ირაკლი კობახიძე: 9-წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული“.

 


ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ისაუბრა და კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.


„მე ვარ პროპორციული სისტემის მომხრე და არაერთხელ მისაუბრია ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ამას აქვს ასევე ერთი ძალიან საინტერესო მიზეზი: ეს არის, კიდევ ერთხელ, 9 წლიანი რეჟიმი. რომ არა ის სისტემა, რომელიც მაშინ იყო ჩამოყალიბებული, მახინჯი კონსტიტუციური სისტემა, თავისი საარჩევნო სისტემით, ეს მახინჯი სისტემა ვერ ჩამოყალიბდებოდა. შეგვიძლია, ვისაუბროთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელში ის არ განმეორდება, რაც იყო ნაცმოძრაობის ხელში და არავითარ შემთხვევაში არ განმეორდება, მაგრამ კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.


შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავუტოვოთ ხალხს ისეთი სისტემა, რომელიც ისეთ სისხლიან რეჟიმს გამორიცხავს გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც 9 წლის მანძილზე იყო ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ ვარ მე პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე, ვრჩები ამ სისტემის მომხრედ, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც არის დაკავშირებული პროპორციულ სისტემასთან. რა თქმა უნდა, რისკებიც მაქვს გააზრებული და ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.


რა თქმა უნდა, არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელსაც არ აქვს პლიუსები და მინუსები და ასეთია, ბუნებრივია, პროპორციული საარჩევნო სისტემაც, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ 9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ საბოლოო ჯამში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ჩემი დამოკიდებულება საკითხისადმი და მინდა, რომ ეს დამოკიდებულება თქვენც გაგიზიაროთ. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს. პირველი შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა კავშირშია პროპორციული სისტემა პარტიული სისტემის განვითარებასთან. კავშირი, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი.


იქ, სადაც არ არის ჩამოყალიბებული და განვითარებული პარტიული სისტემა, იქ აქვს მეტი საფრთხე, ბუნებრივია, ქვეყანას პროპორციული სისტემის პირობებში. ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს რისკი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩენილი, ვიდრე, დავუშვათ, გერმანიაში, თუმცა, იქაც კი ჩნდება პრობლემები. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიაშიც კი, 20 %-ზე მეტი, 30 %-მდე აიღეს ანტი სისტემურმა პარტიებმა და იქაც კი, გვერდზე ვეჯექი გერმანიის პრეზიდენტს, რომელმაც აღნიშნა შეხვედრის დროს, პროპორციული სისტემა გერმანიას უქმნის უკვე საფრთხეს, იქ, სადაც პარტიული სისტემა არის სერიოზულად განვითარებული, გამომდინარე ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან.


ეს არის დისკუსია, რომელშიც ძალიან დიდხანს შემიძლია შევიდე და ვისაუბრო, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის პლიუსებიც, არის მინუსებიც. ჩვენს პირობებში, რისკი მეტი აქვს პროპორციულ სისტემას, ვიდრე გერმანიაში, ჰოლანდიაში და დანიაში, თუმცა, ვფიქრობ, რომ გვაქვს იმის რესურსი, რომ თუნდაც, 2020 წლიდან შევძლოთ პროპორციული სისტემის პირობებში, სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. ამის ერთ-ერთი გარანტი უნდა იყოს ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგი.


„ჩვენში“ ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“. „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ არჩევნებში უნდა დადოს ის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პოლიტიკური სისტემის სტაბილურ განვითარებას და მერე, არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამბიციაა, მნიშვნელოვნად ავცდეთ 50 %-ს. ეს არის ჩვენი ამბიცია. თუ ამ შედეგს დავდებთ და ჩვენ შეგვიძლია ამ შედეგის დადება, სხვადასხვა საფუძველი მალაპარაკებს ამას, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება გარანტირებულად ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება.


რაც შეეხება თვითმმართველობასთან კავშირს. რა თქმა უნდა, თვითმმართველობასთანაც არის დაკავშირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა. იქ, სადაც ძლიერია ადგილობრივი  თვითმმართველობა, ბუნებრივია, ნაკლებია ინტერესი, რომ რეგიონების ხმა, ასე ვთქვათ, იყოს უფრო ხმამაღლა წარმოდგენილი ქვეყნის პარლამენტში. ამ შემთხვევაშიც, მე შემიძლია გითხრათ, რომ მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელმაც უნდა განავითაროს ადგილობრივი თვითმმართველობა, ეს არის საშუალო ვადიანი დოკუმენტი, თუ არ ვცდები, 2024 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული შესაბამისი მიზნები, თუ 2025 წლისთვის.


აქ არის საუბარი ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და სათანადო  მაჩვენებლის მიღწევაზე. როგორც კი ჩვენ ამ ნიშნულს მივაღწევთ 2025 წლისთვის, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ევროპული სტანდარტის თვითმმართველობა და აქ საერთოდ დასრულდება საუბარი იმაზე, რომ მაჟორიტარის ჩარევა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადგილობრივი პრობლემები გადაიჭრას.  ჩემს წიგნზეც იყო საუბარი, ბუნებრივია, შედარებით სუსტი კავშირი მოსახლეობასთან - ეს არის პროპორციული სისტემის ერთ-ერთი ნაკლოვანება. მე დამიკავშირდა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო მაჟორიტარული სისტემის და ასეთი რაღაც მითხრა, რომ ახლა ეს მაჟორიტარული სისტემა რომ უქმდება, ბიუროებს რა ვუყოთო.


