩეული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

კობახიძე უზენაესის კანდიდატებზე: არ ვფიქრობ, რომ ოცივე კანდიდატი იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი

დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოცივე კანდიდატი არ იქნება მხარდაჭერილი.

ირაკლი კობახიძე: ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ვითარების გამძაფრებას ცდილობენ.

საქართველოს დელეგაცია პარიზში "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე მიმდინარე "UNESCO"-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს.

ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, 12-14 ნოემბერს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

გია ვოლსკი: არ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ ასეც რომ იყოს, ქვეყანას დავაზიანებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყანას დააზიანებს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული ხელოვნება, ეპოქები და ტენდენციები“ გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება გაიხსნება.

ქუთაისში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ

გადაგვაგდე? გადაგაგდებთ ივანიშვილო", "მხეიძე სირცხვილია"- ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და პროპროციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

თსუ საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“-ს უმასპინძლებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით 15 ნოემბერს 09:30 საათზე, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.

           

ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გახარიას გადადგომას ითხოვს

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციიის შედეგად ერთიან მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.

"პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ამიტომ ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყებ საპროტესტო აქციებზე, პირველი აქცია ჩატარდება კვირას",-ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. 

ვახუშტი მენაბდე: რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს

პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე იმ ორ შემთხვევას ასახელებს, რა დროსაც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა შესაძლებელი.

 

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებაზე განცხადებას ავრცელებს

"გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ზუგდიდის მერმა ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში უმასპინძლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კოსტანტინე კაკავასთან ერთად, დღეს, მერიაში ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს საქართველოში, ალექსანდრა ქოულს უმასპინძლა.

ქართული თაფლის მწარმოებლებისთვის „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თაფლის წარმოებაში ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების შესახებ ქართველი მეწარმეების ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდა დოკუმენტი „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“.

ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ქარელის, ყვარლისა და წალკას მუნიციპალიტეტებში წვეთოვანი საირიგაციო სისტემები დამონტაჟდა.