მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ პაატა სილაგაძეს ჯალათი მოსამართლე უწოდა, დავით მათიკაშვილმა კი, მიკროფონი გამოურთო და დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა.
"ხელს ნუ მიშლი და ნუ მიკაკუნებ მაგ კალამს. შენ საერთოდ სხდომა არ უნდა მიგყავდეს. გაფრთხილებ ხელს ნუ მიშლი", - მიმართა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს.
დავით მათიკაშვილმა მას მიკროფონი კიდევ გამოურთო და კორექტულობისკენ მოუწოდა.
"შენ რომ ამ კლანის ლობისტი ხარ და მათი ხელის ბიჭი, ეს ჩვენ ვიცით. მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის ერთ-ერთი იაფფასიანი, მდარე ლობისტი. დამასრულებინე სიტყვა და ხელს ნუ მიშლი სხდომის გაგრძელება თუ გინდა, თორემ მაგალითები გაქვთ, უარესი არ დაგემართოს შენ პირადად", - მიმართა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს უსმენენ.