ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად

„პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, პროკურატურამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩართო:


„ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც პროცესი გახსნა და გახსნა იმ თვალსაზრისით, რომ პროცესში ჩართო საერთაშორისო ექსპერტები. ზოგადად მრჩეველთა ჯგუფი, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი არსებობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, რომელიც მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით რჩევებს და კონსულტაციებს უწევს საქართველოს პროკურატურას და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.


ანრი ოხანაშვილი კონკრეტულ საკითხზე სამუშაო პროცესში საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩართვას პოზიტიურად აფასებს:


„მეტი გამჭვირვალობისთვის, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც საერთაშორისო დონის ექსპერტებს რთავ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექსპერტებს, მით უმეტეს როდესაც ისეთი დონის საერთაშორისო ექსპერტებს რთავ, როგორებიც არიან ბატონი კოფი და ბატონი ლადორი - ერთ შემთხვევაში ბატონი ლადორი იყო სახელმწიფო პროკურორი ისრაელის, ხოლო ბატონი კოფი იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულის და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დირექტორი. მათ აქვთ ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში, მათ აქვთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და როდესაც ასეთი დონის საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართულნი ამ პროცესში, ეს მიუთითებს ამ პროცესის კიდევ უფრო გამჭვირვალობაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.


მისივე თქმით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გამართლებული იმისთვის, რომ წარიმართოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით:


„რაც შეეხება მათ წინაშე დასმულ საკითხს, ჩემი ინფორმაციით და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჯგუფი ჩართულია ასევე სხვა მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ბატონი ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, ამ ჯგუფს მიეწოდა კონკრეტული მასალა, კონკრეტული მტკიცებულებები და მათ წინაშე დაისვა საკითხი, შეეფასებინათ, საკმარისი იყო თუ არა არსებული მტკიცებულებები პროკურატურას განეხორცელებინა ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფმა დადო მოსაზრება, შეფასება იმ წარდგენილ მასალასთან დაყრდნობით, რაც მათ პროკურატურიდან მიეწოდათ, რომ ბატონ ხაზარაძეს, ბატონ ჯაფარიძეს, იკვეთება რომ ჰქონდათ სქემა, რომელიც მიუთითებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რაც, მათი შეფასებით, ასევე საკმარისია სახელმწიფო ბრალდების წარსადგენგენად, შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გამართლებული იმისთვის, რომ წარიმართოს მათ მიმართ ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით“, - განმარტა ოხანაშვილმა.


ოხანაშვილის შეფასებით, ახლა ჯერი სასამართლოში განხილვაზეა, თუ როგორ წარმართავენ მხარეები საკუთარ ტაქტიკას და პოზიციებს, რათა შემდგომ სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება:


„აქედან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს წაყენებული აქვთ კონკრეტული ბრალი და შესაბამისად, საერთაშორისო ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რითაც მათ ბრალი წარედგინათ, ეს მტკიცებულებები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მათ მიმართ განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ შევდივართ კონკრეტულ შეფასებაში, ჩვენ ვიცავთ ყველა პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას და ეხლა ჯერი სასამართლოში განხილვაზეა, მხარეები როგორ წარმართავენ საკუთარ ტაქტიკას და პოზიციებს, რათა შემდგომ სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


ვახტანგ ჭარაია: მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა აიღონ შესაბამისი პასუხისმგებლობა და მოერიდონ დაძაბულობის ესკალაციას

„მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ლარს აუცილებლად დაარტყამს, მთავარი კი ნეგატიური მოლოდინი იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც 20 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს.

ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩრ. რაინი-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, სადაც შეხვედრა გამართა ჩრ. რაინი- ვესტფალიის პარლამენტის პრეზიდენტთან, ანდრე კუპერთან.

ანდრია გვიდიანი: არაცივილური და არანორმალური პოლიტიკური პროცესი, რაც რუსთაველზე ვნახეთ, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი რუსთაველის გამზირზე მომდინარე მოვლენების ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის თაობაზე საუბრობს.

გურჯაანის მერიის ეზოში ელექტრომომარაგების კარადა აფეთქდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეზოში ელექტრომომარაგების კარადა აფეთქდა.

ავსტრიაში მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში ქართული საღამო გაიმართა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით, ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ქართული საღამო, რომელიც მიეძღვნა ამავე უნივერსიტეტის ხალხური და ეთნო მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში განხორციელებულ სასწავლო ვიზიტს.

გლდანში, ე.წ თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და  თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის და განთავსების ფაქტები გამოავლინეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალთა ჩართულობის თემაზე კონფერენცია გამართა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ორგანიზებით, სატრანსპორტო სექტორში ქალების ჩართულობის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ელჩი ალთინგის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ალთინგის თავმჯდომარე სტაინგრიმურ სიგფუსონთან.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის "სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის" (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება.

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს ცეცხლის გავრცელების ან ახალი კერების შექმნის საფრთხე.

ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სოსო არჩვაძე: არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ლარის კურსზე ზეგავლენაზე საუბრობს.

მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე, ვარკეთილიდან სადგური მოედნის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა შეჩერებული იყო. 

აქციის დაშლისას დაკავებული პირების ნაწილის პროცესი რამდენიმე საათით გადაიდო

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო პროცესი მოსამართლემ მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო.

არჩილ თალაკვაძე: რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია და არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის. 

რჩევები ავტომფლობელთათვის - მოამზადეთ ავტომობილები ზამთრისთვის

სპეციალისტები ავტომფლობელებს ურჩევენ, ტემპერატურის კლებისთანავე შეცვალონ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით.  

მამუკა მდინარაძე სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის განხილვას გამორიცხავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის განხილვა გამორიცხულია.

ირაკლი კობახიძე: ხალხი არ დგას "ნაციონალური მოძრაობის" უკან, ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" უკან არ დადგა, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში, რაც ამ პოლიტიკური პარტიის ფიასკოს საფუძველი გახდა. 

ირაკლი კობახიძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე: ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის

„ყოველ ჯერზე ახალი ინიციატივების წარმოდგენა კონსტიტუციასთან მიმართებით სწორი არ არის“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.