გიორგი ვოლსკი პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივაზე: „ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი“ 

„ეს არ ყოფილა ოპოზიციასთან არც რაიმე მოლაპარკებების და შეთახმების შედეგი. ამ ინიციატივას არ ყოლია მხარეები. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინიციატივა იყო“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

 

 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ინიციატივა საზოგადოებას წარუდგინა და ოპოზიცია მხარე საერთოდ არ ყოფილა.


„რევოლუციური სცენარის გათამაშება და პარლამენტში შემოჭრა ვერ მოახერხეს! თუმცა საზოგადოებაში კვლავ დარჩა დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც ემატება ჯერ კიდევ არსებულ არაერთ პრობლემას. ბუნებრივია გადავწყვიტეთ, რომ პოლიტიკურ ველზე შექმნილი დაპირისპირების ხარისხი არ გადაგვეტანა საზოგადოებაში და ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია გავამყარებთ პროპორციული არჩევნების ჩატარების ინიციატივით“, - წერს გიორგი ვოლსკი.


როგორც ვოლსკი არნიშნავს, მხარე მხოლოდ ამომრჩეველია და თუ ის განაწყენდა, იცის, რა დოზით მოითხოვოს პასუხი.


„მხარე მხოლოდ ამომრჩეველია და თუ ის გაგვინაწყენდა, მან იცის, რა დოზით მოგვთხოვოს პასუხი, რასაკვირველია საარჩევნო ყუთთან და არა ქვეყნის დამანგრეველი ჯახისას, როგორც ეს ძველ და ახალ ნაცმოძრაობას და მათ სატელიტებს წარმოუდგენიათ!


მიუხედავად ამისა, დაიწყო ახალი ჯახის მზადება, წალეკეს მედიაველი შეძახილებით წავართვით! დავაჩოქეთ! გავანადგურეთ! იტაცებენ საქართველოს! შტურმი მიიტანეს ეკლესიაზე, ჩართეს "ფეიკ ნიუსების" ყველა მექანიზმი, სამ თვეზე მეტი ლანძრვა გინებაზე ორიენტირებული მიტინგები არ შეუჩერებიათ.


აი მაშინ უკვე კვლავ დაბრუნდა განხილვების ფორმატში ჩემი კოლეგების დავიწყებული შეკითხვა - „კი მაგრამ, ვისთან ერთად ვაპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის სტაბილურობაზე, თუნდაც უმრავლესობის აღების შემთხვევაში?!“ მოვიგონოთ, რომ ეს ხალხი, მცირე გამონაკლისის გარდა, ჯერ 2024 წელს პროპორციული არჩევნების მხარდაჭერაზე დავითანხმეთ დიდი ძალისხმევით, მერე კი ამაზე 2020 წლისათვის შევითანხმეთ. კონსტიტუციაც შევცვალეთ, მოგაგონებთ, რომ ეს პროცესიც ნაცჯგუფის მხრიდან სრული დესტრუქციის პირობებში წარიმართა.


შემდეგ რა მოხდა? სწორედ საპარლამენტო განხილვების წინ, ნაცვლად ჩვენი ინიციატივის პოზიტიურობაზე სულ მცირე მინიშნებისა, საკუთარი ვერსია შემოგვთვაზეს, რასაკვირველია სახეცვლილი. როგორ თუ მხარი არ დაგვიჭირეთო, ინიციატივა არ გადმოგვიფორმეთო და ლანძღვა გინებამ კულმინაციას მიაღწია. და ამ ფონზე გაუკვირდათ კიდეც - როგორ თუ შერეული სისტებმის მომხრეებმა გინება არ შეირჩინეს და თავდახრილებმა და შეურაცხყოფილემა გაბედეს ხმის ამოღებაო, როგორ თუ სკეპტიციზმმა იმატაო! ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ყველა ღონე იხმარეს რათა ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა არ მომხდარიყო, ხოლო უმრავლესობა გახლჩილიყო.


დაფიქრდით, იქნებ სწორედ ეს იყო მიზანი, რამეთუ სააკაშვილის მიერ არაერთგზის დაანონსებული რევოლუციური გზა მათთვის ერთადერთია წარმატების მისაღწევად. ეს ეჭვები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შემოთავაზებამ გამიმყარა, როცა ზუსტად იციან, რომ იგი კონსტიტუციას არ შეესაბამება და საზოგადოებას კვლავ ატყუებენ და ბარიკადებისაკენ მოუწოდებენ. ვითარება მყისიერად აისახა ვალუტის კურსზე, ეს რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამაში კი ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.


ვიმეორებ, ჩვენ პოლიტ-ოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს. არავითარი უკანონობა არ მომხდარა. მხოლოდ ხალხს, ამომრჩეველს შეუძლია მოგვედაოს, რომ ვთქვით და ვერ შევძელით გაკეთება, თუ ამომრჩეველი გაწბილებულად ჩათვლის თავს, ამას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებზე გამოხატავს“, - წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


 


ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი ჩაიძირა

ქობულეთში ქაფშიით დატვირთული სეინერი ჩაიძირა. გემზე მყოფი მეთევზის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  

საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში" გაიმართა.

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების დაარსებით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.

ზუგდიდსა და იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლის შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში, ქალაქის მერის კონსტანტინო პეჩერილო, ვიცე მერი მარია დი ლორენცოს მოწვევით იმყოფება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებმა შეხვედარზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს

მულტიფუნქციურ სივრცეში,"ტერმინალი" "განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის" ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადაებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სახლი დაიწვა

თბილისში დოლიძის ქუძაზე ხანძარი დილით კერძო სახლს გაუჩნდა. ადგილეობრივების თქმით, აღნიშნულ სახლში, რომელიც მთლიანად განადგურებულია 5 სული ცხოვრობდა.

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტზე 11 პირის სასამართლო პრეცესი დღეს განიხილება

ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვან მსხვერპლებს. სხდომაზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

ვაკეში 8 დეკემბრიდან სატრანსპორტო სქემა შეიცვლება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შეასრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიიღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.