კახა კალაძე: ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისის გაცილებით უკეთესი იყოს

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


"დიდი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში და  ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იქითკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი და მოწესრიგებული. არაერთი გამოწვევა, პრობლემა არსებობს, მაგრამ ვართ ოპტიმისტები, ვხედავთ, თუ რამხელაა  საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი გუნდის მიმართ, დედაქალაქის მთავრობის მიმართ. ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა. პირობას გაძლევთ, ყველა გამოწვევას, რომელიც დედაქალაქს აწუხებს, ღირსეულად გადავლახავთ. გვაქვს შემართება, ენთუზიაზმი და რაც  ყველაზე მთავარია - მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა", - განაცხადა კალაძემ. 


კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება, რაც თბილისის სხვადასხვა რაიონებში უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.


"მომავალი  წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება როგორც  სამგორის რაიონისთვის, ასევე  სრულიად ქალაქისთვის, რადგან დედაქალაქის შემდეგი წლის ბიუჯეტი რეკორდულია. მილიარდ სამასი მილიონი დაიხარჯება და ეს თანხები იქნება განაწილებული მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პროექტზე. სამგორის რაიონს მომავალ წელს მეტი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე შარშან ჰქონდა და ეს მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


მან მადლობა გადაუხადა სამგორის რაიონის გამგებელს და მის წინამორბედებს, ასევე ამავე რაიონის დეპუტატებს.


"მინდა, წარმატებები ვუსურვო სამგორის რაიონის გამგებელს და მადლობა გადავუხადო ყველა იმ გამგებელს, რომელიც აქამდე მუშაობდა და თავისი აგური დადო სამგორის რაიონის განვითარებაში. გარდა ამისა, არ შემიძლია  მადლობა არ გადავუხადო თქვენ მიერ არჩეულ დეპუტატებს,  რომლებიც  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეტი ბიუჯეტი წამოიღონ, მეტი პროექტი განახორციელონ და მოაგვარონ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 


სამგორის რაიონის გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.


კახა სამხარაძის განცხადებით, 2018-2019 წლებში სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 300 130 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 12 659 834 ლარი გამოიყო.


"ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზეც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა 30-40 წლის განმავლობაში არ მოწყობილა; დედაქალაქს შემოერთებულ ხუთ სოფელში მოწესრიგდა შიდა გზები, მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები და ფიტნეს ზონები, გარდა ამისა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნასაგურის ცენტრალურ გზას",- აღნიშნა სამხარაძემ. 


სამგორის რაიონის გამგეობა აქტიურად აწესრიგებს მიწისქვეშა კომუნიკაციებსაც.


სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყო და რეაბილიტირდა 96 მისამართზე. გარდა ამისა, რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო 34 სკვერი, ამჟამად კი მსგავსი ტიპის სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.


ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 38 სპორტული მოედანი; 59 მისამართზე დამონტაჟდა ტრენაჟორები.


"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 385 პროექტი დაფინანსდა, კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი, 113 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 68 მისამართზე ჩატარდა, რეაბილიტირდა და განახლდა 28 ლიფტი.


მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 26 ღონისძიება, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 201 ოჯახს გადაეცა.


ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 41 121 735 ლარი დაიხარჯა.           


პრეზენტაციას ასევე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.


ზაზა შათირიშვილი: ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას

"ქართველი ლიბერალები ძალიან ჰგვანან ოციანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.

თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა.