ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას: ხალხის ძალა არის თქვენს წინააღმდეგ, ხალხის ძალა არის „ქართული ოცნების“ მხარეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, მამუკა კაციტაძეს პლენარულ სხდომაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვისას კითხვით მიმართა.

შევეცდები, წარმოგიდგინოთ ჩვენი პროექტის უპირატესობები იმ პროექტთან შედარებით, რომელიც იყო წარმოდგენილი მამუკა კაციტაძის მიერ. მანამდე, რამდენიმე პოლიტიკურ საკითხს შევეხები. ჯერ, თურმე, ჩაგდებას ვაპირებდით ამ პროექტის, მერე, თურმე, კი არ ვაგდებდით, დამადლება გვინდოდა და ამიტომ რაღაც ხდებოდა. ჯერ გაერკვიეთ რაში და როგორ იყო საქმე და ამის შემდეგ დაგვაბრალეთ რამე, თუ გინდათ რაიმეს დაბრალება. რაც შეეხება იმ განსხვავებებს, რომელიც არის პროექტებს შორის. ორი ძირითადი განსხვავებაა, ერთი უკავშირდება საარჩევნო ბლოკებს და მეორე უკავშირდება საარჩევნო ბარიერს. ბლოკებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი არგუმენტები.


ჩვენ ვიცით, რომ ბლოკები საკმაოდ უარყოფითად გამოიყენებოდა, როგორც ნეგატიური ინსტრუმენტი ქართულ პოლიტიკაში გასული წლების განმავლობაში და ბლოკები იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას, პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას. რეალურად, განვითარებულ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკური პროცესის ექსკლუზიური სუბიექტი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როგორც ეს არის განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებში.


თქვენ თუ ნახავთ დასავლურ ევროპულ გამოცდილებას, ყველგან ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან პარტიები და არსად არ გვხვდება ბლოკების პრეცენდენტი. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოშიც დავნერგოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. მე დაახლოებით, ათი წლის წინ ვამბობდი, რომ თუ ძალაში დარჩებოდა ბლოკის ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში, კიდევ დიდი ხნით გადავადდებოდა საქართველოში პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია და რასაც ვამბობდი ათი წლის წინ, ერთი ერთში ახდა. იგივე პროგნოზი შეგვიძლია, გავაკეთოთ შემდეგი ათი წლისთვისაც, თუ დარჩება ძალაში ბლოკის ინსტიტუტი.


ძალიან მარტივი და ცხადია აქ ყველაფერი. დეტალებში ვერ შევალ დროის სიმცირის გამო, მაგრამ ბლოკები, რეალურად, ხელს უშლის ქართული პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის გაუქმება იმისთვის, რომ არ შეფერხდეს პარტიული სისტემის განვითარება. გარდა ამისა, არის მთელი რიგი უარყოფითი ასპექტები, რომელიც დაკავშირებულია ბლოკის ინსტიტუტთან. ეს არის დაფინანსება. არა ერთი კითხვა დაისვა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად გამოიყენება ბლოკის ინსტიტუტი მანიპულაციებისთვის იმისთვის, რომ ფიქტიურმა პარტიებმა, აქ არ არის საუბარი მცირე პარტიებზე ან მეტნაკლებად დიდი გავლენის მქონე პარტიებზე, აქ საუბარია ფიქტიურ პარტიებზე, იმისთვის, რომ ფიქტიურმა პარტიებმა მოიპოვონ დაფინანსება, ამისთვის გამოიყენება ბლოკის ინსტიტუტი, მანიპულაციებისთვის და მეც მაქვს ეს მონაცემები, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი მიიღო თერთმეტმა ფიქტიურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში გასულ წელს.


ეს არის ჩვენი გადამხდელების მიერ გადახდილი 10 მილიონი ლარი, რომელიც გაიფანტა, გაიფლანგა გასულ წელს ამ ფიქტიური პარტიების სასარგებლოდ. რეალურად, აქ იყო შემოთავაზება, რომ კი ბატონო, მანიპულაცია ცუდია, მაგრამ კანონის დონეზე მოხსენით ეს მექანიზმი. ვერ მოხერხდება ეს, კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, სამწუხაროდ, ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ მათ იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზღუდავს ამ მანიპულაციის მექანიზმის კანონიდან ამოღების შესაძლებლობას. ანუ, რჩება დაფინანსების მექანიზმი, არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა ფიქტიური პარტია იღებს მილიონიან ან ნახევარ მილიონიან დაფინანსებას და ასე შემდეგ. ჯამში, არის წელიწადში 10 მილიონ ლარზე საუბარი, რაც ძალიან ბევრია.


