ნათია თურნავა: ნავთობის და გაზის კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომგებიანი სახელმწიფო საწარმო

"ნავთობის და გაზის კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომგებიანი სახელმწიფო საწარმო",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნავთობისა და გაზის კორპორაციის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და კორპორაციის პასუხისმგებელი პირები.

კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კორპორაცია ფინანსურ წელს მნიშვნელოვანი მოგებით ასრულებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ J.P. Morgan-მა საქართველოში ძირითად ემიტენტებთან ვიზიტის შემდგომ 2019 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომლის მიხედვით კორპორაცია შეაფასა ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე კომპანიად, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ამავე წლის 15 ოქტომბერს კორპორაციას გრძელვადიანი რეიტინგი „BB “- მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აგრეთვე აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.

გიორგი ბახტაძის განცხადებით, კორპორაციამ სრულად უზრუნველყო თბილისის აღმოსავლეთით მდებარე „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობის დაფინანსება. ეს არის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სადგური, რომელიც სრულად 2020 წლის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში და საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას სტაბილურად მიაწვდის ელექტროენერგიას.

კორპორაციის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ქვეყნის იმ რეგიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზის მიწოდება არასდროს ყოფილა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარის მთიანეთი. გიორგი ბახტაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კორპორაციამ 97 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.

რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, 2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი3“-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები, რომლებსაც ექნება აქამდე წარმოებულ ტურბინებზე უფრო მაღალი ეფექტურობა, შესაბამისად ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლები დანახარჯი ყოველ გენერირებულ კვ/სთ ელექტროენერგიაზე.

ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. ამ პროექტსაც ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.

2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ. ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა.

პრეზენტაციის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა კორპორაციის მიერ გაწეული საქმიანობა 2019 წელს.

„კორპორაციის წარმატებულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაც. ნავთობის და გაზის კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და მომგებიანი სახელმწიფო საწარმო. კორპორაციის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტები შენდება და აგრეთვე მიმდინარეობს არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია, რაც საბოლოო ჯამში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხო და უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


გიორგი მარგველაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს. მმართველი გუნდი კი, 7 წლის განმავლობაში პოლიტიკურ სისტემას ანგრევს იმ მიზნით, რომ ამ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა "ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვერ მისცეს. 

სალომე ზურაბიშვილი: ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

კარგი იქნება, თუ გამოჩნდება ღირსეული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში

მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

ჯივიპი ხვალ, 19 თებერვალს, ვაზისუბნის დასახლებაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 19 თებერვალს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, ლეჟავას და პატარიძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სპორტული ფოტოგამოფენა - „სპორტფოტო 2019“ მეექვსედ გაიმართა

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა.

ბექა დავითულიანი: 50 მილიონი რომ გამქრალია თბილისის ბიუჯეტიდან ამაზე არავინ ვდაობთ, ამიტომ დააბრუნეთ 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს, რისთვისაც მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს.

ლარი 0.47 თეთრით გამყარდა

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

დღეს, სასტუმრო "მოქსი"-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს.

სენაკის გარკვეულ ნაწილს 19 თებერვალს წყალმომარაგება შეეზღუდება

ქალაქ სენაკისა და ფოთის სატუმბ სადგურებს, საიდანაც აბონენტების წყლის მიწოდება ხდება, ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს

„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე".

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში 17 თებერვალს "თბილისის აეროპორტი" ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  მობილური ტელეფონები (20 ცალი) აღმოაჩინეს.

თბილისის საკრებულოში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების ახალ წესზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის  სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების წესი" განიხილეს.