საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ექვსი ქვეყნის ბიზნესომბუდსმენს უმასპინძლებს

„ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ – ამ დასახელებით გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია თბილისში, რომელსაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენი უმასპინძლებს.

კონფერენციის მნიშვნელობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ირაკლი ლექვინაძეს ვესაუბრეთ.


- საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციის მასპინძელი თბილისი იქნება. რამდენად წარმომადგენლობითი იქნება კონფერენცია და რომელი ქვეყნებიდან ელოდებით კოლეგებსა და სტუმრებს?


- თბილისში, 11 ოქტომბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, სადაც განხილული იქნება ბიზნესის უფლებების დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის.


კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ალბანეთის და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები. ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი დონის სტუმრები OECD-დან ანტიკორუფციული ქსელის მენეჯერი - ოლგა სავრანი და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ივან ანტონ ნიმაკი. კონფერენცია ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.


კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ეს არის ბიზნესომბუდსმენების პანელი, სადაც მათ გამოცდილებაზე და თანამშრომლობაზე იქნება საუბარი, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემატიკის პანელი და საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების საპრეზენტაციო პანელი.


კონფერენციას ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.


- რა მიმართულებებით შეიძლება თანამშრომლობის კოორდინირება თქვენს უცხოელ კოლეგებთან?


- ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება უზბეკეთის, ყაზახეთის, ალბანეთის და პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების ოფისთან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, ქეისების გაცნობა. ამ ქვეყნებში ბიზნესომბუდსმენების ოფისები მართალია სხვადასხვა ფორმით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით არის შექმნილი, ამიტომ მათთან კოოპერაცია, თანამშრომლობის გაძლიერება, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა. მეორე მიმართულება - ეს ქვეყნები არის საინტერესო ბაზრები ქართული ბიზნესისთვის, სადაც მართალია არა დიდი რაოდენობით, მაგრამ წარმოდგენილნი არიან კომპანიები. ჩვენ ვფიქრობთ, კოლეგა ბიზნესომბუდსმენების დახმარებით ვქმნით დამატებით ბერკეტებს მათ მხარდასაჭერად, იქნება ეს საკონსულტაციო მიმართულება თუ უფლებების დაცვა.


ასევე, ჩვენი ერთობლივი კოოპერაციით შესაძლებელია ბევრი საერთაშორისო პროგრამის თუ პროექტის განხორციელება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.


აქვე მინდა გითხრათ, რომ 2018 წელს ჩვენთან შემოსული განცხადებების 42% უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით ბიზნესიდან იყო შემოსული. მათ შორის, გვქონდა ქეისები უკრაინის, ყაზახეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლებისგან. რამდენიმე მათგანი წარმატებით არის დასრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი მიმდინარეა.


- რა იქნება კონფერენციის ძირითადი თემა და რა გამოწვევებზე გაამახვილებთ ყურადღებას?


- მთავარი გამოწვევა ზოგადად არის ბიზნესის უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს ბიუროკრატიული ბარიერების, ანტიკორუფციული,  ბიზნესის კეთილსინდისიერების და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებს.


ასევე, საინტერესო იქნება სტუმრებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია, იმ უპირატესობების წარმოჩენა, რომელთა შესახებაც მათ შეუძლიათ შემდეგ გაავრცელონ ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში.


ასევე, თითოეულ ქვეყანას გააჩნია საკუთარი სპეციფიკა და სტრატეგია ბიზნესის უფლებების დაცვის მიმართულებით, საინტერესო ქეისები და ჩვენ ამ კუთხით გვექნება დისკუსიები სხვადასხვა პანელებზე.


- არსებობს თუ არა საერთო გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აღნიშნული ქვეყნების ბიზნესომბუდსმენებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი?


- მთავარი გამოწვევა ზოგადად არის ბიზნესის უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში ბიუროკრატიული ბარიერების, ანტიკორუფციული პროგრამების,  ბიზნესის კეთილსინდისიერების და სავაჭრო ბარიერების გამარტივების საკითხებს.


