ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იგეგმება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და იგეგმება მესამე ეტაპიც. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე.


"არ შემიძლია დღეს არ ვისაუბრო ტაქსებზე და მოსახლეობას არ მივაწოდო ის შესანიშნავი შედეგები, რომელიც ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში მივიღეთ. ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის. ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად საზოგადოებაში. კარგია, რომ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნებართვის მფლობელ ტაქსის მძღოლებთან და ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში. როგორც იცით, არსებობს ტაქსის ორი კატეგორია - A და B. დღეის მდგომარეობით, A კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო B-ში - 8800.


ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რაც შეეხება მესამე ეტაპს, რა მოთხოვნები იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა, რომ რეფორმისთვის მოემზადონ", - განაცხადა თბილისის მერმა.


ამასთან, დედაქალაქის მერმა ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას.


"ჩვენ აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას და ვიზუალურ სტანდარტს. იცით, რომ ორივე კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს აქვთ ვალდებულება, რომ წლის განმავლობაში ორჯერ გაიარონ ტექნიკური დათვალიერება. სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებმა ვერ შეძლეს შემოწმების იმ მოთხოვნებში ჩაჯდომა, რაც კანონშია გაწერილია. დაახლოებით, ასეთი იყო 30%. ვიზუალური სტანდარტის შექმნა და მასთან შესაბამისობაში ავტომანქანების მოყვანა მოვახერხეთ ისე, რომ ეს ფინანსურ ტვირთად არ დასწოლია ტაქსის მფლობელებს. ჩვენ შევქმენით უფასო ვაუჩერული სისტემა და ამ სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა.


მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნებართვა, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, ეს იქნება მათთვის ღირებული და ვფიქრობ, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოწესრიგებას ქალაქში. ასევე, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჯერ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც პროექტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. ეტაპობრივად, ცენტრალურ უბნებშიც გადავალთ და ანალოგიურ მიდგომებს იქაც შემოვიღებთ", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს.


"მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მადლობა გადავუხადო. ის პირადად იყო ჩართული პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ დოკუმენტაცია მივიღეთ. სხვათაშორის, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტებიც დაგვეხმარნენ რეფორმის განხორციელებაში და მათაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის", - განაცხადა თბილისის მერმა.


რომან კაკულია: როდესაც კონსტიტუციური შენობის ბლოკირებას იწყებ, დიალოგის გზას სპობ

"ქართული ოცნების" დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე მოვლენები დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

ევექსი ჰოსპიტლების 3 000 ექიმი ოკუპანტების მიერ კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას საქართველოს 6 რეგიონში გააპროტესტებს

ევექსი ჰოსპიტლები ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხადა. სამართალდამცველების თქმით, ნასვამ მოქალაქესა და აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გაშალა

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის გვერდით შესასვლელთანაც გაშალა.

 

 
ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს. მომხდარი "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მამუკა მდინარაძე: თუ აქციაზე იქნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, სახელმწიფო მას კანონს დაუპირისპირებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო, პარლამენტის პიკეტირებას და მთავრობისთვის მუშაობისთვის ხელის შეშლას არ დაუშვებს.

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

ია მეტრეველი: დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდ ოსტატის მარჯვენა“ გამახსენა“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ბაქრაძე: დღევანდელი აქცია თავისი შინაარსით მშვიდობიანი იქნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი არის იმის დასტური, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" ტყუილს არ აპატიებს.

პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო.

გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პატრიარქი: რთულ დროს ვცხოვრობთ, ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აჭარაში, სარფთან ახლოს ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.