ნათია თურნავა: თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით 

„დღეს ჩვენ თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში  საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგების კომენტირებისას.

ნათია თურნავა თურქეთის დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება - მინისტრი საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის თანათავმჯდომარე იყო და სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი - შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა - მისი აღდგენა 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა.


„სხდომა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ  და იმ შეთანხმების ფარგლებში, რაც შედგა ბატონ გახარიას და პრეზიდენტ ერდოღანს შორის შეხვედრის პროცესში. პრაქტიკულად, ორ კვირაში შევძელით ჩვენ და ჩვენმა თურქმა კოლეგებმა და შევიკრიბეთ, რომ გაგვევლო ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


დღესვე ხელი მოეწერა შერეული კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის  თანამშრომლობის გაღრმავებაზე მთელ რიგ საკითხებში. ნათია თურნავა მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხს გამოყოფს: „მართალია, დღეს თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთიდან იმპორტი 7-ჯერ ჭარბობს ქართული პროდუქციის ექსპორტს თურქულ ბაზარზე. და დღეს ჩვენ მივიღეთ დასტური და გადავდგით ნაბიჯები ჩვენი სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ, ეს შეეხება როგორც ტარიფებს, ასევე არასატარიფო ბარიერებს. ასევე შეეხება ჩვენს ცხოველურ ნაწარმს, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს, რომელიც, შესაძლებელი გახდება, მალე ვიხილოთ თურქულ ბაზარზე. გარდა ამისა, საუბარი არის ტექსტილის ინდუსტრიისთვის თურქეთთან ვაჭრობის გამარტივებაზე, რაც სექტორს საშუალებას მისცემს, უფრო უკეთ იყოს წარმოდგენილი, მათ შორის მესამე ქვეყნების - ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლმ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.