სახალხო დამცველი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებულების პროცესი სამართლიანად წარმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო განხილვები.

"2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულები მოვინახულეთ იმავე საღამოს და ყველა მათგანს გავესაუბრეთ ინდივიდუალურად მათი დაკავების კანონიერებასთან და სხვა შესაძლო უფლება დარღვევებთან დაკავშირებით.


19 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. მნიშვნელოვანია ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.


ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.


აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.


მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები",-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლილსას დაკავებული 6 პირის,  გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მათ საქმეებს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.


აქციის დაშლისას ჯამში 37 პირია დაკავებული. მათ ბრალი სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობაში ედებათ. 


 


დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

"დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება", - აღნიოშნულის შესახებ განცხადებას "თბილსერვის ჯგუფი" ავრცელებს.

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,"ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია "ავერსი ფარმა"-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

დაცული ტერიტორიების დაარსებით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება "Welcome to Georgia" გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო იყო.

ზუგდიდსა და იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლის შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, ერთად ოფიციალური ვიზიტით, იტალიის ქალაქ კასოლა დი ნაპოლიში, ქალაქის მერის კონსტანტინო პეჩერილო, ვიცე მერი მარია დი ლორენცოს მოწვევით იმყოფება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრებმა შეხვედარზე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს

მულტიფუნქციურ სივრცეში,"ტერმინალი" "განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის" ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა.

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის, 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნების გამოცვლის ვადაებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სახლი დაიწვა

თბილისში დოლიძის ქუძაზე ხანძარი დილით კერძო სახლს გაუჩნდა. ადგილეობრივების თქმით, აღნიშნულ სახლში, რომელიც მთლიანად განადგურებულია 5 სული ცხოვრობდა.

კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ე.წ. ამბოხებულმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტზე 11 პირის სასამართლო პრეცესი დღეს განიხილება

ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვან მსხვერპლებს. სხდომაზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

ვაკეში 8 დეკემბრიდან სატრანსპორტო სქემა შეიცვლება

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები რუსეთს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების შეასრულებისკენ მოუწოდებენ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიიღეს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. ასევე საქართველოს მეგობარი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი: ნარჩენების მართვის მიდგომებში ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დოკუმენტი დაკორექტირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი "მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების" (მგვ) შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.