საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი 21 ნოემბრამდე შეირჩევა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა.


უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ცნობილი გახდება აუდიტორული კომპანია, რომელიც საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს.


კომისიამ აუდიტორული კომპანია 21 ნოემბრამდე უნდა გამოავლინოს. როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგი“ -მ განახორციელა.


ივანე მაჭავარიანი: ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიური ზრდის შედეგად განათლების დაფინანსება გასამმაგდა

"ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიური ზრდის შედეგად, განათლების დაფინანსება გასამმაგდა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლების სფეროს დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრისას.

ივანე მაჭავარიანი: მცირე მთავრობის პრინციპის ერთგული ვრჩებით

„ჩვენ მცირე მთავრობის პრინციპის ერთგული ვრჩებით“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის

"ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის".

ლევან იზორია: პრემიერის ხელმძღვანელობით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებ

"პრემიერის ხელმძღვანელობით, უზრუნველვყოფთ იმ სტრატეგიულ ამოცანებს, რომელიც თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება".

გამოფენა „ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში“

13 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში გამოფენა - „ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში“ - გაიხსნა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა კვლავ გაიმართება

სხდომა ხვალ დილისთვის არის ჩანიშნული.

ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი

"2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას.

ხუნდაძის ინფორმაციით, კენჭისყრამდე გამოცხადებულ შესვენებაზე უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, კენჭისყრამდე გამოცხადებულ შესვენებაზე, სადეპუტატო ოთახში კონსულტაციების დროს უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ელიზაბეთ რუდი: საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას

“საქართველოს საზღვაო სექტორში „ერთი ფანჯრის“ მომსახურების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაღრმავებას და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას. საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ ყველა პირს შეეძლება ერთიანი ციფრული პლატფორმის საშუალებით დაამუშავოს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, რეგულირების მოთხოვნები, ლიცენზიები, ნებართვები და სხვა”.

ხუნდაძე საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე: ჩემი პოზიცია არ შეიცვლება 

„ჩემი პოზიცია არ შეიცვლება, ჩვენ საკმარისნი ვართ!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე განაცხადა.

 

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე: ხვალ არის ბოლო ვადა, კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალ აუცილებლად შედგება.

 

გოლფში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს

საქართველოს გოლფის ფედერაციამ და ‘Wine Land Golf Tours’-მა სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“   12 ნოემბერს, 2020 წლის პროგრამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს. 

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება.

ნიკოლოზ ალავიძე: მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს

საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი (GeoIGF) გაიხსნა, რომლის თანაორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თელავში ალპურ ზონაში ტყე იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში ტყის ხანძარია. 

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა.

ნათია თურნავა: „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ამოქმედება პორტებსა და გადამზიდავ კომპანიებს საქმიანობას გაუდვილებს

"საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აგრძელებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ყველა იმ სექტორში, სადაც საქმე ეხება ჩვენი სერვისების მიწოდებას ბიზნესისთვის, რათა გავუადვილოთ ბიზნესს სახელმწიფოს სერვისებით სარგებლობა, შევამციროთ ბიუროკრატია და გავხადოთ უფრო ეფექტური ჩვენი მუშაობა".

გიორგი გახარია: ქვეყნის უსაფრთხოების გარეშე ხვალინდელ დღეზე მსჯელობა საკმაოდ პირობითი იქნება

"საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა და ის განსაკუთრებით კრიტიკული და მტკივნეულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია გახდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილების პროექტის კენჭისყრამდე ფრაქციების ლიდერებს კონსულტაციას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ფრაქციების ლიდერები დეპუტატების ოთახში დაიბარა.