გოგა ხაინდრავა: დანაშაული, რომელიც ეკა გიგაურმა ჩაიდინა, მორალს სცილდება

სააპელაციო სასამართლო გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სარჩელის სარეზოლუციო ნაწილს 30 დეკემბერს გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს თავიანთი პოზიციები წარუდგინეს.


როგორც რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ეკა გიგაურმა დააჯილდოვა ის კაციჭამიები, ვინც 7 ნოემბერს ქართველი ხალხის ნება სისხლში ჩაახშო:


„ცდილობენ, ამ ქვეყანაში სიცრუით და ცილისწამებით მორალი მოსპონ. ამაში უამრავ ფულს იღებენ ზუსტად იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც ცდილობენ მორალის მოსპობას საქართველოში. რაც სხდომაზე მოვისმინეთ არის უსინდისო სიცრუე. იჯდა ახალგაზრდა გოგო და ცრუობდა. ეს ბრძანებები არსებობს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს გიგაურმა და მისმა კუდებმა, მან დააჯილდოვა ის კაციჭამიები, ვინც სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხის ნება 7 ნოემბერს და ამაში ვანო მერაბიშვილისგან მიიღო რიგგარეშე წოდება. გიგაურო, რამდენიც არ უნდა დაგიცვან თქვენმა ადვოკატებმა, ეს ასე იყო, არის და დარჩება სამუდამო ლაქად თქვენს ბიოგრაფიაში. იმის თავი არ აქვს, რომ სხდომას დაესწროს. არც ტელევიზიაში, არსად, არასოდეს, ერთი წამით არ გამოჩენილა, სადაც მე ვარ, რადგან იცის, რომ დამნაშავეა. ჩემი აზრით, მორალს სცილდება ის დანაშაული, რომელიც მაშინ ჩაიდინა, როდესაც აჯილდოებდა კაციჭამიებს იმაში, რომ საკუთარი ძმები, ბიძაშვილები და მათი მამები უდანაშაულოდ სისხლში ჩაახშვეს. ეს დანაშაული მორალურ დანაშაულს სცილდება, ისევე როგორც ბიწაძის, მერაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული, რომლის გაპრავებას ცდილობენ ეს ბნელი ძალები. ვერ გაპრავდებიან ვერასოდეს, ეგენი არიან ბარბაროსები და გუშინდელი ფაქტი პარლამენტში ამის ყველაზე კარგი დამადასტურებელი საბუთია. ეგენი მოწამლავენ ქვეყანას“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


მისივე თქმით, 260 სპეცრაზმელის დაჯილდოების ყველა ბრძანებაზე ეკა გიგაურის ხელმოწერაა:


„თეთრზე შავიაო, მარტო გიგაური და მისი ადვოკატი ლაპარაკობენ. ბრძანებები საქმეში დევს, ე.ი. სიცრუეს დაადგენენ, ვერ დაადგენენ ამას. გიგაური არ უარყოფს, რომ დააჯილდოვა. სარჩელი, რომელიც შეტანილია, არასწორია, მე არ მითქვამს, რომ მას 7 ნოემბერს აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგდენი ჭკუა მაქვს, რომ ვიცოდე, რა ვთქვა და როგორ ვთქვა. მე არავისთვის ცილი არ დამიწამებია, რაღა გიგაურს ამოვირჩევდი, მშვენივრად იცის, რისთვის მიიღო კაპიტნის რიგგარეშე წოდება. რა უნდა უარვყო? თეთრზე შავს როგორ ვიტყვი? გიგაური კი არ ვარ,“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.


მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი. სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


"დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალშია

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა "შალკე 04" დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
" შალკე 04"-თან შეხვედრისას ანგარიში, "დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-107კმ (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ჩინელმა მეცნიერებმა "კორონავირუსის" პირველი ფოტო გაასაჯაროეს

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა "კორონავირუსის" (2019-nCoV) პირველი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპით არის გადაღებული. 

ირაკლი დოლაბერიძე „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების სამინისტროში, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორს, ხოსე მოია გომესსა და მარკეტინგის დირექტორს, ედუარდო ლეგენდრეს უმასპინძლა.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 4-28კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა.

ცოტნე ზურაბიანი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი.

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა: ლევან ხაბეიშვილი ატყუებს საზოგადოებასაც და დამლაგებლებსაც

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–27კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეფასდა.

გურამ ნიკოლაშვილი: დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე, მისი კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა

„დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა, მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

ამირან გამყრელიძე: "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთის 2019 წლის მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ,- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

დავით მათიკაშვილი: პრემიერის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები უსწრაფესად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობას გამოეხმაურა და პრემიერ გახარიას მეთაურობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დადებითად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილი: ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას SHEBA MEDICAL CENTER ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  

ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

"ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.