ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 3 მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, რომელთაგანაც: 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა.


მათ შორის ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე.


ხსენებულ პირებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.


გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა 2 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში - საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.


გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რითაც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა - ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.


ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიის მუზეუმი ამოქმედდა.

გიორგი კახიანი მამუკა კაციტაძეს: შეგიძლიათ დაასახელოთ პარტიები, რომლებიც ბლოკების გაერთიანების შემთხვევაში 5-7 პროცენტიან ბარიერს გადალახავს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ოპოზიციის ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

 

ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

94 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

პაატა მხეიძე მამუკა კაციტაძეს: ხომ არ ასხამს თქვენი პრინციპული პოზიცია ბარიერთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა მხეიძემ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ კითხვით მიმართა.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

12 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9618 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

კარლო კოპალიანი: დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს, რაზეც ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ოპოზიციის საინიციატივოს  წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ კითხვით მიმართა.

 

ირაკლი ბერაია: მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო

ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა.

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო

თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო.

კობა ლურსმანაშვილი: ნულოვანი ბარიერი პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას ემსახურება

"ქართული ოცნების" წევრმა კობა ლურსმანაშვილმა მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამომრჩეველის ინიციატივით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის განხილვა მიმდინარეობს, კითხვით მიმართა.

მდინარაძე ოპოზიციას: ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!

"ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

ლილოში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.

 

სულხან მახათაძე: ბლოკების შექმნა ხომ არ არის პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობა?

"თქვენ ახსენეთ, რომ ბლოკები ეს არის თანამშრომლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე გეკითხებით, ხომ არ არის ეს ამავდროულად პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობაც?"

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება მოხდეს

"ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბლოკების თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 12 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ აღინიშნება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რომში გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში", რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

დიმიტრი ხუნდაძე: იმ დეპუტატთა შორის ვარ, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დღიდან, რაც პოლიტიკაში ვარ, და იმ დღიდან, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ხომ არ შევცვალოთ პროპორციული სისტემით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.