სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციებზე და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ.


აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.


ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ
საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი).


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ", - ნათქვამია სუსის განცხადებაში. 


არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე, ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

„2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს.

ბიზნესომბუდსმენი წიაღის სექტორის რეფორმაზე: ლიცენზიების გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს

"წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს და ბიუროკრატიულ პროცესს ეფექტურს ხდის", - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გამარტივდა .

სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ში“ სასწავლო პროცესი დაიწყო

9 დეკემბერს, 12 საათზე, სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალობებზე სასწავლო პროცესი დაიწყო.

დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე - დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძე: პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპარლამენტარების მოტყუებაზე გადავიდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპარლამენტარებს „პოლიტპატიმრების 85-კაციანი სია“ წარუდგინა, რეალურად კი აქედან პატიმრობაში მხოლოდ ოთხი ადამიანია.

ლევან დავითაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებული კვლევები სიცრუეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა.

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარა, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება და რეაბილიტაციის შანსს რევოლუციურ სცენარებში ხედავს

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ტოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა 

"განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ადამიანის უფლებათა დღის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისტორიის მანძილზე შეიტანა წვლილი იმ მიღწევებში, რომლებსაც დღეს ასე ვაფასებთ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

ლარი გამყარდა

10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.57 თეთრი შეადგინა.
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის  მოადგილემ  ბესარიონ  სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს.

„ქალები ქართულ პრესაში“ - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანა ბაქანიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

9 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტისა და წიგნის - „ქალები ქართულ პრესაში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

გიგი უგულავა: ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობასთან "ქართული ოცნება" მარტოა დარჩენილი

"საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ივანიშვილი არ ცნობს",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებას. 

საქართველოს ელჩი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ჰენნ პილუაასთან შეხვედრა გამართა.

კახა კალაძე ბიუჯეტზე: თბილისში მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივმა დეპუტატებმა თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი შენგელია დაასახელეს.

მაია ცქიტიშვილი: 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია

საქართველოს ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი: ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება

"ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ შეუსრულებლობის გამო დაკარგა, გვჯერა, რომ აღდგება", -ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ანდრიუს კუბილიუსმა კონფერენციაზე განაცხადა. 

 

ვოლსკი: პარტიათაშორის ურთიერთობაში კრიზისია და ეს ჩვენ არ გამოგვიწვევია

"საშიშია ინფორმაცია, რომელიც ჩვენგან უცხოელებს მიეწოდება, 85 პოლიტპატიმარი ყოფილა თურმე და აღმოჩნდა, რომ არაფერი ამდაგვარი არ ხდება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი $3 051 424 548 შეადგენს.

მამუკა მდინარაძე: ერქვანია ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში

"მოსალოდნელი იყო, თუმცა რა თქმა უნდა მაინც სამწუხაროა", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიას მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხს.