მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია იმედის პროგრამაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.


მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ოპოზიციის მიერ წამოწეული თემა ვინმეს გადაგდების შესახებ არაეთიკური და არასწორია. 


"ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია, ამიტომ გადაგდებაზე საუბარი არაეთიკური და არასწორია. ჩვენ გვქონდა შეთავაზება მოქალაქეების მიმართ, მაგრამ შემდეგ განვითარდა საპარლამენტო პროცესი, რომელმაც სხვა სახე მიიღო, მე მაქვს ჩემი მიზეზი რატომ არ დავუჭირე მხარი, მე არაერთხელ განვაცხადე ამ მიზეზების შესახებ",-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რატომ ემხრობა არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით ჩატარების იდეას.


„წარმოჩენა იმის, რომ რომელიმე სისტემა არის უფრო დემოკრატიული და რომელიმე სისტემა არის უვარგისი და არ შეესაბამება განვითარებას, არასწორია. სულ სამი სისტემა არსებობს, შერეული, მაჟორიტარული და პროპორციული, ეს სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ პირდაპირ მაჟორიტარულის სისტემა არის უფრო მეტად წარმოდგენილი და ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიც აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთია, ამ ქვეყნებში მაჟორიტარული სისტემით ხდება არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან ასე წარმოჩენა თემის, რომ ეს არის ჩამორჩენილობა არასწორი შეფასებებია“-აღნიშნა დეპუტატმა.


ჟურნალისტის კითხვაზე -2024 წელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, თქვენც დაუჭირეთ ალბათ მხარი, და გამოდის, რომ 2024-შიც არ შეასრულებთ გაცემულ დაპირებას? დეპუტატმა უპასუხა: „მე მაქვს ჩემი საფუძვლიანი მიზეზები იმისა, რომ რასაც ახლა მოგახსენებთ, თუ დააკვირდებოდით ამ შეკრებაზე, ის ადამიანები, ვინც რაღაცას აპროტესტებდა, ვისაც ეკითხებოდნენ წარმოდგენა არ ჰქონდათ რაში იყო განსხვავება პროპორციულსა და ამჟორიტარულ სისტემას შორი.


დღევანდელ ჩვენს ინიციატივაში მკაფიოდ იყო განმარტებული თუ რა გვსურს ჩვენ და ძალიან მარტივ ენაზე ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გუნდთან, უმრავლესობასთან არ გვქონია ამის შესახებ მსჯელობა, ჩვენ ვიწყებთ ამ ეტაპს, რომ შევიდეთ მსჯელობაში, შევაგროვოთ ხელმოწერები და გულწრფელად მიმაჩნია, რომ ყველაზე მარტივი გზა, ყველაზე მარტივად აღსაქმელი ჩვენი მოქალაქეებისათვის იქნება სრული მაჟორიტარული სისტემა. 150-ივე მაჟორიტარი და ოლქებად დაყოფილი, სადაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს მაჟორიტარი."


მან ამის შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტა რა რისკები მოყვება პროპორციულ სისტემას.


„ჩვენ ხომ ჩვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზეა საუბარი. იცით რა რისკებთან არის დაკავშირებული პროპორციული სისტემა ასეთ მყიფე დემოკრატიულ წყობაში, რომელ ეტაპზეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება?


აქ იქნება კოალიციური მთავრობის, მთავრობის ვერდაკომპლექტების პრობლემა, რომელიც შეიძლება თვეები და წლებიც გაიწელოს. თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში ამ ეტაპისთვის თვითონ პარტიული სისტემა როგორი გვაქვს, ის პარტიული იდეოლოგია როგორია, მოქალაქეების უმრავლეოსბამ თუ იცის ამ პარტიების შესახებ, ამაზე მაქვს საუბარი, თორემ განვითარებულ ევროპაში დიდ ხანი ვიცხოვრე და ვიცი, იქ სხვა კულტურა არის, ჩვენ რომ იქ მივიდეთ რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, სადა ვართ და იმის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ეტაპისთვის ასეთი რისკი გავწიოთ. ამიტომაც მწამს ჩვენ უნდა გავუმარტივოთ ჩვენს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლება და ჩვენ შევდივართ მსჯელობაში, ვიწყებთ ამ ეტაპს და ვეცდებით, რომ უმრავლეობასთან განვიხილოთ ეს თემები და ვნახოთ რა იქნება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.​


პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

4-5 დეკემბერს, ერევანში "გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რევოლუცია: ქალები მშვიდობისთვის - შესაძლებლობები და გამოწვევები" საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მოხსენება წარადგინა.

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა ვაკის საცურაო აუზზე მოხდა.

ირაკლი შონია - პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

გია აბაშიძე ბერაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ფეიკის მიზანია ხალხს დააჯეროს დიდი დაუჯერებელი ტყუილი

ექსპერტი გია აბაშიძე ვებ-გვერდ netsport.ge-ზე ბერა ივანიშვილზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი, მათ შორის მაია ორჯონიკიძე აზიარებს.

 

კონსტანტინე მორგოშია მამუკა მდინარაძეზე: პროკურორები მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ პირველი ვინც დაიჭირეს იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“,- ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს'' თავდჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში: "გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.

ნინო ბურჯანაძე: რუსეთში ბოდიში არ მომიხდია ეს იყო წუხული რაც მოჰყვა ამ პროცესებს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან რუსეთში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

ნინო ბურჯანაძე: რუსეთისგან მივიღე დაპირება, რომ ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთნ რუსეთში ყოფნის ვიზიტზე ისაუბრა.

ბენზინგასამართ სადგურზე დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თბილისში, ფიროსმანის ქუჩის კუთხეში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის აფეთების შედეგად დაშავებული 5 პირი სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს.

ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

როგორც "pia.ge-ის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ფიროსმანის კუთხეში ბენზინგასამართ სადგურზე  აფეთქება მოხდა.

თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "დელტაში" იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო.

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრები მკვიდრდება

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. 

ნატა თოდუა: "ნაციონალური მოძრაობა" ცრუობს - არასდროს მიმუშავია ზუგდიდის მერიაში

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან , 4 დეკემბერს, ზუგდიდში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნატა თოდუას მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია დასაქმებული, თოდუა სიცრუეს უწოდებს.

"სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის"- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გრძელდება

თავისუფლების მოედანზე, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა, რომელსაც ბაღი ტრადიციულად მეორედ მასპინძლობს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლმ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.