გია ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რეალური შეფასებების გადაფარვა

„დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან მთავარ შეკითხვას  -  ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკიმ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და დღეს, ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა.  მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან განყენებულად განხილვა - შეცდომაა.


„როდესაც ჩვენ დავდეთ სასწორის პინაზე ორი საკითხი - ერთი  იყო ის, რომ უმრავლესობა აუცილებლად დაიშლებოდა, თუკი გავრიცხავდით 20-25 ადამიანს. მეორე იყო ის, რომ აუცილებლად უნდა ჩაატარო არჩევნები იმპერატიული მითითებით.  რომ დავფიქრდით, უმრავლესობის დაშლა, შემდეგ ისეთი ადამიანების გარიცხვა, რომლებმაც დასვეს ერთი ძალიან ლოგიკური შეკითხვა: ჩვენ 2019 წლის 24 ივნისს გამოვაცხადეთ, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, რაც ჩვენი ინიციატივით, 2024 წლიდან 2020 წელს გადმოვიტანეთ. კინაღამ 2020 წელიც გავიტანეთ, მათი ბოიკოტი რომ არა, უკვე კონსტიტუციაში იქნებოდა. ის მინდა ვთქვა, რაც არ მითქვამს და რა დევს ამ განცხადების უკან: დაგეგმვის დროს გამორიცხულია, რომ არ გაეთვალისწინებინათ, რომ უმრავლესობაში ეს დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა მთავარ შეკითხვას  ჩვენს მიმართ ხალხის მხრიდან: კი მაგრამ, ვისთან აპირებთ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას? მეორე მხარე ვინ არის ისეთი, ვისთან ერთადაც შეგიძლიათ, დააკომპლექტოთ მთავრობა? თუ არადა, მიიღებთ ისრაელში რაც ხდება ახლა - პრაქტიკულად, კრიზისია.


მეორე საკითხი არის ის, რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ გაიწია,  ერთმანეთში როგორ დაალაგებენ? ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, შეიკვრებიან, მაგრამ იქ არის „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტები“. ისინი რა პროდუქტს შექმნიან?  მით უმეტეს, „ქართული ოცნება“ ხომ არ გაქრება, არსებობს.  რა პროდუქტი უნდა შექმნან ისეთი, რომელიც ქვეყანას სტაბილურობას შეუნარჩუნებს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


უმრავლესობის ლიდერის თქმით, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სიღრმისეული გაანალიზება სჭირდება.


„რა არის ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის - დავშალოთ უმრავლესობა, დავშალოთ მთავრობა, ვერ მივიღოთ ბიუჯეტი და არის თუ არა ბიუჯეტის თემა შეფარული მიზეზი იმისა, რაც დღეს ხდება?  გადახედეთ ბიუჯეტს:  მასწავლებლების ხელფასები იზრდება, სამუშაო ადგილები იზრდება.  ჯერ მარტო, წყალტუბო დაასაქმებს 15 ათას ადამიანს, ასევე,  აბასთუმანი,  ქუთაისში უკვე დაიწყო ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა, იზრდება საპენსიო და სოციალური პაკეტები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​


ნათია თურნავა - პროექტის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში ორ კვირაში 41 მილიონ ლარზე მეტის მოზიდვა შევძელით

"პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" მოსალოდნელზე მეტად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს და პირველი ორკვირიანი ციკლი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგით დავასრულეთ", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

პრემიერმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო გმირების ხსოვნას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი.

ქეთევან ციხელაშვილი - ე.წ. სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის სახეს

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილებეა კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, დამოკიდებულებას
ადამიანების და ჰუმანიტარული საკითხების მიმართ.

გოგა ხაინდრავა მესამე სექტორზე: ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები

„ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ეგენი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურები, რომლებიც ამოფარებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს“ - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ  „იმედის“ „კვირის ქრონიკაში“.

პრემიერი: სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური ხულიგნები გაჩნდნენ

"სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობის“ კაციჭამიები დღეს პარლამენტში არიან, ამ ფონზე მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია

„გიგა ბოკერია, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგი, დღეს დეპუტატია. „ნაციონალური მოძრაობის“ კაციჭამიები დღეს დეპუტატები არიან. თუ შეიძლება რომ ბოკერია და ნადირაშვილი პარლამენტში იჯდეს, მაშინ მოსამართლეებზე ლაპარაკი სამარცხვინო მგონია“,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"მოსამართლეთა ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა" - ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება

"საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვის და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის".

ათენში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ათენში, 13 დეკემბერს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე შეხვედრა გაიმართა.

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

თსუ-ში ახალი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა - „ტურიზმი“ ამოქმედდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კიდევ ერთი ორმაგი ხარისხის დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ.

გივი მიქანაძე შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტმა შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის პარლამენტების აპარატის თანამშრომლებს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.

დღეს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება.

ალექსი გონჩარუკი გიორგი გახარიას: თქვენი ვიზიტი არის საფუძველი, საქართველო - უკრაინის ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს

უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსი გონჩარუკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. საზღვარს 

"ე.წ. სასამართლო სხდომის გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ "საზღვარს",-ასე გამოეხმაურა საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას განცხადებით ეხმაურება.

 
გია ვოლსკი: ადამიანების იძულება 2012 წელს დავამთავრეთ

14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარია : უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა

"ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ".

გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველს იმიტომ ირჩევს პარლამენტი, რომ მან ზოგადი ინფორმაცია კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს

„თუ სახალხო დამცველს რამე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, საჯარო არ უნდა გახადოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაციისა და სტუდენტებისათვის სამომავლო გეგმების გასაცნობად, დიდ ჯიხაიშში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის მენეჯერი აკაკი გუნცაძე და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დარეჯან მეფარიშვილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი "სასამართლო“ სხდომა მომდევნო კვირას ჩაინიშნა

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი "სასამართლო" სხდომა მომდევნო კვირისთვის ჩაინიშნა.