ზალკალიანი ეუთო-ს მინისტერიალზე: ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები ჰყოფს

"ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრატისლავაში ეუთო-ს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი.

"ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან  წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა უკანონო ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტურია“ – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ეუთო-ს რეგიონის მთავარ გამოწვევად სწორედ არსებული კონფლიქტები დაასახელა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას და საოკუპაციო ძალის განგრძობით აგრესიას.

"უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად უარესდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. საოკუპაციო ძალის მხრიდან გრძელდება ინტენსიური მილიტარიზაცია, რაც ადგილზე ვითარების კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას ახდენს. უფრო მეტიც, საოკუპაციო ძალა კიდევ უფრო წინ მიიწევს საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწების მიტაცებისა და საგუშაგოების მშენებლობის გზით" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს.

მისი თქმით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეროვნებით ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია გამოიყენება როგორც საქართველოზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების ბერკეტი.  

"ნებისმიერ დროს, ამ ადამიანებმა შეიძლება საოკუპაციო რეჟიმის სხვა მსხვერპლთა - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას ბედი გაიზიარონ. ჯერ კიდევ არავის უგია პასუხი მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდა" - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას, რაზეც მოწმობს ის ფაქტი, რომ საქართველო სრულად ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს

"ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებასთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს თავადაც გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და შეასრულოს ეს ვალდებულება. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომლის მიზანია ძალის გამოყენებით შეცვალოს ევროპაში არსებული საზღვრები, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დავადასტურო, რომ საქართველო არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის მცდელობას და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილის დროებით ოკუპაციას" - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

"საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი განუხრელად განაგრძოს სვლა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე და კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი დემოკრატია. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესის შედეგები და სიკეთეები საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებსაც გავუზიაროთ" - აღნიშნა მინისტრმა.


ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში პოლიციელს თავს დაესხნენ.

 
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე "განათლების მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. 

 სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ბაკურიანში სათხილამურო ტრასა "ნოდო" გაიხსნა

დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა.

სუს-ი ჩორჩანას მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავით მონიშვნაზე განცხადებას ავრცელებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანან მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავებით მონიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა

ადგილობრივები ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,  ქალაქ ზუგდიდში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (8 000 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. 

 
გურამ ნიკოლაშვილი: „კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.