ორმაგი დიპლომები სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის - დეკანის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ორმაგი დიპლომები მიიღონ, - ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა გიგა ქვარცხავამ განაცხადა.

საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი სტუდენტებისა და ქვეყნისთვის, საფრანგეთში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის გიგა ქვარცხავას ვიზიტის დროს გადაწყდა.



შვიდდღიანი ვიზიტის შესახებ, რომელიც ორ ნაწილს ითვალისწინებდა,  გიგა ქვარცხავა საუბრობს:


- ვიზიტის პირველ ნახევარში ვიმყოფებოდი მონპელიეში, სადაც გაიმართა შეხვედრები EMAVE-ს (ევროპული სამაგისტრო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში) კონსორციუმის მონაწილე მხრეებთან. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შეთახმებას კონსორციუმის ერთ-ერთ მხარესთან - სუპაგრო მონპელიესთან - ორმაგი დიპლომების სამაგისტრო პროგრამების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო ახლო მომავალში გავხდეთ კონსორციუმის წევრი. ჩატრდა კონსორციუმის გეგმიური შეხვედრა, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება. 


-  ეს იყო თავად კონსორციუმის ინიციატივა, თუ თქვენს სურვილს გამოეხმაურნენ?


-  სუპაგრო მონპელიეს ინიციატივით უპრიანი იქნებოდა ჩემი კონსორციუმის წევრებთან გასაუბრება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარდგენა დასკვნით სხდომაზე. ამ შეხვედრამდე, რომელიც 25-29 სექტემბერს გაიმართა  კონსორციუმის წარმომადგენლებს შევხვდი (უდინეს უნივერსიტეტი, ლისაბონის უნივერსიტეტი, გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი, INRA), სადაც ინდივიდუალურ რეჟიმში გავაცანი ჩვენი მდგომარეობა.  შევხვდი  სტუდენტებსაც,  რის შემდეგაც რამდენიმემ სურვილი გამოთქვა, რომ  ერთი სემესტრი სტუ-ში გაატაროს. დასკნით სხდომაზე მოხსენებით წარვსდექი, რის შემდეგაც  მრავალი  შეკითხვა დაისვა და საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომ სუპაგრო მონპელიესთან ხელშეკრულების დეტალებზე გავაგრძელებთ მუშაობას, ხოლო კონსორციუმის სხვა წარმომადგენლები (გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი) დააკვირდებიან ან ინდივიდუალურად იმუშავებენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რისი შედეგებიც შემდეგ შეხვედრებზე ეცნობება სხვა მონაწილეებს. ეს საბოლოოდ გახდება სტუ-ის EMAVE-ში გაწევრიანების საშუალება. ამჟამად, გადაწყდა, რომ ფრანგული მხარე მზადაა მიიწვიოს ჩვენი მაგისტრები, დოქტორანტები ან მკვლევრები სამუშაოების ნაწილის მონპელიეში ჩასატარებლად.


- ვიზიტის მეორე ნაწილი რას ითვალისწინებდა?


- ვიზიტის მეორე ნაწილი  საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის ყველა მიმართულებით გაღმავებას მიეძღვნა. საფრანგეთს სტუმრობდა საქართველოს დელეგაცია, საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკანიანის ხელმძღვანელობით. საფრანგეთის მხარეს, სხვადასხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად, წარმოადგენდა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი. შეხვედრა შედგა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში. ამის შემდეგ, მუშაობა გაგრძელდა სხვადასხვა ფორმატში. განათლებისა და კულტურის ფორმატში საქართველოს წარმომადგენლები (განათლების სამინისტრო და სტუ) შეხვდნენ საფრანგეთის წარმომადგენლებს, სადაც აღინიშნა, რომ 2018 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში, ყველაზე ხელშესახებ წარმატებას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაღწია და 2020 წლიდან მზადაა მიიღოს სტუდენტები ორმაგდიპლომიან პროგრამაზე. საბაკალავრო პროგრამა - „რძის ტექნოლოგია და მენეჯმენტი“ - შემუშავდა უნივერსიტეტ რენ 1-სა  და სტუ-ის შორის თანამშრომლობის საფუძველზე და ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული საბაკალავრო პროგრამის - სასურსათო ტექნოლოგიების - ნაწილი იქნება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ორ დიპლომს მიიღებენ. შეხვედრის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტისა და რენ 1-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს მოეწერა ხელი.



