კონფლიქტოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილზე: არ მგონია, დიდხანს დატოვონ ციხეში, ვითარების დამძიმებას ცდილობენ რომ მერე გათავისუფლება დაგვამადლონ

"30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო", - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველთან" საუბარში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ზოგჯერ 2 თვით უკანონოდ აკავებს ადამიანს, ასამართლებს და შემდეგ ათავისუფლებს, თუმცა, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღეში გათავისუფლდება, ე.ი ამ მიმართულებით ნაბიჯებს დგამს.


"ხელისუფლება ცოტა უცნაურად მოიქცა, ადამიანი 9 ნოემბერს არის დაკავებული, ამის შესახებ იცოდნენ, თუმცა როგორც ვიცი, ვიდრე ოსურმა მხარემ არ გაახმაურა, მანამდე არ ამჟღავნებდნენ გარკვეულ მოქმედებებს, მერე გააქტიურდნენ. 2-3 დღის წინ განაცხადეს, რომ რამდენიმე დღეში გათავისუფლდებაო. მგონი, უნდა დაველოდოთ ამ რამდენიმე დღეს, ხელი არ უნდა შევუშალოთ, ეტყობა რაღაცას აკეთებენ, რადგან ასე თამამად თქვეს, რომ რამდენიმე დღეში გათავისუფლდებაო. აბა ისე სხვათაშორის ხომ არ იტყოდნენ, ეს ძალიან სერიოზული თემაა. როგორც ჩანს, ოსების განზრახვაა 2 თვე დააკავონ, შემდეგ გაასამართლონ და შემდეგ გამოუშვან. ასე აკეთებენ ხოლმე, ზოგჯერ 2 თვე აკავებენ, მერე ასამართლებენ და მერე დე ფაქტო პრეზიდენტი იწყალებს ხოლმე. მეგონა, რომ ასე გააკეთებდნენ. მათი მუშაობის სტილი ვიცი. მაგრამ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ თქვა, რომ რამდენიმე დღეში გათავისუფლდებაო, გამეხარდა, ალბათ, უფრო ეფექტურად მუშაობენ, ვიდრე ოსურ მხარეს წარმოუდგენია. ამიტომ, მაინც ჯობია მათ მიერ გაკეთებული განცხადების შესრულებას დაველოდოთ და მერე მოვთხოვოთ პასუხი. რამდენიმე დღე შეიძლება იყოს 1 კვირა, მეტი ხომ არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რაღაცეები კეთდება, გუშინ ჩასულები იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, არ ვიცი რა პასუხით ჩამოვიდნენ. რაღაც ინფორმაციას ჩამოიტანდნენ, ეხლა ეს ინფორმაცია ანალიზდება. ინფორმაცია დახურულია, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ხდება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.


კონფლიქტოლოგის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე  ექიმები წინასწარ შეთანხმებით უპრობლემოდ გადადიან და ადამიანებს მკურნალობენ. მას კითხვები აქვს, რატომ გადავიდა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისე, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.


"გვაქვს ათეულობით ფაქტი, როცა ექიმები სასწრაფოს მანქანებით გადადიოდნენ, გადმოჰყავდათ ავადმყოფები, ან იქ მკურნალობდნენ. გალის რაიონში ჩადიოდნენ და ოპერაციებს ადგილზე ატარებდნენ ქართველი ექიმები. ოღონდ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული. მე მაქვს კითხვა, რატომ დასჭირდა ვაჟა გაფრინდაშვილს ასე, ტყე-ტყე გადასვლა? ვინმეს შეუთანხმა? ის არ არის რიგითი მოქალაქე, მაღალი კლასის, პროფესიონალი ექიმია, შესაბამისად, მას კარგად ესმის ეს რისკები და იცის კარგად, როგორ უნდა მოქმედებდეს. ალბათ, უნდა მოეკითხა სადღაც, როგორ შეიძლება გადავიდე ოკუპირებულ ზონაში, როგორ ვუმკურნალო ადამიანებს. თვითონ მკურნალობდა ოსებს, ოღონდ თბილისში, ეტყობა ვიღაცის იმედი ჰქონდა, ნაცნობობის, არ ვიცი, მე მხოლოდ ვვარაუდობ ახლა. შესაბამისად, მას პირველ რიგში უნდა მოესინჯა არის თუ არა საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდეს ოფიციალურად და ფორმალურად. წესით უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი რაღაცეები არსებობს, რადგან ცნობილია, რომ ექიმები გადადიან, ოღონდ, შეთანხმებით. შეიძლება მან მიიღო უარი, შეიძლება უთხრეს, რომ ახლა არა, მერე. შეიძლება, როგორც პროფესიონალმა ჩათვალა, რომ ახლა დალოდების დრო არ არის და მიიღო გადაწყვეტილება გადასულიყო. ამიტომ, კითხვები ძალიან ბევრია, როგორ და რატომ მოხვდა ის იმ ვითარებაში. ალბათ, რომ დაბრუნდება და იმედია, რომ მალე დაბრუნდება, ამას ახსნის, იმიტომ, რომ მისი ახსნა აუცილებელი იქნება სხვებისთვის, რომ მეც და სხვებმაც გავითვალისწინოთ, ვინც ვმუშაობთ ამ სფეროში, რა სიახლეა ოსური მხრიდან, რადგან, ამდენ ხანს ასეთი რაღაც არ ყოფილა. ექიმების დაპატიმრება არ ყოფილა. 30 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს, რომ ასეთი გამომწვევი ნაბიჯი ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ის მოყვება რაღაც დეტალებს, მერე მე მექნება საშუალება, გავიდე ოსურ მხარეზე და ვკითხო, ეს ასე იყო? რატომ იყო ასე, თუ ასე იყო? ვიდრე ვიღაც არ იტყვის პირველ სიმართლეს, მას ვერ დაამატებ შემდეგ სიმართლეს. მე ველოდები მის გამოსვლას და რა განცხადებებს გააკეთებს საჯაროდ, რომ ოსურ მხარეს წარვუდგინოთ ჩვენი პრეტენზიები, თუ კითხვები, რატომ მოხდა ასე, რომ შემდეგ მათგან მივიღოთ პასუხები და შესაბამისად გვქონდეს წარმოდგენა, როგორ ვიმუშაოთ ასეთ ვითარებებში. ეს მართლაც უნიკალური და უპრეცედენტო შემთხვევა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.


