შალვა თადუმაძე: სახალხო დამცველი არ არის გენერალური პროკურორის ზედამხედველი

„სახალხო დამცველი არ არის გენერალური პროკურორის ზედამხედველი“, - ასე უპასუხა უზენაესი სასამათრთლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეკითხვას.

მისი თქმით, სახალხო დამცველის უფლებამოსილება ნამდვილად არ არის, პარლამენტს განუსაზღვროს, როგორი ანგარიში მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს.


„ის, რომ სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს მოუწოდებს რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს, უკაცრავად, მაგრამ ის გენერალური პროკურორის ზედამხედველი საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში ნამდვილად არ არის. სახალხო დამცველი  საქართველოს პარლამენტის ტრიბუნაზე გამოვიდა და  თქვა, რომ აუცილებელია, პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორისგან მოითხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ეს ფორმულირება პირდაპირ ეწინააღმდეგება  კონსტიტუციას, პირდაპირ ეწინააღმდეგება რეგლამენტით გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულებას  ჩემსა და პარლამენტს შორის და სახალხო დამცველის უფლებამოსილება, პარლამენტს განუსაზღვროს, როგორი ანგარიში მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს, მით უმეტეს იმ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე საქართველოს პროკურატურისთვის, ნამდვილად არ არის“. - აღნიშნა თადუმაძემ


სახალხო დამცველის მოადგილის მიერ მოყვანილი ციტატის: „მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის შესაფასებლად გამოძიება ეფექტიანად, ზედმიწევნით დროულად და გამჭვირვალედ აწარმოოს“, შესახებ თადუმაძემ განმარტა:


„კი ბატონო, ეს არის პარლამენტის მითითება, სარეკომენდაციო ხასიათის. პარლამენტმა თქვა, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ ეფექტიანი მოქმედებები განახორციელოს... ეს არის ჩემთვის სარეკომენდაციო, მე ვიღებ როგორც ანგარიშვალდებული პირი... საქართველოს პარლამენტი ვერ მეტყვის, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა შევასრულო. ეს განსაზღვრულია კონსტიტუციით, რეგლამენტით და ორგანული კანონით პროკურატურის შესახებ. და არც სახალხო  დამცველს არ აქვს უფლებამოსილება, ტრიბუნიდან განსაზღვროს, რა სახის ანგარიში უნდა წარადგინოს პროკურორმა პარლამენტის წინაშე, იმიტომ რომ ეს განსაზღვრა კანონმა და კანონმა უკეთესად განსაზღვრა იმ კუთხით, რომ ზუსტად დააზღვია ეს რისკები, რაც შეიძლება იყოს პოლიტიკური  დამოუკიდებლობის ხარისხის შემზღუდავი პროკურატურის მიმართ და თქვა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორი არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. მე დღეს  დავაფიქსირე, რომ არ ამოვეფარები ამ სტატუსს და სადაც კანონისმიერი შესაძლებლობა მქონდა, კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბრე. მაგრამ მე არ გამიკეთებია ქალბატონი ნინოს მოწოდების გამო ან იმის გამო რომ პარლამენტმა ეს მომთხოვა. ეს ფორმატია“. - განაცხადა თადუმაძემ


პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი შეიშალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 
პოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.