მეორე - ეს არის უფასო საეთერო დრო, რასაც მანიპულაციის ხარჯზე იღებენ ფიქტიური პოლიტიკური პარტიები. საპრეზიდენტო არჩევნების დროს 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა ფიქტიური პარტიების მიერ მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებამ. ესეც არის, საბოლოო ჯამში, ჩვენი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი ფული, ეს არის მედიასაშუალებებისთვის შეზღუდული საეთერო დრო და ასე შემდეგ. რატომ უნდა მივცეთ ჭარბი, დაუმსახურებელი ფული და უფასო საეთერო დრო იმ ფიქტიურ პარტიებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ.


და მესამე - ძალიან მნიშვნელოვანია პიარული ასპექტი ამ ყველაფერში. ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ოპოზიცია გვიპირისპირდება ხოლმე, გახსოვთ თქვენ, რომ ისინი საუბრობენ 20 პარტიაზე, 25 პარტიაზე, 30 პარტიაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდის 30, 40 პარტია, ხანდახან, ეს პროექტიც არის ე.წ. 20 პარტიის მიერ წარმოდგენილი, რაც არის ფიქცია. მესამე მანიპულაცია, რასაც იყენებენ ბლოკების მეშვეობით, ჩვენი ოპონენტები, ეს არის პიარული მანიპულაცია. ისინი ცდილობენ, გააბევრონ ხელოვნურად ის, რაც არის ცოტა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში რეალურად, დე ფაქტო არის 5-6 პარტია და ისინი გვესაუბრებიან 20, 25, 30 პარტიაზე, რაც არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა.


კითხვა დაისვა ჩვენ რატომ არ შევცვალეთ ეს - იყო სუბიექტური ინტერესები, მათ შორის, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში. იქ იყო სუბიექტური ინტერესი მთელ რიგ პარტიებში, მათ შორის, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ პარტიებში, რომ არ შეცვლილიყო და ვერ მოხერხდა. მაშინაც იყო ინიციატივა, რომ ბლოკები გაუქმებულიყო, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა და მათ შორის, ვერ მოხერხდა იმიტომაც, რომ ბლოკის ინსტიტუტი გამყარებულია, არსებითად, კონსტიტუციის დონეზე. მაშინ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და სამი წელი ისე იმუშავა ამ საკონსტიტუციო კომისიამ, რომ რეალურად, არანაირი პროდუქტი არ დაუდია და არავის არ დაუდანაშაულებია, მათ შორის, არც მაშინდელი კომისიის ხელმძღვანელი პასიურობაში და მუშაობის ჩაგდებაში. ამიტომ, ვერ მოხერხდა, რეალურად ბლოკების გაუქმება, თორემ 2012 წელსაც რომ გაუქმებულიყო, ეს იქნებოდა ძალიან კარგი.


რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ დღესაც წერია სამპროცენტიანი ბარიერი და ბლოკები გარდამავალ დებულებებში. ეს იმიტომ წერია, რომ თავის დროზე კომპრომისი იყო განხორციელებული, თორემ, ჩვენ რაც მოგვწონს, ის წერია კონსტიტუციის ძირითად დებულებებში. ეს არის ბლოკების გარეშე არჩევნები და ეს არის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაზე მეტად, ჩვენი პარტიული სისტემის და პოლიტიკური სისტემის სტაბილურ განვითარებას წაადგება, რა თქმა უნდა, ხუთპროცენტიანი ბარიერი ბლოკების გარეშე. მთელი რიგი ნაკლოვანებები აქვს პროპორციულ სისტემას, ამაზე მეცნიერები საუბრობენ და იმისთვის, რომ ეს ნაკლოვანებები იყოს დაბალანსებული, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია სათანადო ხუთპროცენტიანი ბარიერის არსებობა და საჭიროა ის, რომ ბლოკის ინსტიტუტი სხვადასხვა მიზეზის გამო, იყოს გაუქმებული.


