მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გრიგოლ ივანეიშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.