სად იქნება კავშირი მოსახლეობასთანო და მასაც გავუზიარე ჩემი დამოკიდებულება. ანუ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული ნაკლოვანება. აღარ იქნება დეპუტატის ბიუროები და არის იმის რისკი, რომ შემცირდეს კავშირი მოსახლეობასთან, თუმცა, აქ არის, რა თქმა უნდა, პარტიების პასუხისმგებლობა. პარტიები სათანადო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ სიის ფორმირებას, და თუ ისინი ამ პასუხისმგებლობით შეიმუშავებენ სიას, ამ შემთხვევაში, ეს სუსტი კავშირის პრობლემაც დიდწილად უნდა გადაიჭრას.


შემდეგი კითხვა ეხებოდა სტაბილურობას, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას. ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე. რა თქმა უნდა, არის, ბევრად მეტი რისკი. რა თქმა უნდა, იქ, სადაც არის პროპორციული სისტემა, მეტი რისკები არსებობს სტაბილურობის კუთხით და სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბების კუთხით და ამის არაერთი მაგალითია მოყვანილი იგივე სახელმძღვანელოში.


მაგალითად, ნიდერლანდებსაც კი, სადაც არის ჩამოყალიბებული განვითარებული პარტიული სისტემა, 225 დღე, ეს არის შვიდ თვიანი პერიოდი, დასჭირდა იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოეყალიბებინა. ისრაელი არის უახლესი მაგალითი, სადაც მესამე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს იმისთვის, რომ შეიქმნას მთავრობა. წარმოიდგინეთ საქართველოში ზედიზედ სამი არჩევნების ჩატარება რომ მოგვიწიოს ასეთ მოწყვლად გარემოში. გერმანიაში იყო სერიოზული კრიზისი.


თვეების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა მთავრობა. ბუნებრივია, ეს რისკები არსებობს ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა, აქ არის პარტიების პასუხისმგებლობა. პარტიები თუ სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგებიან თავიანთ საქმეს, თუ საქართველოში განვითარდება პოლიტიკური კულტურა, თუ განხორციელდება ის, რასაც ჰქვია პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია, მაშინ ეს რისკები მინიმუმამდე შემცირდება. სრულად ამ რისკების განეიტრალება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. გერმანიის, ნიდერლანდების, ისრაელის და სხვა ქვეყნების მაგალითები ამას აჩვენებს, თუმცა, მაქსიმალურად შემცირდება ამ რისკების დატვირთვა.


რაც შეეხება სხვა ნაკლოვანებებს. ეს არის კლასიკა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ერთი, რომ შეიძლება სამთავრობო კოალიციების ფორმირება ანუ სტაბილურობის კუთხით არის რისკები. აქ ვსაუბრობ მარტო ნეგატიურ მხარეებზე. როგორც უკვე მიგვანიშნეს, პოზიტიური მხარეებიც აქვს პროპორციულ სისტემას და ძალიან ბევრი ანუ არ არის ისე, რომ მხოლოდ ნეგატიურზე ვსაუბრობ. პროგრამულ - იდეოლოგიური აღრევა შეიძლება გამოიწვის ამან, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ შეიძლება ჩამოყალიბდეს კოალიცია ისეთ პარტიებს შორის, რომლებიც ერთი არის მემარჯვენ, ერთი მემარცხენე, ერთი არის პროდასავლური, ერთი პრორუსული, ნახეთ თქვენ. მოლდოვაში ჩამოყალიბდა პროდასავლურ- პრორუსული კოალიცია და რითაც დაამთავრა დღეს ძალიან კარგად ვიხილეთ. ეს არის მეორე რისკი.


ეს არის თეორიული ჩამონათვალი რისი პრაქტიკული მაგალითები არის წარმოდგენილი არაერთ ევროპულ ქვეყანაში. მესამე არის ის, რომ მცირე პარტიებმა შეიძლება მოიპოვონ არაპროპორციულად დიდი ძალა ამ შემთხვევაში. თეორიულად წარმოვიდგინოთ რომ ქართულმა ოცნებამ აიღო მანდატების 49%, არ თქვათ, რომ ერთხელ 45%  ვახსენე და გიგა ბოკერიამ თქვა, რომ აღიარებით ჩვენება მიუციაო, თითქოს 45%-ზე გვაქვს გათვლილი. დემაგოგიასაც თავისი ზღვარი აქვს.


