საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა რეკორდულ 8 მილიონს გადააჭარბა

2019 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში  პირველად  ისტორიულ მაქსიმუმს, 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა.   ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება.


საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ  665 055 შეადგინა, რაც 8.8%-ით მეტია 2018 წლის  მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 438 805-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება.


საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ - 4 429 601 (ზრდა 6%).


2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 118 252 საერთაშორისო  ვიზიტი შედგა, რაც 21 114 ვიზიტით ანუ 15.2%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 79 477 შეადგინა, რაც 28 170 ვიზიტით ანუ 26.2%-ით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


რაც შეეხება 2019 წლის 10 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობამ  1 324 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 533 შეადგინა ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.


მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში, ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა და ძლიერდება.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა. 


კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უზბეკეთში, ყაზახეთში და სხვ. - იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი  ინტერესი მაღალია და ტურისტები გამოირჩევიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშავა, რათა ერთი ბაზრიდან მიღებული დანაკარგი მაქსიმალურად შევსებულიყო სხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდით.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს კამპანიებს ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში.


საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება  National Geographic-სა და  Google-ზე.


CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia”  დამზადდა.


სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინპლათფორმებით. პარალელურად, ვმასპინძლობთ მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს.


დეტალური სტატისტიკა


ევროკავშირის ქვეყნები:


·         ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:


·         ყაზახეთი +139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი +56.9%, საუდის არაბეთი +44.9% და სხვა.


ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი:


·         სომხეთი (+12.7%), აზერბაიჯანი (+7.7%), რუსეთი (-15.2%) და თურქეთი (+16.9%) განხორციელდა.


შემოსავალი ტურიზმიდან


წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-ოქტომბრში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.8 მილიარდ დოლარს (ზრდა +0.9%), რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


წინასწარი მონაცემებით 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 267 მილიონ დოლარს (ზრად +5.2%), რაც 13 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის ოფიციალური მონაცემებით II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 877 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


2019 წლის  ოფიციალური მონაცემებით I-II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მლრდ. აშშ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.


თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლმ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი გახარია - ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონი ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.

გიორგი გახარია - ციტრუსის ფასებსა და რეალიზაციაზე არ არსებობს პრობლემა - აჭარელი გლეხი კმაყოფილია

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

გიორგი გახარია: რაც უფრო მეტი კალაძინსაირი პოლიტიკოსი გვეყოლება გუნდში "ქართული ოცნება" მით უფრო კარგად იმუშავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერის საუკეთესო პოლიტიკოს უწოდებს. 

ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი ჩაიძირა

ქობულეთში ქაფშიით დატვირთული სეინერი ჩაიძირა. გემზე მყოფი მეთევზის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  

საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში" გაიმართა.

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების დაარსებით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.