რაც შეეხება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ სამხედრო ექიმის სტატუსით 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ბრალდება აბსურდია, რადგან პროფესიონალ ექიმს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაში არაფერი ესაქმება.


"ასეთი ექიმები საავადმყოფოში არიან და მუშაობენ, ამას ადასტურებენ ოჯახის წევრები, რომ სახლშიც კი არ მიდიოდა, საავადმყოფოში იყო სულ და მართლაც ასე იქნებოდა, რადგან მძიმე დღეები იყო 2008 წლის აგვისტოში. შესაბამისად, მგონი ესენი რაღაცნაირად დამძიმებას ფიქრობენ, რათა მერე უფრო გაამართლონ გაშვება. არ მგონია, დიდი ხნით დაიტოვონ ციხეში, მეტწილად აქეთ არ მიდიან. მგონი ცდილობენ, რაღაც დაამძიმონ, რომ მერე უფრო დაგვამადლონ ყველას, მსოფლიოსაც, რომ აი, ხომ ხედავთ ჩვენ რა კატეგორიის "დამნაშავე" გავუშვით. აბსურდულია, ამ კლასის ექიმს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიეღო, რადგან მათი გამოცდილება საჭროა მხოლოდ საავადმყოფოებში. ეს არის ყურით მოთრეული საქმე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "პირველთან" საუბრისას.


ცნობისთვის, 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. 15 ნოემბერს გაფრინდაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.


 


 

გიგი უგულავას ბრალი წარუდგინეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი მის საცხოვრებელ სახლში წარუდგინა. 

პენტაგონის ხელმძღვანელი: ანკარა ნატო-ს ნელ-ნელა შორდება

ამერიკა თურქეთის რუსეთთან დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატას განუცხადა.

მარჯანიშვილზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს. 

შვეიცარიის პრეზიდენტად სიმონეტა სომარუგა აირჩიეს

შვეიცარიის კონფედერაციის ორპალატიანმა პარლამენტმა 2020 წლისთვის პრეზიდენტის პოსტზე, ფედერალური საბჭოდან ერთხმად აირჩია სიმონეტა სომარუგა. 

გიორგი მარგველაშვილი: გადავწყვიტე შევქმნა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს არ აკრიტიკებენ

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას არ აპირებს. 

გურამ ნიკოლაშვილი „რუსთავი-2-ის“ საქმეზე: დავის საგნის მთლიანად ამოწურვის დღეს, ჩვენ მივიღეთ ოპოზიციის, პარტიული მედიებისა და არასამთავრობო სექტორის სრული დუმილი

„სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელების სარჩელი არ ჩათვალა განხილვისთვის დასაშვებად. ამით ეს საქმე საბოლოოდ დასრულდა და 2019 წლის 18 ივლისის ვერდიქტი გახდა საბოლოო“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში.

ბიუჯეტის ფულის მითვისებისთვის ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ.

ლარი 1.93 თეთრით კიდევ გამყარდა

11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.93 თეთრი შეადგინა.

 

კახა კალაძე: 14 დეკემბრის აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს გასცდა და ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა

დედაქალაქის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს 14 დეკემბერს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველომ მთის საერთაშორისო დღე წელს მეორედ აღნიშნა. 

ლევან დავითაშვილი: ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ, მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ

„ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ“,-  ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

"წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის" - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია

ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, მაგრამ დაუღალავი შრომით, სწავლით მიაღწია იმას, რომ მას დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის დიზაინერი იცნობს.

"ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ

შპს "ფაზის ოილი" და საკონსულტაციო კომპანია "Deloitte & Touche", მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ყულევში, მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას მართავენ.

დავით ზალკალიანი: დასახული მიზნების განსახორციელებლად ევროპული პერსპექტივა გვჭირდება 

ცნობილი ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გონივრულია, მისასალმებელია, კარგია – გამოხმაურებები „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიან თამაშზე“

სპორტსმენები, აქტივისტები და სხვა ცნობილი ადამიანები ბოლო ორი დღეა, აქტიურად ეხმაურებიან „ევროპაბეთის“ ახალ სოციალურ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ და დადებითად აფასებენ კომპანიის ამ ინიციატივას.

დავით ზალკალიანმა მოსკოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში მოსკოვს მოუწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლონ. 

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა აღმართეს 

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საქართველოსა და ევროსაბჭოს დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართეს.

 

 
პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად მეორე ვადით კახა ბექაური აირჩია

საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ხმათა უმრავლესობით კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. დეპუტატების გადაწყვეტილებით, კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ექვსი წლის ვადით იქნა არჩეული.

კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული თარგის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მეტროსადგურ "სამგორის" მიმდებარედ არსებული თარგი გაამწვანა.

დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ

დამოუკიდებელი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა

საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $151 მლნ-ს (448 მლნ ლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.