კახა კალაძე ბიუჯეტზე: თბილისში მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


როგორც კალაძემ განაცხადა, დედაქალაქში კვლავ რჩება გამოწვევები, რომლის დაძლევასაც მუნიციპალიტეტი გაზრდილი ბიუჯეტით შეუდგება.


"სიმართლე უნდა ვთქვათ რომ უამრავი გამოწვევა გვაქვს ქალაქში. ეს გამოწვევები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ესენია პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მათ მოსაგვარებლად დღეს ჩვენ გვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რა იქნება ხვალ, როგორი იქნება თბილისი. 2020 წლის ბიუჯეტი იქნება განსხვავებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ისტორიულ ციფრს მივაღწიეთ - მილიარდ 300 მილიონი დაიხარჯება თბილისში. ეს ძალიან დიდი თანხაა, თუმცა არასაკმარისი იმისათვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ ყველფერს გავაკეთებთ, რათა ყველა გამოწვევა, რომელიც გვაწუხებს, ღირსეულად იყოს გადალახული და მოგვარებული. რა თქმა უნდა, მთაწმინდის რაიონსაც ექნება გაზრდილი ბიუჯეტი, მათ შორის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებისთვის. გარდა ამისა, კიდევ დაემატება 1,5 მლნ ლარი იმისათვის, რომ მცირე საუბნო პროექტები - სტადიონები, სკვერები, მწვანე სივრცეები მოწესრიგდეს. პარალელურად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი უბნების რეაბილიტაცია, როგორიცაა მაგალითად, ორბელიანის მოედანი. ასე გვინდა განვაახლოთ ძველი თბილისი, ასე გვინდა მოვუაროთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რითაც ვამაყობთ", - განაცხადა თბილისის მერმა.


მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია ორი ძირითადი მიმართულება.


"ეს არის ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა და სოციალური დახმარებები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და დახმარება სჭირდება. ბიუჯეტის 30% სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული, რაც დახლოებით 363 მილიონ ლარს შეადგენს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გვყავდეს, რომელსაც სოციალური დახმარება დასჭირდება. ისე უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა, რომ ნაკლები სოციალურად დაუცველი გვყავდეს", - განაცხადა კალაძემ.


მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.  


მისი თქმით, 2020 წელს იგეგმება ბიუჯეტის გაზრდა, რომლის საშუალებით კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განხორციელდება. 


გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში  მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 91 685 კვ. მ  ფართობის გზის საფარი. 


"6 მისამართზე  პირველად მოეწყო ქვაფენილი; აშენდა გრუნტის დამჭერი 25 კედელი და ერთი გაბიონი.  სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები  ჩატარდა 197 მისამართზე; გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები კი  ჩატარდა 330 მისამართზე. გარდა ამისა, მოეწყო და რეაბილიტირდა 29 დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე", - აღნიშნა გამგებელმა. 


მისივე თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით,  ბოლო ორი წლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 8 სპორტული მოედანი და 2 ფიტნეს ზონა მოეწყო.  


"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში 373 პროექტი განხორციელდა.  მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 13 ავარიული საცხოვრებელი სახლი, რომელთაგან 4  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია.  38 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, ხოლო  18 სადარბაზოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები დაუკანონდა.


ორი წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული  საბიუჯეტო პროგრამებისა  და პროექტებისთვის ჯამში 28  025  349  ლარი დაიხარჯა.


 


 


 


დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტაზე: ეს არ იყო შურისძიება

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ამბობს, რომ მამა ანდრია სარიამ, რომელსაც, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა მღველმსახურების უფლება, ეს გზა თავად აირჩია.

სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

ღამის კლუბ "შავი ვარდის" მენეჯერი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით,
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება- ოპოზიციის  მორიგი შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ზაზა შათირიშვილი კონგრესმენების წერილებზე: ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს

"ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს", - ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ცაგერში საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მესამე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს 

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თორნიკე მამალაძე: გორგი მამალაძის გათავისუფლების შემთხვევაში პატრიარქის კერპი დაიმსხვრევა 

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს - საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე.

გენადი არველაძე: სათამაშოების უსაფრთხოების ზედამხედველობის დაწყება საზოგადოების დაკვეთა და ევროკავშირის ვალდებულებების შესრულებაა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სათამაშოების უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.  

 
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. 

"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.

თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა. 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.