- კონკრეტულად ვისაუბროთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული მემორანდუმი?


- ამ საკითხზე  მოლაპარაკება  დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის დიდი ევროპული კონსორციუმი, სადაც შედის საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიის, სლოვაკეთის უნივერსიტეტები. სამწუხაროდ, მხოლოდ ფრანგული მხარე ვერ წყვეტდა ჩვენს კონსორციუმში გაწევრიანების საკითხს. მქონდა შეხვედრები და  პრეზენტაციები კონსორციუმის წარმომადგენლებთან,  განწყობა არის ძალიან დადებითი. ვფიქრობთ, რომ სწორი მუშაობის შემთხვევაში, ერთ წელიწადში სრულიად შესაძლებელია, გავხდეთ არა მარტო ორმაგდიპლომიანი ხელშეკრულების თანამონაწილე, არამედ, მთლიანად კონსორციუმის თანამონაწილეც. პრინციპში, ჩემი პრეზენტაცია ნიშნავდა იმას, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არის საერთო ევროპული სამაგისტრო პროგრამა მევენახეობასა და მეღვინეობაში, სადაც გაერთიანებულია ყველაზე ძლიერი ინსტიტუციები ამ მიმართულებით. დღეისათვის კონსორციუმში 8 სრულფასოვანი წევრია, ორი კი მალე გახდება კონსორციუმის წევრი. საბოლოო ჯამში, ჩვენ კონსორციუმის 10 წევრთან გვექნება ხელშეკრულება ორმაგ დიპლომებზე. აქვე ვიტყვი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ამ 8 უნივერსიტეტიდან ორთან „ერასმუს პლუსის“ ფარგლებშიო თანამშრომლობს და ეს ძალიან დაგვეხმარა მათთან ურთიერთობაში. ასევე, ძალიან დაგვეხმარა ისიც, რომ მილანის უნივერსიტეტთან ჩვენ საბაკალავრო პროგრამაზე გვაქვს ორმაგი დიპლომი. გამოითქვა აზრი, რომ ის პროცედურა რომელიც სხვა უნივერსიტეტებთან მიმართებაში 2 წელი გრძელდება, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება გაცილებით ხანმოკლე იყოს, რადგან წინამოსამზადებელი ეტაპი გავლილი გვაქვს.


 - რაც შეეხება მეორე შეხვედრას?


- 2018 წელს საქართველოსა და საფრანგეთის მხარეებს შორის ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში ხელმოწერილ შეტანხმებას, მხოლოდ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაღწია ხელშესახებ წარმატებას და ჩვენ უკვე გვაქვს ორმაგდიპლომიანი პროგრამა, რომელიც მომავალი წლიდან ამუშავდება. ეს ეხება რძის გადამუშავებასა და მენეჯმენტს. 2021 წლის ბოლოს უკვე გვეყოლება პირველი კურსდამთავრებულები. მსგავსი რამ არც ერთ უნივერსიტეტს და კონსორციუმის არც ერთ მონაწილე მხარეს არ აქვს. უფრო კარგი სიახლე ის არის,  რომ უნივერსიტეტს დაფინანსების წყაროები უკვე გამოუჩნდა. მომავალი წლიდან სახელმწიფოც ვალდებულებას იღებს, რომ აუცილებლად გაიზრდება დაფინანსება. რაც ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტები აიღებენ ორ დიპლომს, როგორც ქართულს, ასევე ფრანგულს.


- სტუდენტთა მხრიდან ინტერესი როგორია? 


