გია ვოლსკი: პარლამენტის პიკეტირება გამოხატულებაა იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც აქციებს მართავენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისში შეკრებილმა უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. როგორც ვოლსკიმ "ოცნების" ოფისთან განაცხადა, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს.

რაც შეეხება დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას, ვოლსკი ამბობს, რომ სახელმწიფომ პარლამენტის პიკეტირება არ უნდა დაუშვას, ვინაიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა.


"სამართლებრივად პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება. 15 პარტიაა და მათი აქტივისტები არიან, არავის არ ვამცირებ, მაგრამ არის ძალინ დიდი ჯგუფი, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ. პარლამენტის პიკეტირება არის გამოხატულება, იმ ადამიანების პოლიტიკისა, რომლებიც მართავენ აქციებს. მათ უნდათ საზოგადოებას მიაღებინონ ისეთ ქმედებებში მონაწილეობა, რომელიც კანონს უპირისპირდება. ეს ადამიანები, ვინც აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე მოვლენებს, თუნდაც სამართლიანად, არის ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანების, რომლებიც სხვადასხვაგვარად ფიქრობენ. ის მიზანი, რაც ჰქონდა "ნაც მოძრაობას" ფაქტობრივად, განხორციელდა. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას მე აღარ გავიხსენებ რა პირობებში იყვნენ დაკავებულები წინა ხელისუფლების დროს. ყველასთვის გასაგებია, რომ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტში სიარულს მითუმეტეს, რომ ბიუჯეტი გვაქვს დასამტკიცებელი", - განაცხდა გია ვოლსკიმ. 



რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. 
აქციას სხვადასხვა ლოკაციებიდან უერთდებიან როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მათი მხარდამჭერები.


 

პასუხისმგებლიანი თამაში - ევროპაბეთის ახალი კამპანია

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: დაგვპირდნენ, რომ 2-3 დღეში გათავისუფლდებოდა, ეს მოლოდინი დღემდე გრძელდება 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან 1 თვე გავიდა.  

 
პანკისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ხეობაში რამდენიმე გვარის შეხვედრა გაიმართება

პანკისის ხეობაში რამდენიმე გვარის შეხვედრა დღეს, 15:00 ზე გაიმართება. შეხვედრის ინიციატორები, ხეობაში მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე ისაუბრებენ.

 
თამარ ბარკალაია: დასაქმების სააგენტოს სერვისები ხელმისაწვდომი იქნება 15 ტერიტორიულ ერთეულში. მათ შორის, 5 თბილისში, 10 რეგიონებში

შრომის ბაზრის პრიორიტეტებსა და ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხებზე ტელეკომპანია „იმედსა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკას“ ინტერვიუ მისცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ და დასაქმების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს 11 დეკემბერს უყრიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია წერს. 

ყაზბეგში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს, ოკუპანტი ელის, რომ საქართველო იყოს სუსტი და არასტაბილური

"ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს. ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ გავალთ ხალხში და მათ ხმას მოვისმენთ",- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე: უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ

"დღეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არის ერთი განწყობა - ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს ბრიფინგს გამართავს

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი დღეს 11:00 საათზე კლინიკა "მედიქლაბ ჯორჯიაში“  ბრიფინგს გამართავს.

არჩილ თალაკვაძე: პროცესი ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება

„მოლაპარაკებების თემა იცვლება - მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია

მეტროსადგურ "ახმეტელის თატრიდან" ვარკეთელის მიმართულებით მოძრაობა სრულად აღდგენილია. 

იტალიაში ზუგდიდის მერის ვიზიტი დასრულდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ტრაგედია თბილისში - სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვით და გარდაიცვალა ძმა კი, მოიწამლა

თბილისში ნაძალადევის რაიონში, სავარაუდოდ, გაზის გამონაბოლქვით და-ძმა მოიწამლა.

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული პრემია "საბას" 2019 წლის დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდი 4 საათს გარგრძელდა.

გიგა ბოკერია: სანამ შედეგი არ იქნება აქციები გაგრძელდება, ის იქნება მშვიდობიანი მაგრამ მწვავე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი დადგება მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემა გახდება პროპორციული ან წარმომადგენლობითი პროპორციის სახით.

ირაკლი კობახიძე - თუკი ეუთო/ოდირის პასუხი იქნება რომ 77 უდრის 150-ს, ჩვენ ვაღიარებთ მათ დასკვნას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრაზე, მრავალმადატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხის განხილვა გადაწყდა.

"მოლაპარაკების თემა იცვლება - განვიხილავთ მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს"

"მოლაპარაკების თემა იცვლება და შემდეგ ნაწილში განვიხილავთ არსებული შერეული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს", - ამის შესახებ საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი: ეს შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციიდ დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

"ქართულმა ოცნებამ" ითხოვა დრო რომ საკუთარი საბოლოო მოსაზრება ცაკლეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვან"

"დიპლომატიური კორპუსის მხრიდან, ჩვენი შეთავზებული წინადადების ცალკეული კომპონენტებით განხილვაზე მოხდა შეთავაზება" - ამის შესახებ "გიორგი ვაშაძე - ახალი საქართველო" პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.