- ამ მასშტაბის ღონისძიება საქართველოს ისტორიაში პირველია, რომელიც ბიზნესის უფლებებს ეხება. ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ მსგავს პროექტებს?


- საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის შემდეგაც ჩვენ ველოდებით ერთობლივ პროექტებს და ქეისებს ბიზნესის უფლებების, ანტიკორუფციული პროექტების მიმართულებით.


მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, სადაც ჩვენ ვართ ერთ-ერთი უწყება, რომელიც ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულებით იქნება წამყვანი.


ველოდებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კოლეგა ინსტიტუტებთან.


რაც შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებს, ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო მემორანდუმი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის მიხედვითაც, გაგვიჩნდება წვდომა  ფინანსურ რესურსზე და შეგვეძლება სხვადასხვა კანონპროექტებზე ან მოქმედ რეგულაციებზე, რომელსაც ბიზნესთან ერთად შევარჩევთ, მოვამზადოთ რეგულირების გავლენის შეფასებები (RIA).


კრემლი: ერდოღანისა და პუტინის მოლაპარაკებები ხანგრძლივი და რთული იქნება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოლაპარაკებები, რომელიც დღეს სოჭში გაიმართება, რუსეთის ლიდერის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის აზრით, რთული და ხანგრძლივი იქნება.

რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ვიბრძვით, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით, – ასე უპასუხა უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას, რომელმაც იონათამიშვილს მიმართა: „ნუ სარგებლობდა რაღაცებით“.

მაია ცქიტიშვილი: რუსთავი-თბილისის ავტობანის სადავო მონაკვეთის საკითხს მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სადავო მონაკვეთის მშენებლობის საკითხს სამინისტრო მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს.

მაია ცქიტიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლიისთან
გამართა.

მაია ცქიტიშვილი: ფორუმის საშუალებით შესაძლოა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განცხადა რომ "ესაა საშუალება მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება".

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს.მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეირკიბნენ და განმარტება მოითხოვეს.

შიქსინ ჩენი: საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა, საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობას და მრჩეველებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შეხვდა.

სეულში ქართული ფილმების დღეები მგაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "Korean Film Archive"-ში საზეიმოდ გაიხსნა ქართული ფილმების დღეები.

ლიუ ჰუი: ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება

თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი: საქართველო სამაგალითო ქვეყანაა ძალიან ბევრ სფეროში

უზბეკეთის პრემიერ- მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნვა: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე იქცა რეალურ ბრენდად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, "აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს.

ლიუ ჰუი: წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო მოცულობამ 900 მილიონ დოლარს მიაღწია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნათია თურნავა: რუსეთთან ფრენების აღდგენა ჩვენზე არ არის დამოკიდებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დიალოგის მომხრეა, თუმცა ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული.

დავით ნარმანია: ჰესებზე თუ წინააღმდეგობა გვექნება ელექტროენერგია გაძვირდება

"ადგილობრივი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი თუ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგია აუცილებლად გაგვიძვირდება", -ამის შესახებ სემეკის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი: საქართველოს გაცილებით მეტი შეუძლია თავის პარტნიორებს შესთავაზოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აბრეშუმის
გზის რიგით მესამე ფორუმის ფარგლებში გამართულ პირველ პანელზე ისაუბრა საქართველოს შესაძლებლობებზე.

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში შეხვედრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში ანაკლიის პორტზე სასაუბროდ მისვლას არ აპირებს.

ნურიელ რუბინი: საქართველო ხდება მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი 

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნითი პანელის - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ ფარგლებში, ნიუ-იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინმა დადებითად შეაფასა ის სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

„ქვეყანას დაახლოებით 5 %-იანი ზრდა აქვს და სწორი რეფორმებით უფრო მეტს მიაღწევთ“,- ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ღონისძიების გახსნით პანელზე – „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ნიუ იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა, ნურიელ რუბინმა განაცხადა.

სს „ნიკორამ“ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, რომელიც წარმოადგენს „ნიკორა ჯგუფის“ ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს.