ლევან დავითაშვილი: 2020 წლის ბიუჯეტში დაბალანსებულადაა წარმოდგენილი მიდგომები და პრიორიტეტები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეების მინიმალური სოციალური საჭიროების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

"ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც დაბალანსებულადაა წარმოდგენილი მიდგომები, პრიორიტეტები, როგორც სოციალური უზრნულყოფის, ან სოციალური დაცვის კუთხით, გარკვეული მიმართულებებით, იგივე პენსიების ზრდა არის გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში, ასევე განვითარების პროგრამები და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტში არის შენარჩუნებული, ზოგ შემთხვევასში არის გაზრდილი კიდეც.ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი დაბალანსებული მიდგომა, რომლითაც ჩვენმა ხელისუფლებამ შეიძლება იაროს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ვუზრუნველყოთ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდა არის ზუსტად წყარო იმისა, რომ ჩვენ შევამციროთ სიღარიბე, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, მაგრამ ეს რამდენადაც არის უფრო საშუალო და გრძელვადიანი, ჩვენ არ ვამბობთ უარს სოციალური გარანტიების შეთავაზებაზე. პირიქით სოციალური გარანტიები არის გათვალისწინებული ბიუჯეტში",-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრი არ იზიარებს შეფასებას, რომ ბიუჯეტში და სამთავრობო პროგრამაში სიღარიბის დაძლევის მიმართულებით არაფერია გათვალისწინებული.


"სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით, რომ სიღარიბის დაძლევაზე არაფერია გათვალისწინებული ბიუჯეტში და ჩვენს პრიორტეტებში. პირიქით, ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" არის ზომიერი პოლიტიკის ძალა, რომელიც ერთის მხრივ მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს, მათ შორის, ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკითხებს და ასევე არის ორიენტირებული ეკონომიკურ განვითარებაზე.დავინახეთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საქართველოს რეგიონულ კონტექსტთან მიმართებაში არის საკმაოდ მაღალი",-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით პასუხობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმინეს, ოპოზიციის განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებებით უპასუხა.

პარლამენტის თავმჯდომარე:საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღეს აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გაკეთა, სადაც ამბობს რომ საქართველოს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე არ ქონია.

"ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიურ სამსახურს შეურაცხყოფა მიაყენა.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა, მსოფლიო ბანკი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგში კვლავ გვაწინაურებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მსოფლიო ბანკისა და აშშ-ს სენატის განცხადებები დაუპირისპირა.

აშშ-თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა პრესკომპერენციაზე განაცხადა. 

სირცხვილი არის ის ნულები, რაც მათი საქმიანობის პერიოდს ასახავს - ზალაკლაინი ოპონენტებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკაზე საპასუხოდ სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ სირცხვილი მათი საქმიანობის ამსახევლი ნულებია. 

ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. ინფორმაცია "პირველს" პროფკავშირების თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ დაუდასტურა .

"ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს"

თბილისის მერი კახა კალაძე,  პირველ ქართველი ძიუდოისტ ქალს ეთერ ლიპარტელიანს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

22 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

 
მამუკა მდინარაძის პასუხი ირაკლი აბესაძეს: 2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი

„2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი“, -პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ირაკლი აბესაძეს უპასუხა.

თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა შეაჯამა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა თავის გამოსვლაში შეაჯამა.

ვაზისუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, როგორც შსს-მ "პირველს" განუცხადა, მსუბუქი ავრომანქანა ქვეით მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა შემდგომ კი მანქანებს.

"კიწმარიშვილმა, სააკაშვილისგან გადმოგვცა რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით"

"ეროსი კიწმარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან გადმოგვცა, რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიაას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით", - ამის შესახებ დავით დვალამა და ჯარჯი აქიმაძემ გადაცემაში "რეაქცია" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადეს.

"საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი ხარ" - ბოკერია-ნოზაძის დაპირისპირება პარლამენტში - ვიდეო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერია და "ქართული ოცნების" დეპუტატ სიმონ ნოზაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანია.

ზუგდიდის მერმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად

„პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

დავით ზალკალიანმა აღმოსვლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა

საქართველოს საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის თქიმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია იქნება.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტი შეუერთდა

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს მონაწილეობას.