თურქეთი სირიაში ომის განახლებით იმუქრება

"იმ შემთხვევაში, თუ ქურთული სამხედრო შენაერთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხო ზონას მთლიანად არ დატოვებენ, თურქეთი ცეცხლს ისევ გახნის".

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავასოღლუმ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


„ჩვენ 35 საათი დაგვრჩა. თუ ისინი არ გაიყვანენ ჯარისკაცებს, ჩვენი სამხედრო ოპერაცია განახლდება. ეს არის იმ პირობების ერთობლიობა რაც, ჩვენ შევათანხმეთ ამერიკელ კოლეგებთან“,-აღნიშნა მან.


ამერიკასთან მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც 5 დღით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისიწინებს, 4 დღე გავიდა.


სირიის ადგილობრივი მოსახლეობა ვაშინგტონს ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამერიკამ ის მებრძოლები მიატოვა, ვინც ისლამური სახელმწიფოს წინააღმედგ იბრძოდნენ. 


პენტაგონში განმარტავენ, რომ ამერიკული ჯარის ნაწილები სირიიდან ერაყის დასავლეთში გადაჰყავთ. ამასთან არ გამნორიცხავენ, რომ ჯარის ნაწილი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დარჩეს.


ხვალ, 22 სექტემბერს სოჭში რეჯეპ ტაიპ ერდორანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გამართება, რომელზეც ლიდერები სწორედ სირიის საკითხს განიხილავენ. 


"ზავი 5-დღიანია, რაც ნიშნავს იმას, რომ დრო იწურება. ხვალ ჩვენ გავემგზავრებით სოჭში, ბატონ პუტინთან და შემდეგ საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ",- განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. შეტაკებების შედეგად 


თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე 4 დღის წინ შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს სიამაყით გატყობინებთ, რომ აშშ და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თურქული მხარე შეწყვეტს ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ  120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად დასრულდეს მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ საომარი ტერიტორიიდან", - განაცხადა მაიკ პენსმა.


 


იტალიაში აფეთქება მოხდა - დაღუპულია ოთხი ადამიანი

იტალიის კუნძულ სიცილიაზე, პიროტექნიკის საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაღუპულია 4 და დაშავებულია 2 ადამიანი. ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს. 

ზელენსკის თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ვერ აფრინდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ხარკოვიდან გაფრენა ვერ შეძლო.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

აქციის დაშლისას დაკავებულების ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული აქტივისტების ნაწილის, სასჯელის სახით, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

ირაკლი ლატარია: იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები

„იქნებ გვეკითხა ამომრჩევლისთვის, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და მათთვის მისაღები“, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი ლატარია მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა.

ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტართა ჯგუფის ინიციატივაზე: თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ

„თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ამ ინიციატივაზეც ვიმსჯელოთ“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრები ლიკვიდირებულია

ამ დროისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრები ლიკვიდირებულია. 

ხუნდაძე: თუ განაწყენებულია საზოგადოება, არ სჭირდება ოპოზიციას ბოქლომებით სირბილი, იქნება არჩევნები

„2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებით, ჩვენ პრაქტიკულად ხელი შევუშალეთ ქვეყნის გრძელვადიან არასტაბილურობას სუსტი მთავრობის ფონზე“,  -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა 

„მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას გულისხმობს, ყველაზე დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა“, - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა

ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა.

ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი

„საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ განუცხადა.

ნუგზარ რუხაძე: მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?

„მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?“- ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჟორიტარული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა.

ოთარ ანგურიძე: ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს

„ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას, ეკონომიკური ზრდა ინფლაციას გადააყოლოს“, -  ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე: აუცილებელია, ევროკავშირმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან საუბარი გამართა.

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, ყველა ინსტრუმენტი დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს

ეროვნულ ბანკს მოვუწოდებთ, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები დროულად გამოიყენოს, რომ ინფლაცია დაითრგუნოს და ლარის კურსი, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მედიასთან განაცხადა.

შოთა გულბანი: არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით არაეფექტურს უწოდებს.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ადეკვატური პასუხები ვერ მიიღო

მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რაც არის ეროვნული ბანკის მხრიდან, ადეკვატურად ვერ პასუხობს რეალურად არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.