საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საჭიროა მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.


"პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა  და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.


დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა: პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული. ვერც ერთ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია. პოლიტიკური ვითარებიდან,  საკუთარი ამბიციებიდან თუ საარჩევნო გათვლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტია  სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. საზოგადოება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ნაკლებადაა ჩართული და, შესაბამისად, გათვითცნობიერებულიც ნაკლებადაა. მას არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა აინტერესებს, და ასეც უნდა იყოს.


როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება  იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ  ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ  ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის  მცდელობისათვის",- ნათქვამია განცხადებაში.


პრეზიდენტის განცხადებით, "სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი".


"ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, - სწორედ  იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება.  ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, - მით უმეტეს, როცა ჩვენი ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია. თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას,  რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული. ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით. ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.


ამასთან, პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს.


"მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 


 

სოფლის მეურნეობის მინისტრი: ნარჩენების მართვის მიდგომებში ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დოკუმენტი დაკორექტირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს განათლების მინისტრმა ბერძნულ მხარესთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან.

თურქეთის მოქალაქისთვის მიწის გადაცემის სანაცვლოდ აღებული ქრთამის გამო თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება

ჭავჭავაძის გამზირზე თაქთაქიშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოები დაიწყო,
ასევე, მოირეცხა ტროტუარები.

რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით 8 დეკემბრის 22:00 სთ-დან 9 დეკემბრის 05:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 8 დეკემბრის 22:00 სთ-დან 9 დეკემბრის 05:00 სთ-მდე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე: მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ პარტნიორობა NDI და IRI-სთან

"მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI", - აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ელიოტ ენგელის განცხადებაშია აღნიშნული.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი: შეშფოთებული ვართ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას

"შეშფოთებული ვართ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას",- ამის შესახებ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროსაბჭომ რუსეთს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.

"საპარტნიორო ფონდი" "ვანრიკ აგროს" მიმართ არსებული მოთხოვნის გასხვისების აუქციონს აცხადებს

აუქციონის პირობების გაცნობა დღეიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS63868619, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 638686.


დიმიტრი ხუნდაძე: ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო

„ხალხში იმიტომ გავდივარ, რომ 200 000 ხმა მოვაგროვო და ხალხი დავარწმუნო, რომ ისინი არიან ჩვენი პირველწყარო“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

"დემოკრატიული მოძრაობა" : ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოსკოვში ყოფნის დროს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ბოდიში არ  მოუხდია. 

პროკურორი: მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სხვა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში

„მაგისტრი მოსამართლის წინაშე ნიკა გვარამია დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ, სხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. რაც შეეხება კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა დაკითხვა, ვინაიდან ამ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი საიდუმლო, შესაბამისად, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“ - ამის შესახებ პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნებს გაისადვე, იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას

„დღეს არსებობს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს გაისადვე. იმ სისტემით, რომელსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებაში ყოფნისას, შემდეგ კი არად დაგიდევდნენ საკომიტეტო თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“, რათა კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩენილიყო “ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“.

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს

ჩხოროწყუში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ სამართალდამცავს აირი დარსალიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუცია შენი ინტერპრეტირებით მოკლა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების მიზნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში პარტიული რესურსის გამოყენება არ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ნიკა გვარამია: სამართალდამცავი სისტემა გრიფი "საიდუმლოს" აბსურდულად იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარის" აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. 

ციხელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება პრიორიტეტული ამოცანა იყოს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების  კომიტეტში ხორვატიის წარმომადგენელს მარინა კუიუნძიჩსა და ევროკავშირის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ელჩ, სოფი ფრომ-ემესბერგს შეხვდა.

პარლამენტს უზენაესის მოსამართლედ ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წარედგინება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი აირჩია.

ოპოზიცია რეგიონებში აქციას 10 დღის განმავლობაში გამართავს 

რეგიონებში ოპოზიციის აქცია გაგრძელდება და ის 10 დღის განმავლობაში გაიმართება. 

მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.