კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.


კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.


 


გოგა ხაინდრავა: დანაშაული, რომელიც ეკა გიგაურმა ჩაიდინა, მორალს სცილდება

სააპელაციო სასამართლო გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სარჩელის სარეზოლუციო ნაწილს 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობა ნელ-ნელა ჰარმონიაში მოდის რუსეთის კონსტიტუციასთან

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის ე.წ. კანონის გამკაცრება რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი იყვნენ

"ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: საშუალება ექნებათ დარწმუნდნენ, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი უზენაესის მოსამართლეების დამტკიცების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჩიქოვანი: გიორგი გახარიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

"შეხვედრა იყო პოზიტიური",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი გახარიასა და უკრაინის რადას თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

7 დეკემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს მიმართა, აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალოს, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.

ლევან კობერიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: პირდაპირ გვითხრეს, რომ პარლამენტმა არაკვალიფიციური მოსამართლეები აირჩია

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე ლევან კობერიძე უზენაესის მოსამართლეების დამტკიცების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. 

ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება 15-წლამდე პატიმრობით დაისჯება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ცვლილება შეიტანა ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ე.წ. სახელმწიფოებრიობას 2-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

უზენაეს სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა უზენაესთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს წარწერით- "კლანს ხალხისგან".

კახა კალაძე უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა 

"რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა",-ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

ირმა ნადირაშვილს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენებაზე გამოძიების დაწყება არასერიოზულად მიაჩნია

„ევროპული საქართველოს“ წევრს ირმა ნადირაშვილს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენებაზე გამოძიების დაწყება არასერიოზულად მიაჩნია.

ჩუგოშვილი უზენაესის მოსამართლეების არჩევაზე: წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია

"წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა და ენერგია იმიტომ, რომ შედეგი, რომელიც მივიღეთ მოსამართლეების დანიშვნის სახით არის ძალიან სამწუხარო",- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მდინარაძე: უნდა მოვახერხოთ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომლის მიხედვითაც შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება 

"2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება", -ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით ექსპოზიცია "მარადიული რომი" გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს გაიხსნა ექსპოზიცია "მარადიული რომი.

გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეულ მოსამართლეებზე: საზოგადოების ნდობა არ ექნებათ 

"ხელისუფლება ვერ ხვდება იმას, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვიტონ ისეთ ვითარებაში, რომელიც საზოგადოების ნდობას გამოიწვევს",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი უზენაესის ახლადარჩეული მოსამართლეების საკითხს. 

გია ვოლსკი: პარლამენტში კონკრეტული ნივთიერების გასხმას თავისუფლად შეიძლება ქიმიური შეტევა ეწოდოს

"რა შედეგი ჰქონდა იმის მიხედვით განისაზღვრება რა სიმძიმის იყო ეს შეტევა",- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, გუშინ, პარლამენტის სასესიო დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გასხმის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

"იუსტიციის საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის ახალი კანდიდატები ვეღარ უნდა შეარჩიოს" - ეკა ბესელია ახალ კანონპროექტს დაარეგისტრირებს 

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს.

სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ 

"14-15 დეკემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი",-ამის შესახებ PIA.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა ნინო წვერავამ განუცხადა.

კრემლს რუსებზე მეტად აფრიკელები უყვარს?

რა ღირს გზა მადაგასკარიდან ცხინვალამდე და უკან?