თადუმაძე "პროგრეს ბანკზე: თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება რეაგირება

"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება",-ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, "პროგრეს ბანკში"  ფულის შესაძლო გათეთრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

თადუმაძის თქმით, "ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ზოგადად, საჯარო განცხადებებით არ ხდება სისხლის სამართლებრივი დევნა".


"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება. დღეის მდგომარეობით, "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არ არსებობს. ბანკები არიან რეგულაციის ქვეშ მყოფი ინსტიტუტები,შესაბამისად, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ან რაიმე ოპერაციის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება ხდება მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე",- განაცხადა თადუმაძემ.


შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, "პროგრეს ბანკის" საშუალებით რამდენიმე მილიონი გათეთრდა. ხელისუფლების ოპონენტები პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.


 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა კვლავ გაიმართება

სხდომა ხვალ დილისთვის არის ჩანიშნული.

ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი

"2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას.

ხუნდაძის ინფორმაციით, კენჭისყრამდე გამოცხადებულ შესვენებაზე უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, კენჭისყრამდე გამოცხადებულ შესვენებაზე, სადეპუტატო ოთახში კონსულტაციების დროს უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ელიზაბეთ რუდი: საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას

“საქართველოს საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ ყველა პირს შეეძლება ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით დაამუშავოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, რეგულირების მოთხოვნები, ლიცენზიები, ნებართვები და სხვა”.

ხუნდაძე საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე: ჩემი პოზიცია არ შეიცვლება 

„ჩემი პოზიცია არ შეიცვლება, ჩვენ საკმარისნი ვართ!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე განაცხადა.

 

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე: ხვალ არის ბოლო ვადა, კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალ აუცილებლად შედგება.

 

გოლფში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს

საქართველოს გოლფის ფედერაციამ და ‘Wine Land Golf Tours’-მა სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“   12 ნოემბერს, 2020 წლის პროგრამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს. 

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება.

ნიკოლოზ ალავიძე: მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს

საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი (GeoIGF) გაიხსნა, რომლის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თელავში ალპურ ზონაში ტყე იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში ტყის ხანძარია. 

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა.

ნათია თურნავა: „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუდვილებს

"საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა".

გიორგი გახარია: ქვეყნის უსაფრთხოების გარეშე ხვალინდელ დღეზე მსჯელობა საკმაოდ პირობითი იქნება

"საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტის კენჭისყრამდე ფრაქციების ლიდერებს კონსულტაციას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ფრაქციების ლიდერები დეპუტატების ოთახში დაიბარა.

ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები რეგიონებში მოსახლეობას „ერთი სარკმლის პრინციპით“ მოემსახურება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად, გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას დაესწრო.

მამუკა მდინარაძე: გულწრფელად გვჯერა, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

საბანაძე კინოჩვენებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე: შს სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ორივე მხარის ინტერესი დაეცვა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ თბილისში
გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა. 

ნუკრი ქანთარია: გადაწყვეტილება, რაც ვთქვით, შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს

პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ნუკრი ქანთარია მისი გუნდის წევრებს საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.