"ჯიპიაის" სოციალურმა პროექტებმა კონკურს „მელიორას“ ორი ჯილდო მიიღო

პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურს „მელიორაზე“ წარმოდგენილ 69 პროექტს შორის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ორმა პროექტმა ორ ნომინაციაში - პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი და საზოგადოების მხარდაჭერა, გაიმარჯვა.

პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსი „მელიორა“ უკვე მეორედ იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის მხარდაჭერით. დაჯილდოვების ცერემონია 12 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ შედგა და მას ბიზნეს წრეების, მთავრობისა და დოპლომატიური კორპუსის წარმომომადგენლები ესწრებოდნენ.



ნომინაციაში „ საზოგადოების მხარდაჭერა“ გამარჯვებული პროექტი „ეკოისტი“ გახდა. „ეკოისტების“ მოძრაობა იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კი მათ საშუალებას აძლევს თანხა (ეკომონეტები) გამოიმუშავონ „ეკოქცევებში“. ეკოქცევით თანხის გამომუშავება მობილური აპლიკაციით MyGPI ხდება. ნიშანდობლივია, რომ პროექტი ყველა მსურველზე ვრცელდება და არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯიპიაი-ს კლიენტებით, რომლებიც ეკომონეტებს სადაზღვევო პრემიის გადახდითაც აგროვებენ (პრემიის 10%მდე). დღემდე ეკოისტების მოძრაობაში 20,000 ადამიანზე მეტია გაერთიანებული.



მეორე ჯილდო - პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის ნომინაციაში კომპანიას  „მოქმედების დღისთვის“ ერგო, რომელიც გათვლილია თანამშრომელთა მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობაზე. 


ინიციატივა ხელმძღვანელობისა და თითოეული თანამშრომლის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. მთელი კომპანია 12 გუნდად დაიყო, რომელთაც ჰქონდათ თავისუფლება, მოეფიქრებინათ მათთვის სასურველი საქველმოქმედო პროექტი და განეხორციელებინათ ის ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. კომპანია უზრუნველყოფდა როგორც ფულად, ისე სხვა სახის რესურსებს და ცხადია, ანაზღუარებად სამუშაო საათებს, რომელსაც თანამშრომლები პროექტის განხორციელებაში ხარჯავდნენ.  თანამშრომელთა გადაწყვეტილებით შეირჩა ისეთი პროექტები, სადაც დახმარება ყველაზე მეტად ხელშესახები იქნებოდა და წვლილს შეიტანდა იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები აქვთ, იქნებოდა ეს საზღვრისპირა სოფელში მაცხოვრებელი ოჯახის დახმარება სახნავ-სათესი მასალებით და ფიზიკური შრომით ვენახის მოვლისას; მოხუცებულთა თავშესაფრის საჭიროებების კვლევა და მათი უზრუნველყოფა სხვადასხვა ნივთებით; შშმ პირთა დასახლებაში თხილის ნერგების დარგვა თუ განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების სკოლის ოთახის მცენარეებით მომარაგება.



პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის და თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის უაღრესად სასიხარულოა ეს ჯილდო. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა სამართლიანობის, თანადგომისა და თანასწორობის პრინციპებს. ჩვენ, როგორც ევროპული სადაზღვევო კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრები, ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში დავნერგოთ ევროპული მიდგომები და ფასეულობები - ეს კი ცხადია ჩვენი თანაშრომლებიდან, პარტნიორებიდან და მომხმარებლებიდან იწყება. ყველა ჩვენი სოციალური ინიციატივა სწორედ ამ გადმოსახედიდან ხორციელდება, რომ ვიყოთ ამ საზოგადოების ღირსეული ნაწილი და წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში“.


კონკურსი „მელიორა“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსია. იგი ყოველწლიურად გამოავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში და ცდილობენ უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო.


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 21% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებთ. ჯიპიაი ჰოლდინგში 850 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.


„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.


 


გიორგი მარგველაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვერ მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.