ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

დისკუსიას მოდერატორობას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი უწევდა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა.


ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.


„2019 წელს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 27 წლისთავი აღინიშნება, 25 წელს ითვლის საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატს შორის პარტნიორობა, ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებიდან 10 წელი გავიდა. ამ 27 წლის განმავლობაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ განვავითარეთ ღრმა, მტკიცე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ, ერთად გავიღეთ მსხვერპლი და მომავალშიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად გავაგრძელებთ მისიის შესრულებას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში“,- აღნიშნა მინისტრმა. 


ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დასაწყისში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით  განცხადება გააკეთა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა. 


„9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე „ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიცაზია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.


მისი განცხადებით, საქართველოს ნატოსთან სტრატეგიულ დისკუსიაშია ჩართული და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით პრაქტიკულ ღონისძიებებს ახორციელებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.


მან, ასევე,  განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების პერსპექტივების განხილვას.


 ღარიბაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, სამხედრო განათლებასა და წვრთნებს,  სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.


„საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება სტრატეგიული მზადყოფნის ცნებას, რაც გულისხმობს, რომ ყოველდღიურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა „სტრატეგიული მოთმინებით“  მზად ვიყოთ ნატოში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისი განცხადებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა, რაც ასახულია კონსტიტუციაშიც და ცხადყოფს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას.


მინისტრმა მონაწილეებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა.


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გამართავს შეხვედრას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.


ლევან დავითაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებული კვლევები სიცრუეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა.

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარა, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება და რეაბილიტაციის შანსს რევოლუციურ სცენარებში ხედავს

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა 

"განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

ლარი გამყარდა

10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.57 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილემ  ბესარიონ  სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

„ქალები ქართულ პრესაში“ - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანა ბაქანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის - „ქალები ქართულ პრესაში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

გიგი უგულავა: ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობასთან "ქართული ოცნება" მარტოა დარჩენილი

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ივანიშვილი არ ცნობს",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებას. 

საქართველოს ელჩი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ჰენნ პილუაასთან შეხვედრა გამართა.

კახა კალაძე ბიუჯეტზე: თბილისში მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა დეპუტატებმა თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი შენგელია დაასახელეს.

მაია ცქიტიშვილი: 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია

საქართველოს ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი: ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება

"ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ შეუსრულებლობის გამო დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება", -ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა კონფერენციაზე განაცხადა. 

 

ვოლსკი: პარტიათაშორის ურთიერთობაში კრიზისია და ეს ჩვენ არ გამოგვიწვევია

"საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება, 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი $3 051 424 548 შეადგენს.

მამუკა მდინარაძე: ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში

"მოსალოდნელი იყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც სამწუხაროა", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს. 

ყაზბეგის გამზირზე სკვერი განახლდა

ყაზბეგის გამზირზე, N1 და N3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტი "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება ოფიციალურად დაიხურა

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის "საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება" დახურვის  ცერემონია გაიმართა.

ალექსანდრე ერქვანია: ბევრი მიზეზია, რის გამოც უმრავლესობა დავტოვე

დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. 

ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორია

პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და რამდენიმე დღის წინ ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.