ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან "აბრეშუმის გზის" შემდგომ განვითარებაზე იმსჯელა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა:საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებით არის დაინტერესებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, ლი სიაოპენგთან საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე შედგა საუბარი.


ნათია თურნავას განცხადებით, შეიქმნა ერთობლივი ჯგუფი, რომელიც განიხილავს ჩვენი ტრანსკასპიური მარშრუტის მოქცევას ჩინეთის შიდა სტრატეგიაში და ე.წ. პრიორიტეტულ მარშუტებს შორის და ეს იქნება გარკვეული ინდიკაცია ჩინური გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მეტწილად ისარგებლონ ჩვენი მარშუტით.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა ჩინეთის პრეზდენტის სი ძიანპინის "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ინიციატივას და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.


ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს 2017 წლიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს და აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება მსოფლიოს მხოლოდ 24 ქვეყანასთან გააჩნია. "რეგიონში საქართველო ერთადერთია, ვისაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული", - დასძინა ნათია თურნავამ.


როგორც ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატვირთო, სამგზავრო მარშუტების დივერსიფიკაციას და ტრანსკასპიური მარშუტი, სადაც ისტორიულად, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს, ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია.


"აქედან გამომდინარე, საქართველო ჩინეთის მთავრობის მხრიდან განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდებარეობის გამო", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ტვირთბრუნვა სულ უფრო იზრდება და მხოლოდ გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია.


"რეალურად ვხედავთ ტვირთბრუნვის ზრდას, რაც იმის შედეგია, რომ ძალიან დიდი ინვესტიციებს ვახორციელებთ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო ინფრასტრქტურა, თუ საგზაო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით ხდება საექსპორტო ტვირთების დივერსიფიცირება და სწორედ ამის დასტურია, რომ შანხაის გამოფენაზე წარმოდგენილი ვართ საკმაოდ დიდი დელეგაციით, რომელიც იმ კერძო კომპანიებისგან შედგება, ვისაც ჩინეთისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდება სურს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს საზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთ ყველაზე მარტივი პროცედურა, რომელსაც 3-დან 4 დღემდე სჭირდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია დერეფაში.


"სწორედ აქედან გამომდინარე ჩინეთი მეტ მხარდაჭერა უცხადებს თავის გადამზიდავ კოპანიებს , ვინც ისარგებლებს ამ მარშუტით, სთავაზობს გარკვეულ სუბსიდიებს, სთავაზობს შეღავათიან ტარიფებს. შესაბამისად, ტრანსპორტის მინისტრთან ასევე ვისაუბრეთ, როგორ გაავრცელონ ეს მხარდამჭერი მიდგომები ჩინეთის სხვა ქალაქებიდან წამოსულ ტვირთებზეც", - განაცხადა ნათია თურნავამ.


სართიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ხანდაზმული ემსხვერპლა

სართიჭალაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხუც კაცს ავტომობილი დაეჯახა. 

 

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა

უწყება მინისტრ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. 

მეზვრიშვილი: მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე გამართული კონფერენციის ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

„სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით“ - ქუთასიის მერიასთან აქცია გაიმართა

სამოქალაქო მოძრაობების წევრებმა და სტუდენტებმა ქუთაისის მერიასთან სუფთა ფურცლები მიიტანეს. 

ესტონეთში საქართველოს ელჩმა ესტონეთის პრეზიდენტს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

დიმიტრი სამხარაძე: „ნაცების“ ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი

„ნაცების ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.