საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურების დაინერგება.

სერვისის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აგრეთვე გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა პროექტი, რომლის პირველი ეტაპი - „საჭიროებების კვლევა“ დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი  მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ვაჭრობის სფეროს ინტეგრაცია საერთო ევროპულ ერთი ფანჯრის სისტემაში, რომელში ჩართვაც საქართველოს მოუტანს სტრატეგიულ უპირატესობას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

პროექტის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას პორტებში და ასევე, საქართველოს ნავსადგურებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმონ ტვირთნაკადები რეგულარული მიმოსვლის გემებისათვის ტვირთების კატეგორიებისა და მოცულობის მიხედვით.

პრეზენტაციის დროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს  ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას უმოკლეს ვადაში იქნეს მიღწეული შედეგები. მისი თქმით, პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას.

პროექტმა შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის „MSC Georgia“ - ს მმართველმა დირექტორმა ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს, რადგან ის შეამცირებს დამატებით სამუშაო საათებს, რასაც ახლა ვხარჯავთ სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტან-მოტანაზე საბაჟოსა და სხვა ორგანიზაციებში. პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, ფაქტობრივად, დავზოგოთ დრო და რესურსი და მეტი დრო ბიზნესის კეთებას მოვანდომოთ,“- განაცხადა ბიზნესმენმა.

 
 

 
 
 


ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნატახტარში წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. 

 
ნათია თურნავა: ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა

„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა.

ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ.

ცოტნე ზურაბიანი: უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები

„უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან იყო უსუსური მცდელობა, მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ ევროპარლამენტარები. ეს არახალია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ესაა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ წლების განმავლობაში და არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია. ახლაც ანალოგიური მეთოდებით ეცადნენ, რომ დეზინფორმაციის საშუალებით გარკვეული აზრი შეექმნათ, მაგრამ როგორც ბევრჯერ, ისე ახლაც, აბსოლუტურად წარუმატებელი იყო მათი მცდელობა“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი: რატომღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით

„ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და კავკასიის მეცნიერებების შემსწავლელი საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.

ცოტნე ზურაბიანი: ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, მხარდაჭერა და განწყობა ცალსახად ჩანს იმ რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში, რომელიც ევრონესტზე იქნა მიღებული

„ევროსტრუქტურების დამოკიდებულება, მხარდაჭერა, განწყობა, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების გზაზე, ცალსახად ჩანს იმ რეზოლუციებში და გადაწყვეტილებებში, რომელიც იქნა მიღებული. ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები არის მათი პირადი მოსაზრებები, ხშირად ნაკარნახევი იმ დეზინფორმაციით, რომლითაც საზრდოობს ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

ცოტნე ზურაბიანი: საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს

„საარჩევნო სისტემის უნივერსალური მოდელი, რომლითაც შეიძლება ყველამ იხელმძღვანელოს - არ არსებობს“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ცოტნე ზურაბიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDxTbilisi 2019 - თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEDxTbilisi 2019 დაკავშირებით 11 დეკემბერს, 12:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

ნათია თურნავა: ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება.

ბიზნესომბუდსმენი FDI-ს ზრდაზე: რეინვესტირების ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს

ეს ციფრები არის  მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13%,7-იან ზრდას.

  

მიხეილ დაუშვილი: მიდის კონსტრუქციული მსჯელობა რა ფორმით უნდა ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, რათა რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით წნეხად არ იქცეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნერგავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს სპეციფიკური ნარჩენებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას აცხადებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებზე მიღებას გამოაცხადებს.

მიხეილ დაუშვილი: აზარტულ და მომგებიან თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტს გაუგზავნა.

პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: არ არსებობდა არანაირი გარემოება, რომ საკითხი გადახედილიყო 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა დაუშვებლად ცნო, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა.

სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია - "რუსთავი 2"-ის საქმე არ გადაიხედება

2019 წლის 9 დეკემბერს 5 მოსამართლისგან შემდგარმა დიდი პალატის კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება 3 საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის მოთხოვნაზე უარის შესახებ. "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

დავით ზალკალიანმა მოლდოვის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან გეორგე ლეუკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

 

რუსთავში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

როგორც PIA.GE-ს საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ბალახს უკიდია.

არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე, ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

„2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს.

ბიზნესომბუდსმენი წიაღის სექტორის რეფორმაზე: ლიცენზიების გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს

"წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს და ბიუროკრატიულ პროცესს ეფექტურს ხდის", - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გამარტივდა .

სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ში“ სასწავლო პროცესი დაიწყო

9 დეკემბერს, 12 საათზე, სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალობებზე სასწავლო პროცესი დაიწყო.