საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთს და უზბეკეთის  ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ

ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას - "ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" მასპინძლობს.

კონფერენციის მიზანია ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე მსჯელობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის ყოველწლიურ საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.


ღონისძიება საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივან ანტონ ნიმაკმა გახსნეს.


პანელზე - "ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები" მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონფერენციის საპატიო სტუმრებმა პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენმა ადამ აბრამოვიჩმა, უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ტატიანა კოროტკამ, ალბანეთის მეწარმეთა დაცვის სახელმწიფო მინისტრმა ედუარდ შალსმა, ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენმა ბოლატ პალიმბეტოვმა, უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა და ყირგიზეთის ბიზნესომბუდმსენმა რობინ ორდ-სმიტმა.


კონფერენციის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - პოლონეთის, საქართველო-ალბანეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენების აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მემორანდუმების მიხედვით, ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.


ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია ეწვია. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.


ღონისძიების მხარდამჭერები არიან პირველი ქართული ვისკი "ჯიმშერი" და მედია სააგენტო "კლიპარტი".


აქციის დაშლისას დაკავებულების ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული აქტივისტების ნაწილის, სასჯელის სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

ირაკლი ლატარია: იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები“, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი ლატარია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა.

ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტართა ჯგუფის ინიციატივაზე: თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ

„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია

ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრები ლიკვიდირებულია. 

ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები

„2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელი შევუშალეთ ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას სუსტი მთავრობის ფონზე“,  -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა 

„მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას გულისხმობს, ყველაზე დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი

„საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ განუცხადა.

ნუგზარ რუხაძე: მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?

„მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?“- ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჟორიტარული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა.

ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს

„ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს“, -  ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე: აუცილებელია, ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან საუბარი გამართა.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

შოთა გულბანი: არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით არაეფექტურს უწოდებს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ადეკვატურად ვერ პასუხობს რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოცნების დეპუტატი V.S. კობა გვენეტაძე [ვიდეო]

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.

გერმანიამ ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახს თავშესაფარი მისცა

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა ოფისმა (BAMF) მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლეს მ.ც.-ს და ოთხ შვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel იტყობინება.

მიხეილ ყაველაშვილი: დადგა ქვეყანაში იმის დრო, ვისაუბროთ სარჩევნო პროცესზე და არა გადაგდება-არგადაგდებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დადგა იმის დრო, რომ დაიწყოს შინაარსობრივი მსჯელობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.