"მამუკა ხაზარაძე, უხერხულობას უნდა გრძნობდეს, როდესაც მაღალტექნოლოგიურ სათბურიდან ამბობს, რომ საქართველო თოხისა და გუთნის მენტალიტეტშია"

"მამუკა ხაზარაძე, სულ მცირე, უხერხულობას მაინც უნდა გრძნობდეს, როდესაც სახლემწიფოს ფინანსური მხარადაჭერით აშენებულ მაღალტექნოლოგიურ სათბურშია სტუმრად და ამბობს, რომ საქართველო თოხისა და გუთნის მენტალიტეტში დარჩა", – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

"ბატონ მამუკას მინდა ვუთხრა, რომ რასაც ის სამომავლოდ გეგმავს, უკვე წლებია ხორციელდება. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული. ამ სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური 200-ზე მეტი ახალი საწარმო შეიქმნა, თანამედროვე სტანდარტით გადაიარაღდა 800-ზე მეტი, 8 ათას ჰექტარზე გაშენდა თანამედროვე ტიპის ბაღი, ჩანაცვლება დაიწყო მესაქონლეობაში, რის შედეგადაც, 500 %-ით გაიზარდა მაღალპროდუქტიული ჯიშები. დარგში 2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელბულია კერძო ბიზნესის მიერ, ხოლო სახელმწიფოს მიერ, თანადაფინანსების პროცესში, დაახლოებით, 260 მილიონ ლარამდეა დახარჯული. 2012 წლის შემდეგ, იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, 2018 წელთან შედარებით, არც ერთი პროცენტით არ გაზრდილა, მაშინ როდესაც, სწორედ სახელმწიფო პროგრამების შედეგად შევძელით გაგვეორმაგებინა ექსპორტზე პროდუქციის გატანა. ექსპორტზე გასულია, თითქმის, მილიარდი ღირებულების ქართული პროდუქცია.


2015-2020 წლების განვითარების სტრატეგიას სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს და მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს.


ბატონო მამუკა, მინდა იცოდეთ, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელები აცხადებენ, რომ საქართველოში წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის სისტემური გარდაქმნა. ეს ნამდვილად არის წარმატება. თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი, რომელსაც 2020-2021 წლის სტარტეგია ითვალისწინებს. ასე, რომ ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას იმ 40 ათასი ფერმერს, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების დანერგვში, ახალი კულტურების მოშენებისა და ახალი ჯიშების გამრავლების პროცესშია ჩართული", - განაცხადა "პირველთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.


 


პრეზიდენტი ფრანგული ასოციაციის "Mosaïque Nomade" წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ასოციაციის "Mosaïque Nomade" წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საფრანგეთში, კურორტ აბასთუმანში მოზაიკური პანოს გადასარჩენად, შეიქმნა.

გიგა ბუკია: 2016 წელს ოპოზიციას რომ მხარი დაეჭირა, იმ ვარიანტისთვის, რასაც უმრავლესობა გთავაზობდით, დღეს ეს განხილვა არ შედგებოდა

გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტი განსახილველად მამუკა კაციტაძემ გამოიტანა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვით მიმართა.

გია გაჩეჩილაძე: საარჩევნო რეფორმა იძლევა საშუალებას ერთჯერადად ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს განიხილავენ მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციის პროექტი ჩააგდო

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული და 200 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო.

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიის მუზეუმი ამოქმედდა.

გიორგი კახიანი მამუკა კაციტაძეს: შეგიძლიათ დაასახელოთ პარტიები, რომლებიც ბლოკების გაერთიანების შემთხვევაში 5-7 პროცენტიან ბარიერს გადალახავს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ოპოზიციის ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

 

ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

94 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

პაატა მხეიძე მამუკა კაციტაძეს: ხომ არ ასხამს თქვენი პრინციპული პოზიცია ბარიერთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა მხეიძემ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ კითხვით მიმართა.

ლარი 0.15 თეთრით გამყარდა

12 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9618 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.
 

კარლო კოპალიანი: დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს, რაზეც ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ოპოზიციის საინიციატივოს  წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ კითხვით მიმართა.

 

ირაკლი ბერაია: მესმის, რომ პარტიების განვითარებისთვის შესაძლებელია ბლოკები იყოს სასარგებლო

ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მამუკა კაციტაძეს კითხვით მიმართა.

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ.

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო

თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო.

კობა ლურსმანაშვილი: ნულოვანი ბარიერი პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას ემსახურება

"ქართული ოცნების" წევრმა კობა ლურსმანაშვილმა მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც ამომრჩეველის ინიციატივით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის განხილვა მიმდინარეობს, კითხვით მიმართა.

მდინარაძე ოპოზიციას: ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!

"ვის ეშინია თქვენი, რისი გამკეთებლები ხართ?!", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და საელჩოს ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

ლილოში მცხოვრებ 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა

თბილისის მერი კახა კალაძე დიდ ლილოში იმყოფებოდა, სადაც 23 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. სამგორის რაიონში მცხოვრებმა 23-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.

 

სულხან მახათაძე: ბლოკების შექმნა ხომ არ არის პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობა?

"თქვენ ახსენეთ, რომ ბლოკები ეს არის თანამშრომლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე გეკითხებით, ხომ არ არის ეს ამავდროულად პარტიებისთვის ფინანსური მანიპულირების შესაძლებლობაც?"

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება მოხდეს

"ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბლოკების თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 12 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.