მოკლევადიან პერსპექტივაში ნულოვანი ბარიერი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. მიზეზებში და დეტალებში მე აღარ შევალ, და სამპროცენტიანი ბარიერი ამ მოტივაციას მთლიანად ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალაში უნდა დავტოვოთ ჩვენი შეთავაზება ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე, საზოგადოების დაკვეთა ყოფილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა და ვეღარ გაბედეს იმის თქმა, რომ „ნაცმოძრაობით“ ხელისუფლების შეცვლა არის საზოგადოების დაკვეთა. ამას, ბუნებრივია, თქვენ ვერ ეღირსებით. ნულოვანი ბარიერით, პროპორციული არჩევნებით, სათანადო პასუხს გაგცემთ თქვენ მოსახლეობა. რაც შეეხება იმას - აქ ტყუილი ითქვა, არასდროს არ აგიღიათ 50 %-ზე მეტიო. არაერთი შემთხვევა იყო, მაგალითად, თქვენთვის ავად გასახსენებელი 2012 წელი, 2013 წელი, 2017 წელი, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ, მაგალითად, ბოლოს, 56 % -ის აღება.


აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თუნდაც, 60%-იანი მაჩვენებელი, საკმაოდ რეალურია და ამაზე ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ერთ-ერთი მიზანი არის, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩაბარდეს წარსულს და ეს უნდა მოხერხდეს შემდეგი არჩევნების საფუძველზე. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ჩვენ გვპირდებოდნენ მილიონი ხელმოწერის შეგროვებას. თქვენ გახსოვთ არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეგროვდებოდა მილიონი ხელმოწერა და ამით გახდებოდა „ქართული ოცნება“ იძულებული, რომ გადასულიყო პროპორციულ არჩევნებზე, წარმოადგინეს 250 ათასი ხელმოწერა ისე, რომ არც შერცხვათ. მე, მაგალითად, შემრცხვებოდა. რომ იქადნები, რომ უნდა მოგიტანო მილიონი ხელმოწერა რამდენიმე თვეში, 250 ათასი ხელმოწერის წარმოდგენა მე შემრცხვებოდა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ძალა აბსოლუტურად უუნაროა, უუნაროა იმიტომ, რომ მის უკან არ დგას ხალხის ძალა. ხალხის ძალა დგას იქ, სადაც არის ხელისუფლება დღეს. ეს არის „ქართული ოცნება“ და ამას კიდევ ერთხელ დაგანახებთ 2020 წელს. ეს 250 ათასი ხელმოწერაც, კარგად ვიცით, როგორ გროვდება.


თავის დროზე თქვენ გახსოვთ, მთელი სკანდალი ატყდა, როდესაც ზოგიერთი ყოფილი ოცნების პრემიერის ხელმოწერებიც კი დაფიქსირდა ხელმოწერებშიც. ანუ, ეს 250 ათასი ხელმოწერაც კი ვერ იქნა მოგროვებული პრაქტიკულად ჩვენი ოპონენტების მიერ. აქედან გამომდინარე, სანამ მუშტების ბრახუნზე გადახვალთ, მანამდე კარგად ჩახედეთ ხალხს თვალებში და ნახავთ, რომ ხალხის ძალა არის არა თქვენს მხარეს, არამედ, ხალხის ძალა არის თქვენს წინააღმდეგ, ხალხის ძალა არის „ქართული ოცნების“ მხარეს და ამას ძალიან კარგად დაინახავთ 2020 წლის არჩევნებში.


ლენტეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქელეშბი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საფრანგეთში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი მიმდინარეობს

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი დაიწყო. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

 

კახა კალაძე: ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისის გაცილებით უკეთესი იყოს

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ვაკეში, გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს 12:30 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

"წინანდლის პრემიის" ლაურეატები 10 დეკემბერს გამოვლინდებიან

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 10 დეკემბერს 19:00 საათზე "წინანდლის პრემიის" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შიშები გვაქვს

"შიშები გვაქვს იმასთან დაკავშირებით როგორი იქნება ექიმ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ 10 წლის კესარიას ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან.

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ძალიან მძიმე და მტკივნეულია 

„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან, კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპატრიარქო: დავით გარეჯში შემავალი "უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონასტერთა საკითხი გადაუჭრელი რჩება 

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება.

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.

Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

როგორ პორტალი M2B წერს საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან, სავარაუდოდ, $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.

 
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.

10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნება

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მეგზევის დღე აღინიშნება.

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს, თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.