თიბისისა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგა

თიბისისა და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგა.

თიბისის მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეებით თაყაიშვილისა და ალექსიძის ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთი გამწვანდება. გამწვანების აქცია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერმა - კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა- ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს. 


1 300 ხის დარგვა ერთადერთი ინიციატივა არ არის, რომელსაც თიბისი მწვანე საფარის გაშენების მიმართულებით ახორციელებს. ბანკის ინიციატივით, ბორჯომში 2017 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღსადგენად, 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგო. შედეგად, ბორჯომის ტყის დაზიანებული საფარის 10 ჰექტარი აღდგება.


გარდა ამისა, თიბისის მიზანია კომპანიის აქტივობები ეკომეგობრული გახადოს და შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. ამ მიზნის მისაღწევად, ბანკში უკვე არაერთი ინიციატივა ხორციელდება. 



  • დაიწყო თიბისის ავტოპარკის ეტაპობრივად ეკომანქანებით ჩანაცვლება. ამჟამად ავტოპარკი 59 ჰიბრიდულ და 14 ელექტრომანქანას აერთიანებს. ინიციატივის ფარგლებში, თიბისიმ საგრძნობლად შეამცირა საწვავის მოხმარება.

  • თიბისის ახალი სათავო ოფისი, რომლის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს, 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა;

  • თიბისიში უკვე დაიწყო ნარჩენების დახარისხება, პლასტმასის ჭიქების ქაღალდის ჭიქებით ჩანაცვლება, მაკულატურის გადამუშავებით წიგნების დამზადება. კომპანია ხელს უწყობს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასაც;

  • ბანკი ზრუნავს გარემოზე არა მხოლოდ პირდაპირი ნეგატიური გავლენის შემცირების მიმართულებით, არამედ ირიბისაც, რაც მომხმარებლების გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვასა და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს.


თიბისი მომავალშიც გეგმავს გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივისა და პროექტის განხორციელებას.


"კორონავირუსის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, "კორონავირუსის" შედეგად ჩინეთში 56 ადამიანი დაიღუპა. 

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. 

გიორგი ვოლსკი: ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთის საგანგებო მნიშვნელობის ქვეყანაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-ის რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლებიც აღნიშნულ წერილებს დაედო საფუძვლად.

გიორგი ვოლსკი: „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება

გიორგი ვოლსკის მიიჩნევს, რომ „ფრონტერას“ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაწყდება.

თბილისის აეროპორტში "კორონავირუსის" გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები დაიწყო 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “კორონავირუსის” გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინიწტო ავრცელებს. 

"არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება"

არ აქვს  მნიშვნელობა  პირდაპირი  რეისით ჩამოსული მგზავრი იქნება  თუ ტრანზიტულად, სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა. 

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

თამარ გაბუნია "კორონავირუსზე":ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კორონავირუსი" გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამ გზით გადაცემადი ინფექციები კონტქატურად ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა.

თამარ გაბუნია: ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

სოზარ სუბარი: "ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან

"ნაციონალურ მოძრაობას" ქართველი ხალხისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ეს მათ ძალიან კარგად იციან", - ამის შესახებ სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად განაცხადა.

სოზარ სუბარი: სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია

"სახალხო დამცველი ვის ხვდება ციხეში ეს არის ღია ინფორმაცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ სალითხებში სოზარ სუბარმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ ერთად განაცხადა.

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ 

"კორონავირუსის" გამო, საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს სკრინინგი საზღვარზე ჩაუტარდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. 

ქუთაისში მოხალისე ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს

ქუთაისში, ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდებმა ქალაქის დაბინძურებული ისტორიული ზონა დაასუფთავეს.

დიმიტრი ხუნდაძე კონგრესმენების კრიტიკაზე: წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი რეალობას აცდენილია

"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი: იმედია, შერჩევითი სამართალი არ იქნება

ძველი თბილისის სამმართველოში, საკრებულოში გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოიკითხა. 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა 

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.