თბილისის მერი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე: ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ  20 ივნისის მოვლენების განმეორება არ უნდა დაუშვას და ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. 

"გვახსოვს როგორ განვითარდა მოვლენები 20 ივნისს, გვახსოვს, ის უპასუხისმგებლო განცხადებებიც, რომლებიც კეთდებოდა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, ეს არ უნდა დავუშვათ. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და ეს უფლება უნდა იყოს დაცული", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გეგმავს და ისინი გუნდის შენარჩუნებას შეეცდებიან.


ამასთან კალაძე ამბობს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა დემოკრატიულია და 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი სურვილის მიხედვით ჩააბარონ ქვეყანა მათ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას. 


"ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ გუნდი შევინარჩუნოთ. ეს პირველ რიგში სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის სტაბილურობას. იქნება 2020 წელს არჩევნები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ გადაწყვეტილება ვის ჩააბარონ ქვეყანა. ასევე, მინდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ  არსებული საარჩევნო სისტემა არაა არადემოკრატოიული და ის არაერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს", - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.


დედაქალაის მთავარ გამზირზე, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ პარლამენტი, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონს არ მიიღებს.


პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უმრავლესობის პროექტი ჩააგდო.


გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი მის საცხოვრებელ სახლში წარუდგინა. 

პენტაგონის ხელმძღვანელი: ანკარა ნატო-ს ნელ-ნელა შორდება

ამერიკა თურქეთის რუსეთთან დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას განუცხადა.

მარჯანიშვილზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს. 

შვეიცარიის პრეზიდენტად სიმონეტა სომარუგა აირჩიეს

შვეიცარიის კონფედერაციის ორპალატიანმა პარლამენტმა 2020 წლისთვის პრეზიდენტის პოსტზე, ფედერალური საბჭოდან ერთხმად აირჩია სიმონეტა სომარუგა. 

გიორგი მარგველაშვილი: გადავწყვიტე შევქმნა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს არ აკრიტიკებენ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ აპირებს. 

გურამ ნიკოლაშვილი „რუსთავი-2-ის“ საქმეზე: დავის საგნის მთლიანად ამოწურვის დღეს, ჩვენ მივიღეთ ოპოზიციის, პარტიული მედიებისა და არასამთავრობო სექტორის სრული დუმილი

„სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელების სარჩელი არ ჩათვალა განხილვისთვის დასაშვებად. ამით ეს საქმე საბოლოოდ დასრულდა და 2019 წლის 18 ივლისის ვერდიქტი გახდა საბოლოო“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში.

ბიუჯეტის ფულის მითვისებისთვის ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ.

ლარი 1.93 თეთრით კიდევ გამყარდა

11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.93 თეთრი შეადგინა.

 

კახა კალაძე: 14 დეკემბრის აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს გასცდა და ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა

დედაქალაქის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს 14 დეკემბერს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველომ მთის საერთაშორისო დღე წელს მეორედ აღნიშნა. 

ლევან დავითაშვილი: ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ, მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ

„ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ“,-  ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

"წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის" - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, მაგრამ დაუღალავი შრომით, სწავლით მიაღწია იმას, რომ მას დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის დიზაინერი იცნობს.

"ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

შპს "ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche", მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას მართავენ.

დავით ზალკალიანი: დასახული მიზნების განსახორციელებლად ევროპული პერსპექტივა გვჭირდება 

ცნობილი ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გონივრულია, მისასალმებელია, კარგია – გამოხმაურებები „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიან თამაშზე“

სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ბოლო ორი დღეა, აქტიურად ეხმაურებიან „ევროპაბეთის“ ახალ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ და დადებითად აფასებენ კომპანიის ამ ინიციატივას.

დავით ზალკალიანმა მოსკოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში მოსკოვს მოუწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ. 

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა აღმართეს 

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

 

 
პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების გადაწყვეტილებით, კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული.

კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული თარგის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარედ არსებული თარგი გაამწვანა.

დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ

დამოუკიდებელი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა

საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $151 მლნ-ს (448 მლნ ლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.