დავით ზალკალიანი: დასახული მიზნების განსახორციელებლად ევროპული პერსპექტივა გვჭირდება 

ცნობილი ავსტრიული საინფორმაციო სააგენტო APA საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ინტერვიუს აქვეყნებს.

ავსტრიული სააგენტო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.


ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში სრულყოფილი ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება.


ამასთან, მინისტრმა APA-სთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს დასახული მიზნების განსახორციელებლად ევროპული პერსპექტივა სჭირდება. 


მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა აუცილებელია ქვეყანაში რეფორმების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად. 


დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებით დაკმაყოფილება.


"ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური მიზნები გვაქვს. ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა არის გაწევრიანება", -აღნიშნა ზალკალიანმა. 


რაც შეეხება ბრიუსელში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შეფერხებას, ზალკალიანის თქმით,ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის გაფართოების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს.


მისი თქმით ევროპა ამჟამად მზად არ არის გაფართოების პროცესისთვის.


მისი მოსაზრებით, დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაციის მისამართით გაჟღერებული სკეპტიკური გამონათქვამები არასწორი სიგნალია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის.


"მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირი ისეთი პრობლემატური საკითხებით არის დაკავებული, როგორიც არის ბრექსიტი, მიგრაციის პოლიტიკა, თუ ფინანსური საკითხები, საქართველოს არ სურს დროის დაკარგვა და ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში მეტი ინტეგრაციისთვის",-  აღნიშნა ინტერვიუში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


ზალკალიანი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საინტერესოა.   


 "ევროკავშირთან დაახლოების პროცესი ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. ის გვეხმარება გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და შევქმნათ ძლიერი, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული, კორუფციისგან თავისუფალი, უმცირესობების უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოება", - აღნიშნა მინისტრმა. 


საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ოპოზიციას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიას აძლევს, თუმცა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.


"როდესაც ოპოზიცია რადიკალური პროტესტის ფორმებს მიმართავს და რევოლუციის მსგავსი სცენარის შექმნას ცდილობს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მთავრობა ცდილობს თავიდან აირიდოს მსგავსი რევოლუციური სცენარი, რადგან ჩვენ სტაბილურობა გვჭირდება. სტაბილურობის გარეშე არ არსებობს განვითარება და კეთილდღეობა", - დასძინა დავით ზალკალიანმა. 


APA-სთან საუბარში ზალკალიანმა მიუღებელი უწოდა დემონსტრანტების ქმედებებს, რომლებიც პარლამენტის დაბლოკვას ცდილობდნენ. 


მინისტრის აზრით, პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შესახებ დებატების წარმართვა.


მინისტრის ინტერვიუს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა: ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა

"გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის", -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყებას კვლავ სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.

ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეთის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას

"მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის", - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი: გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო

„ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად, დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, პასუხი გასცეს შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ზურაბიშვილმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა.

დავით ჩიხელიძე: სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება

„სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.