თეორიულად დავუშვათ, რომ 75 მანდატები მივიღეთ და გვჭირდება ერთი მანდატის დამატება და არის ერთი მანდატით პოლიტიკური პარტია და შემოდის კოალიციაში და სანაცვლოდ ვუთმობთ მინისტრის პორტფელს. ასეთი რამ ხშირად ხდება განვითარებულ ქვეყნებში ანუ შეიძლება იყო 1%-იანი პარტია, რომელიც მთელ დარგს მართავს ქვეყანაში, ანუ ასეთი რისკები ბუნებრივია არის დამახასიათებელი. შემდეგი არის ის, რომ  ანტი სისტემურმა პარტიებმა შეიძლება მიიღონ მეტი შანსი, რომ თავი დაიმკვიდრონ და შემდეგ პოზიციები გაიმყარონ ქვეყნის პოლიტიკაში, პარტიულ სისტემაში.


რა თქმა უნდა, ეს რისკი არსებობს, რაც უფრო დაბალია ბარიერი პროპორციული სისტემის პირობებში, არის დიდი შანსი და რისკი იმისა, რომ ექსტრემისტული პარტიები შემოვიდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს რისკი ბუნებრივია არსებობს, თუმცა ექსტრემისტული ძალები პარლამენტში ჩვენ ისედაც არ გვაკლია. თქვენ გახსოვთ, რომ ექვსი თვის წინ პარლამენტში შემოჭრას ცდილობდნენ ზოგიერთი საპარლამენტო პარტიის წარმომადგენელები.


ექსტრემიზმი დღესაც არ გვაკლია. ეს რისკები, ბუნებრივია უნდა შემცირდეს, თუმცა რისკი რისკად  ბუნებრივია რჩება. და ბოლოს, შედარებით სუსტი კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩევლებს შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის აბსოლუტური კლასიკა. ეს ხუთი რისკი, ხუთი ნაკლოვანება, რომელიც აქვს პროპორციულ სისტემას არის ჩვეულებრივ კლასიკა. რაზეც საუბარია ნებისმიერ სახელმძღვანელოში. ეს რისკები ბუნებრივია რისკებად რჩება, თუმცა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ეს რისკები გავანეიტრალოთ და ვიმოქმედოთ ისე, რომ თან გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და თან საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.


ერთია ნეგატიური მხარეები, მეორე პოზიტიური მხარეები, ყველაფერზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ამის საფუძველზე მოგიწოდებთ საბოლოო ჯამში  პროექტის მხარდაჭერისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 


ლენტეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქელეშბი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ხვალ, 10 დეკემბერს ჯივიპი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საფრანგეთში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი მიმდინარეობს

პარიზში "ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი დაიწყო. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი საქართველოში პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური კრიზისის შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.

ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

 

კახა კალაძე: ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისის გაცილებით უკეთესი იყოს

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ვაკეში, გაეროს ოფისთან 10 დეკემბერს 12:30 საათზე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

"წინანდლის პრემიის" ლაურეატები 10 დეკემბერს გამოვლინდებიან

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 10 დეკემბერს 19:00 საათზე "წინანდლის პრემიის" ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქმედუნარიანი

„ჩვენ ვხედავთ, რომ უზენაესს სასამართლოში ყველა ადგილი ვერ შეივსება, თუმცა ჩვენი ამოცანა მაინც არის ის, რომ საუკეთესო კანდიდატურები შევარჩიოთ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ იმისათვის, რომ იყოს სასამართლო იყოს ქმედუნარიანი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შიშები გვაქვს

"შიშები გვაქვს იმასთან დაკავშირებით როგორი იქნება ექიმ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ 10 წლის კესარიას ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან.

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ძალიან მძიმე და მტკივნეულია 

„ყველა შესაძლო არხი ჩართულია ოსურ და რუსულ მხარეებთან, კერძო პირებით დაწყებული, რუსეთის ფედერაციასთან ყველა ოფიციალურ დონეზე  კომუნიკაციით დასრულებული“ - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა.

საპატრიარქო: დავით გარეჯში შემავალი "უდაბნოსა" და "ჩიჩხიტურის" მონასტერთა საკითხი გადაუჭრელი რჩება 

საპატრიარქო დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება.

მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

WADA სრულად აკონტროლებს სპორტულ ღონისძიებებზე დოპინგთან დაკავშირებულ საკითხებს და სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელსაც შემდგომ მსოფლიო სპორტული ორგანიზაციები ითვალისწინებენ.

Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

როგორ პორტალი M2B წერს საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან, სავარაუდოდ, $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს.

 
ლევან გოგიჩაიშვილი დადებითად აფასებს „ევროპაბეთის“ თვითრეგულირებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის თანაავტორია, მიიჩნევს, რომ თვითრეგულირების პრეცედენტით ბიზნეს სექტორმა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სახელმწიფომ.

თამარ ჯაფარიძე Europabet-ის სოციალურ კამპანიაზე: ეს არის ტემპერატურის დასაწევად დაწყებული პროექტი

საზოგადოებრივი მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე „ევროპაბეთის“ მიერ სოციალური პროექტის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წამოწყებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად ეს ნაბიჯი დაგვიანებული და არასაკმარისია.

10 დეკემბერს მეგზევის დღე აღინიშნება

10 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, მეგზევის დღე აღინიშნება.

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს, თბილისის რამდენიმე უბანს  ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს.