ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.