შალვა თადუმაძე: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის ეფექტიანობას შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება

„დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა ქონება, რომელიც მათ უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას კითხვის პასუხად.

ბექა ოდიშარია დაინტერესდა, რამდენად შეუწყო ხელი გენერალური პროკურორის მენეჯმენტმა იმას, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტში დაჩქარებულიყო „თაროზე შემოდებული“ საქმეების“ გამოძიება, რამდენი ადამიანისთვის დადგა სამართალი და რა გააკეთა ამისთვის უშუალოდ უწყების ხელმძღვანელმა?


„აღნიშნული დეპარტამენტი გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე მე გავხდებოდი მთავარი პროკურორი. ამ დეპარტამენტს საკმაოდ ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ სამართლიანობა აღდგენილიყო. აღნიშნულ დეპარტამენტის ეფექტიანობა მხოლოდ დეპარტამენტის მუშაობით ვერ განისაზღვრება თუ არ იქნა შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ერთი ეს არის ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, თუ არ ვცდები, მეორე წელია გაჩერებულია პარლამენტში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე. და მეორე დოკუმენტი, რომელიც მთავრობაშია დაახლოებით, 5-7 თვეა წარდგენილი. ის ეხება ალტერნატიული ქონებით ჩანაცვლებას, იმ ქონებრივი უფლების მოთხოვნაზე, რომელიც პირს გააჩნია დანაშაულის შედეგად ჩამორთმეულ ქონებებთან მიმართებაში“, - განაცხადა თადუმაძემ.


თადუმაძემ განმარტა, რომ დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა ქონება, რომელიც მათ უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული.


„თუ არ ვცდები, დაახლოებით, 90 ადამიანს დაუბრუნდა ქონებრივი რესურსი, რომელიც მათ უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული ამ პერიოდის განმავლობაში. შეიძლება უფრო მეტსაც. საუბარია რამდენიმე ათას საქმეზე. ჩემი უშუალო მონაწილეობა ამ საქმიანობაში იყო ის, რომ გენერალურმა პროკურატურამ მოახდინა გარკვეული სისტემატიზაცია იმ საქმეების, რომლებიც, ერთი მხრივ, ითხოვს სახელმწიფოსგან ფინანსურ ანაზღაურებას, მეორე მხრივ - ქონებრივ ანაზღაურებას, მესამე მხრივ - ალტერნატიულ ქონებრივ ანაზღაურებას და მეოთხე მხრივ - მხოლოდ რეაბილიტაციას. თუ აქამდე არ იყო ეს არ იყო ინფორმირებული და დოკუმენტურ დონეზე დადასტურებული, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით რამდენიმე მილიარდ ლარს შეადგენს იმ ქონების საერთო ღირებულება, რომელთა მიმართაც მოქალაქეებს პრეტენზია აქვთ, იქიდან გამომდინარე, რომ უკანონო ზემოქმედების შედეგად ჩამოართვეს ეს ქონება“. - განმარტა თადუმაძემ.


მისი თქმით, მხოლოდ პროკურატურის რესურსით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რთულია.


21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 
სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიყავით ყველაზე არაკორუმპირებული კაშკაშა ვარსკვლავი ევრაზიაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ახალგაზრდა ლიდერებს  შეხვდა.

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილე ათეულობით პირი დააკავა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიციამ საპროტესტო გამოსვლის დროს ათეულობით ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავა.

ნინოწმინდაში მამაკაცს და პირუტყვს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს.

ნატახტარში, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 
ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას

„ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.