საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ შევა ძალაში,  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.


აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სახელმწიფოა, რომელთანაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას აამოქმედებს.


შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაძლიერებას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის,


ამ შეთანხმებით, და არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პირობებით, ბრიტანულ ბიზნესებს და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განაგრძონ სავაჭრო თანამშრომლობა საქართველოსთან, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომაც.


დოკუმენტს ხელი მოაწერეს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა: "ამ შეთანხმების ხელმოწერით, ბრიტანელ ექსპორტიორებსა და მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, მას შემდეგ რაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს. შეთანხმება ხაზს უსვამს ჩვენსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს."


გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ვაჭრობის მდივანმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა: "ბრიტანეთის ხელისფულების მიზანია საქართველოსთან არსებული პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის დამყარდეს თანამშრომლობის ახალი ფაზა, ბიზნესსა და ბიზნეს მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ეფექტურად".


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა: " საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება, კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი ორი სახელმწიფოს შორის ორმრივ თანამშრომლობას, რომლის ისტორიული ფესვებიც საკმაოდ ღრმა არის და რომელიც უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში კიდევ უფრო მაღალი დონის გახდა.


ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზე, მათ შორის, ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის განმტკიცება, უსაფრთხოება და სტაბილურობა".


შეთანხმება მოიცავს, როგორც თავისუფალი ვაჭრობის სიღრმისეულ პირობებს, ასევე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობას. შეთანხმებაში ხაზგასმულია, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ორივე სახელმწიფოს ძალისხმევა ფუნდამენტური თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დასაცავად და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება.


შსს: პარლამენტთან აქციაზე, დაახლოებით, 5500 მოქალაქე იმყოფებოდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 5500 მოქალაქე იმყოფებოდა.

ლევან ნიკოლეიშვილი: სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას

„სახელმწიფო შენობების პიკეტირება, ეს ნიშნავს დესტაბილიზაცის მოწყობას“, - განაცხადა ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

წყალტუბოში ხანძარია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის ტერიტორიაზე ხანძარია.

მერაბ ქვარაია: თქვენ ერთხელ უკვე ამოაყირავეთ ეს ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არავინ მოგცემთ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით უსუფაშვილი: სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს

"სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ  "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა  პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლა.

სიმონ ნოზაძე: რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!

„რას ჰქვია პარლამენტში მუშაობის საშუალება არ მოგვეცემა?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი: სტრატეგიული ამოცანაა, ოპოზიციის ერთიანობა არ დაიშალოს

„30 წელიწადია ვდგავართ აქ და  თუ ცოცხალი ვიქნები კიდევ 30 წელიწადი დავდგები იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

რომან კაკულია: როდესაც კონსტიტუციური შენობის ბლოკირებას იწყებ, დიალოგის გზას სპობ

"ქართული ოცნების" დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებით, "რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე მოვლენები დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს.

ევექსი ჰოსპიტლების 3 000 ექიმი ოკუპანტების მიერ კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას საქართველოს 6 რეგიონში გააპროტესტებს

ევექსი ჰოსპიტლები ახალგორში პაციენტის სამკურნალოდ ჩასული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტი მოხდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხადა. სამართალდამცველების თქმით, ნასვამ მოქალაქესა და აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გაშალა

ოპოზიციამ კარვები პარლამენტის გვერდით შესასვლელთანაც გაშალა.

 

 
ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე სამი ადამიანი მოკლეს. მომხდარი "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მამუკა მდინარაძე: თუ აქციაზე იქნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, სახელმწიფო მას კანონს დაუპირისპირებს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო, პარლამენტის პიკეტირებას და მთავრობისთვის მუშაობისთვის ხელის შეშლას არ დაუშვებს.

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა

პარლამენტის შესასვლელები ჯაჭვებით არის ჩაკეტილი. საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომები სიმბოლურად "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ დაადეს.

სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქს კირილის ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"ჩვენ მორიგჯერ უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ თავისუფალ არჩევანს ვერ წაგვართმევს",- ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რესპუბლიკურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

ქეთევან ციხელაშვილი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ",- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.