ღამის სამუშაოზე დასაქმებულებს, შესაძლოა, პერიოდულად უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ 

მოქმედი კანონმდებლობით, ღამის სამუშაო დროა 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებით ზუსტდება ვინ არის ღამის სამუშაოზე დასაქმებული - ეს არის პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროს ფარგლებში ღამის დროის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ სამი საათი და ნებისმიერი პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის განსაზღვრულ პროპორციულ ნაწილს მუშაობს ღამის დროის განმავლობაში. ღამის სამუშაოს პროპორციულ განაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, სპეციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად. 


აკრძალულია ღამის სამუშაოზე არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარების ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წალმდე ასაკის ბაშვის მომვლელის ან შშმ პირის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. 


მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24 საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს. 


დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ღამის სამუშაოზე დასაქმებულისათვის წინასწარი და პერიოდული უფასო სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სამედიცინო კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით.


ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი, რომელსაც სამედიცინო დასკვნის თანახმად ღამის სამუშაოს შესრულებიდან გამომდინარე აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან პრობლემები, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა გადაიყვანოს ასეთი დასაქმებულისთვის შესაფერის დღის სამუშაოზე.


 


16 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანა.

ჩიქოვანი პრემიერის მიერ რუსულენოვან გამოსვლაზე: უკრაინის პრემიერის გადაწყვეტილებით კომენტარები სუამის ენაზე გაკეთდა

"მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე",-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი, სუამ-ის სამიტზე გიორგი გახარიას რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას. 

"ჯივიპი" ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1.5 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი იცვლება.

გიგა ბოკერია "ოცნების" ახალ საარჩევნო ინიციატივაზე: მორიგი კლოუნადის ციკლი ჩაატარეს

„მორიგი კლოუნადის ციკლი ჩაატარეს“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას, რომელიც 2020 წლიდან 2024 წლამდე შესაძლო რიგგარეშე არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართება

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება. საჯარო კონსულტაციაზე საუბარი შეეხება გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს.

თიბისისა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგა

თიბისისა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგა.

2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს

გერმანული კვლევითი კომპანიის, "გოპას" სპეციალისტებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარების მიმართულებები გააცნეს.

საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო ევროპული პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპისგან დაცვის რეკომენდაციებს სთავაზობს

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპისგან დაცვის ხუთ მარტივ წესს სთავაზობს.

კონსტიტუციონალისტი "ოცნების" ახალ საარჩევნო ინიციატივაზე: ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ პასუხობს

"ქართული ოცნების" შემოთავაზება, ცხადია ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ PIA.GE-ს მმართველი გუნდის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2020 წლიდან 2024 წლამდე შესაძლო რიგგარეშე არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

სემეკმა შპს „თელავგაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს „თელავგაზისა“ და ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.

"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაგრძელდება წინასასამართლო სხდომა ბრალდებულების ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

შსს 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა.

ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ორმაგი დიპლომები მიიღონ, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიგა ქვარცხავამ განაცხადა.

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.

საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

საქართველოს ბანკი სტუდენტური პროგრამის - „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს. საქართველოს ბანკი წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 9 ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას.

გოგა ხაინდრავა: დანაშაული, რომელიც ეკა გიგაურმა ჩაიდინა, მორალს სცილდება

სააპელაციო სასამართლო გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სარჩელის სარეზოლუციო ნაწილს 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობა ნელ-ნელა ჰარმონიაში მოდის რუსეთის კონსტიტუციასთან

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის ე.წ. კანონის გამკაცრება რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი იყვნენ

"ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.