"რიგის კონფერენციაზე მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსათვის"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყვანი ფორუმია, სადაც პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ექსპერტები უსაფრთხოების გლობალურ საკითხებს განიხილავენ და საერთო გამოწვევების შესახებ საუბრობენ.


კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელზე - "მომავლის გზის მშენებლობა - საქართველო და უკრაინა".


სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე.


"რიგაში ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იმართება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი ევროპაში და ყველაზე დიდი ბალტიისპირეთში, სადაც 700-მდე მონაწილე 40-ზე მეტი ქვეყნიდან იყრის თავს. დღეს ამ ღონისძიებაზე გამოსვლები ჰქონდათ შვედეთის, გერმანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ევროპაში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე ერთმანეთისთვის ხედვა გაგვეზიარებინა. მქონდა შესაძლებლობა
საქართველოს პრობლემატიკაზე მესაუბრა და ჩვენს გამოწვევებზე, რომელიც ამავდროულად არის ევროპის უსაფრთხოების გამოწვევაც. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსათვის, რომელიც ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა მისი ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგიდან გამომდინარე და რაც მთავარია, ყველაზე დიდი გამოწვევის დაძლევაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს - მიმდინარე ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი. შეუძლებელია ამ პირობებში მდგრადი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ის რაც საქართველოში ხდებოდა 2008 წელს კიდევ უფრო 90-იან წლებში, რაც დღესაც გრძელდება ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და ქართული საზოგადოების პრობლემა, ეს ნამდვილად არის რეგიონული და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფორმატებში მოვახდინოთ ამის ძალიან მკაფიო განმარტება. ვფიქრობ, რომ ბალტიისპირეთში ძალიან კარგად ესმით, რომ ეს საერთო პრობლემაა და შესაბამისად, მისი დაძლევისთვის საერთო ძალისხმევას საჭიროებს. რა თქმა უნდა ჩვენს სამშვიდობო გეგმას და ინიციატივებს მხარს უჭერენ. მნიშვნელოვანი არის მსგავსი ფორუმებს გამოყენება იმისთვის, რომ საქართველო იყოს ყურადღების ცენტრში, ჩვენს პარტნიორებს საქართველოში
მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ, რაც მათ ჩვენს მხარდაჭერას გაუადვილებს" - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


რიგის კონფერენციას 40 ქვეყნის 700-მდე სახელმწიფოს მეთაური, ექსპერტი, დიპლომატი, მეცნიერი ესწრება. კონფერენცია ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება. კონფერენციის ორგანიზატორი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციაა (LATO), რომელიც ლატვიის თავდაცვის სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს.


„სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით“ - ქუთასიის მერიასთან აქცია გაიმართა

სამოქალაქო მოძრაობების წევრებმა და სტუდენტებმა ქუთაისის მერიასთან სუფთა ფურცლები მიიტანეს. 

ესტონეთში საქართველოს ელჩმა ესტონეთის პრეზიდენტს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

დიმიტრი სამხარაძე: „ნაცების“ ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი

„ნაცების ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს, შესაძლოა, პერიოდულად უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ 

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ხელს უწყობს

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი  დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს დაესწრო.  

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ლელა აქიაშვილი კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობის“ ფარგლებში სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ თანასწორობის კვირეულში სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად მონაწილეობს, რომელიც კამპანიის "მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში ხორციელდება.