გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა მიიღო. მათი სასამართლო პროცესი დღეს 13:00 საათიდან დაიწყება. სასამართლო პროცესი დღეს სხვადასხვა დროს გაიმართება.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ოპოზიციამ პარლამენტის სამი შესასვლელის ბლოკირება მოახდინა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა და პარლამენტის სამი შესასვლელი ბარიკადებისგან გაათავისუფლა.
აქცია პარლამენტის მთავარ შესასვლელთან გაგრძელდა. 18 ნოემბერს, ჯამში პოლიციამ 37 პირი დააკავა. მათ პოლიციისთვის დაუმორჩლებლობა და ხულიგნობა ედებათ ბრალად.