მიხეილ ყაველაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და წყალტუბოს პროექტები უპრეცედენტოა 

 „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა“ და წყალტუბოს პროექტები უპრეცედენტოა“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს.

მისი შეფასებით „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია.


„საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ქვეყნის აღმშენებლობასთან, სახელმწიფოებრივად შორს მიმავალია. თუ დავაკვირდებით, ყველა პროექტი არის სრულყოფილება. მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის განათლება, რომელიც პრიორიტეტია. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩვენი ახალგაზრდობის დიდ ნაწილს ექნება საშუალება, მიიღოს ევროპული განათლება. ვიცით, დღევანდელი გამოწვევა მთელ მსოფლიოში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების თვალსაზრისით და სწორედ ამას მოემსახურება ეს უნივერსიტეტი, არამარტო ამას“, – განაცხადა დეპუტატმა.


მიხეილ ყაველაშვილმა წყალტუბოს პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყალტუბო აღმოსავლეთ ევროპაში ჯანდაცვის კერა გახდება.


„ეს ორივე პროექტი არის უპრეცედენტო. მინდა, ჩვენს ოპონენტებს მივმართო, რომ იქნებ ეს უანგარო დამოკიდებულება იყოს სათანადოდ შეფასებული, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ვინც ვგრძნობთ და ვაღიარებთ ამ ყველაფერს, ეს ერთია, თუმცა თითოეული მოქალაქისთვის ეს არის უანგარობის განცდა, დამაფიქრებელია ყველა ჩვენთანაგანისთვის, ყველა ოჯახისთვის, რომ საქართველოში შეიქმნება ასეთი მასშტაბური პროექტი და ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ახალგაზრდას, რომელსაც ექნება საშუალებდეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია ამ უნივერსიტეტში მოღვაწეობის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.


გიორგი კახიანი მამუკა კაციტაძეს: შეგიძლიათ დაასახელოთ პარტიები, რომლებიც ბლოკების გაერთიანების შემთხვევაში 5-7 პროცენტიან ბარიერს გადალახავს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ოპოზიციის ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

 

ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

94 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

პაატა მხეიძე მამუკა კაციტაძეს: ხომ არ ასხამს თქვენი პრინციპული პოზიცია ბარიერთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა მხეიძემ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ კითხვით მიმართა.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

12 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9618 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

კარლო კოპალიანი: დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს, რაზეც ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ოპოზიციის საინიციატივოს  წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ კითხვით მიმართა.

 

ირაკლი ბერაია: მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო

ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა.

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო

თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო.

კობა ლურსმანაშვილი: ნულოვანი ბარიერი პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას ემსახურება

"ქართული ოცნების" წევრმა კობა ლურსმანაშვილმა მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამომრჩეველის ინიციატივით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის განხილვა მიმდინარეობს, კითხვით მიმართა.

მდინარაძე ოპოზიციას: ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!

"ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

ლილოში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.

 

სულხან მახათაძე: ბლოკების შექმნა ხომ არ არის პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობა?

"თქვენ ახსენეთ, რომ ბლოკები ეს არის თანამშრომლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე გეკითხებით, ხომ არ არის ეს ამავდროულად პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობაც?"

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება მოხდეს

"ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბლოკების თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 12 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

წყალტუბოდან 30 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნამოხვანთან არსებულ ტყის მასივში მეხანძრე-მაშველების უწყვეტი სამუშაოების შედეგად ცეცხლის ღია კერები აღარ აღინიშნება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რომში გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

რომში ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა "ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში", რომელზეც 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ქართველი და უცხოელი ფოტო რეპორტიორების ნამუშევრებია წარმოდგენილი.

დიმიტრი ხუნდაძე: იმ დეპუტატთა შორის ვარ, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დღიდან, რაც პოლიტიკაში ვარ, და იმ დღიდან, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ხომ არ შევცვალოთ პროპორციული სისტემით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე: ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფრაზით – "ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას, ნუ ღელავთ" – იხუმრა.