გია აბაშიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა

„ხაზარაძე-ჯაფარიძემ რაჭველი გლეხები მოატყუა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივების მიერ დღეს გამართულ აქციას.

ანალიტიკოსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო მიხედავს გლეხებს და ხაზარაძის და ჯაფარიძის იმედად არ დატოვებს:


„რაჭაში, ერთ-ერთ სოფელში, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ღვინის ქარხანა ჰქონიათ და დღეს გლეხებმა აქცია გამართეს - დაგვპირდა, რომ ყურძენს ჩაიბარებდა და მოგვატყუაო. გამიკვირდებოდა ალბათ, გადავამოწმებდი მაინც ინფორმაციას, რომ არ ვიცოდე თუ როგორ იტყუებიან ანაკლიაში, როგორ იტყუებიან „წერილებში“, როგორ იტყუებიან პოლიტიკაში და ყველგან, სადაც ეს დუეტი ჩნდება... იმედია, სახელმწიფო მიხედავს გლეხებს და ხაზარაძის და ჯაფარიძის იმედად არ დატოვებს!“, - წერს გია აბაშიძე.


ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს. მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებს. მათი თქმით, კომპანია „როიალ ხვანჭკარამ" მევენახეები მოატყუა, რადგან დაპირებული 11 ტონა ყურძნის ნაცვლად მხოლოდ ხუთი ტონა ჩაიბარა.


მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიის მფლობელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან და პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ. ტვიშელების თქმით, „როიალ ხვანჭკარამ“ გუშინ ჩაბარებული ყურძნის ნაწილიც დააბრუნა. ტვიშით ნაკლებად დაინტერესების მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ დაბალი ხარისხის და ფასის ცოლკაურს კომპანიები სხვა სოფლებში ყიდულობენ და ტვიშის ბრენდის ღვინოს ამზადებენ.


ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლმ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი გახარია - ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.

გიორგი გახარია - ციტრუსის ფასებსა და რეალიზაციაზე არ არსებობს პრობლემა - აჭარელი გლეხი კმაყოფილია

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

გიორგი გახარია: რაც უფრო მეტი კალაძინსაირი პოლიტიკოსი გვეყოლება გუნდში "ქართული ოცნება" მით უფრო კარგად იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერის საუკეთესო პოლიტიკოს უწოდებს. 

ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი ჩაიძირა

ქობულეთში ქაფშიით დატვირთული სეინერი ჩაიძირა. გემზე მყოფი მეთევზის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  

საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში" გაიმართა.

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.