- ვფიქრობდით, რომ 15-20 სტუდენტი მიგვეღო. სწავლება ბოლო წელს წარიმართება ინგლისურ ენაზე და ჩვენი პროგრამის დასრულების შემდეგ, ვისაც სურვილი ექნება, სწავლას ინგლისურ ენაზე გააგრძელებს. როგორც გითხარით, 15-20 სტუდენტის მიღებას ვვარაუდობდით, მაგრამ როგორც კი სტუდენტებმა   სიახლის შესახებ შეიტყვეს, ბევრმა მათგანმა გამოხატა დაინტერესება. ამ დროისთვის 120 სტუდენტი გვყავს, მათ შორის  55-მა სურვილი გამოთქვა სწავლა ინგლისურ ენაზე გააგრძელოს.


- სწავლის საფასური გაიზრდება, თუ იგივე დარჩება?


- მთელი მიზანი ის არის, რომ სტუდენტისთვის სწავლის საფასური არ შეიცვლოს და დარჩეს იგივე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროგრამა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, სტუდენტისათვის სწავლება უფასოა. მეორე, რასაც ჩვენ აუცილებლად დავაკმაყოფილებთ - ეს არის  პილოტური საწარმოს გახსნა, რომელიც ამ პროგრამის სტუდენტებს მოემსახურება. იანვრიდან დავიწყებთ მუშაობას, რომ თანხების სწრაფი მობილიზება გავაკეთოთ და ავაშენოთ საწარმო.


- დასაქმება დიდ სირთულეს წარმოადგენს?


- სწორედ ამ პრინციპითაა შერჩეული ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ეს მიმართულება. მაგალითად, რძის ტექნოლოგიის მხრივ, ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა გვაქვს ტექნოლოგებთან დაკავშირებითაც - ფაქტიურად, ტექნოლოგები აღარ გვყავს. საქართველოში, ასე ვთქვათ, „რძის პატრიარქად“  ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი ითვლება. თავიდან ის კრიტიკულად იყო განწყობილი. თუმცა, პროგრამის გაცნობის შემდეგ თავადაც მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის სასწავლო პროგრამაა, რომელიც  საბოლოოდ სასურველ შედეგს მოგვიტანს.


"დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალშია

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა "შალკე 04" დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
" შალკე 04"-თან შეხვედრისას ანგარიში, "დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-107კმ (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ჩინელმა მეცნიერებმა "კორონავირუსის" პირველი ფოტო გაასაჯაროეს

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა "კორონავირუსის" (2019-nCoV) პირველი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპით არის გადაღებული. 

ირაკლი დოლაბერიძე „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების სამინისტროში, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორს, ხოსე მოია გომესსა და მარკეტინგის დირექტორს, ედუარდო ლეგენდრეს უმასპინძლა.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 4-28კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ბრექსითის კანონპროექტის დამტკიცებას ხელი მოაწერა.

ცოტნე ზურაბიანი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ცოტნე ზურაბიანი.

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ზარქუა: ლევან ხაბეიშვილი ატყუებს საზოგადოებასაც და დამლაგებლებსაც

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–27კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები დადებითად შეფასდა.

გურამ ნიკოლაშვილი: დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე, მისი კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა

„დავამ დისერტაციის ირგვლივ დატოვა აკადემიური სივრცე და ღია განხილვის საგნად იქცა, მისი ერთგვარად კამპანიური ხასიათი კი საკითხის ერთგვარმა პოლიტიზებამ გაამძაფრა“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

ამირან გამყრელიძე: "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "კორონავირუსთან" დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთის 2019 წლის მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია გენერალური დირექტორის დავით ფერაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საბაჟო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ,- ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

დავით მათიკაშვილი: პრემიერის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები უსწრაფესად აისახება ჩვენი ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობას გამოეხმაურა და პრემიერ გახარიას მეთაურობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დადებითად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილი: ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას SHEBA MEDICAL CENTER ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  

ლევან კაკავა: ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით

"ჩვენი ქვეყნის საბაჟო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებისთვის და ძალადობისთვის ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო.