საქართველოს მთავრობის ინიციატივით მთის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველომ მთის საერთაშორისო დღე წელს მეორედ აღნიშნა. 

მთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გახსნა. 


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიესალმა. ღონისძიების პარალელურად, სასტუმროს ეზოში, მთის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.    


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რაც ბოლო წლებში, მთაში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობისთვის გაკეთდა.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს შემუშავდა კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი.


წელს კი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ  შემუშავებული "საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 5-წლიანი სტრატეგია (2019-2023 წწ). სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სტრატეგიის   ორწლიანი  სამოქმედო  გეგმის საპროგნოზო  ბიუჯეტი დაახლოებით 700  მილიონი  ლარია.


"მთის კანონის" თანახმად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.


მთის სტატუსი ქვეყნის 1,731 დასახლებას აქვს მინიჭებული. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით  246,012 მოქალაქე სარგებლობს.


მთიან რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, მეწარმეები საგადასახადო, მოსახლეობა კი სოციალური შეღავათებით სარგებლობს, ესაა: დანამატი სახელმწიფო პენსიაზე, ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, ზამთრის პერიოდში დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად, მთიან რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაწესდა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური ფინანსური დახმარება, დანამატები გაიცემა საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.


კანონის ამოქმედებიდან დღემდე მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.


მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ შეხვედრას მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, მაღალმთიანი სოფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ღონისძიების მხარდამჭერები არიან - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი (EU), ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის მთავრობები. მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მთის თემის პოპულარიზაციისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის პოეტ ბესიკ ხარანაულს, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდა.


 


გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნათია თურნავა: ბევრ სოფელში თავიდან არ სჯეროდათ, როდესაც გაზის გაყვანას დავპირდით, რადგან ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ მომხდარა

"გამიმართლა, რომ ჩამბარდა ისეთი უწყება, სადაც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობისთვის", -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყებას კვლავ სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.

ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეთის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

 

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას

"მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უფრო მეტი საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კავშირები შეიქმნას, რაც თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის", - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის შესახებ განაცხადა.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი: გამოყავთ ვინმე გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის სფიჩრაითერი და პრაქტიკულად მისი თანამშრომელი იყო

„ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იმ რაოდენობის შეკითხვას სვამენ, რომელიც პრაქტიკულად, დროში საშუალებას არ აძლევს ჩვენს დელეგაციას, დელეგაციის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, პასუხი გასცეს შეკითხვებზე. 2 წუთიც კი არ იყო ამისთვის მიცემული“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ზურაბიშვილმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე ისრაელის პრეზიდენტისგან თანხმობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა.

გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას იური რატასს შეხვდა.

დავით ჩიხელიძე: სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, სადაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება

„სახალხო დამცველობა პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა, პოზიცია სადაც გამოცდილება პროფესიონალიზმი და ხალხის ნდობა გჭირდება“, - ამის შესახებ "დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის" ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

სოფელ ფშაველში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ნაურდლის მაგისტრალური არხის, №1 წყალგამანაწილებლისა და მისი განშტოებების სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს.

„თეგეტა მოტორსმა“ 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა

„თეგეტა მოტორსისთვის“ 2019 წელი მასშტაბური პროექტების განხორციელებით დაიწყო, კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა როგორც ქსელის გაფართოების, ისე ინფრასტრუქტურისა და ახალი სერვისების დანერგვის მიმართულებით.

ევროპარლამენტარი კუბილიუსი ქართულ დელეგაციას: პარტიის ლიდერები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დამპირდნენ

"თქვენი პარტიის ლიდერები დამპირდნენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადახვიდოდით", - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას.

ნათია თურნავა: რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მაინც ჩამოდიან.

არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა.

კლუბ "ბასიანთან" მომხდარ თავდასხმაზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.

კახა კუჭავა ევროპარლამენტარებს: თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი

„ზოგიერთი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ევროპარლამენტარების კრიტიკას საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა და ეს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს

ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობას შემაშფოთებელი უწოდა.