საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა ფიცი დადო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. აღნიშნულ ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.


შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავს აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა. 


კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მოღვაწეობს. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.


პრემიერი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში", ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებითა და სიმტკიცით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვებას გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე, ეს ვერ გამტეხავს

"ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10-მდე საქმე, მე ეს ვერ გამტეხავს", - ამის შესახებ ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შს მინისტრის მოადგილე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანს დენის ჰუბერსა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის დელეგაციას უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით შიდა ქართლში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გორში თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთნ შეხვედრა ჩატარდა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს 60 წლის იუბილე მიულოცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე მოკლეს ინციდენტი სუმის ოლქში მოხდა.

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან განცხადება გააკეთა და პოლიციელებს მიმართა.

ვანო მერაბიშვილი: გარანტიას გაძლევთ, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში დასრულდება

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა, აცხადებს, რომ 1 წელიწადში მოქმედი ხელისუფლება შეიცვლება.

ვანო მერაბიშვილი: შევინარჩუნე იმედი და რწმენა ბრძოლის გასაგრძელებლად

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა.

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

პარლამენტში დღეს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს "მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

20 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება

20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2218-ს აღწევს

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2218-ს აღწევს.

ვანო მერაბიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეს დატოვებს.

გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს.

იაგო ხვიჩია: იმ ფლანგიდან არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ

„იმ ფლანგიდან, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია, არჩილ თალაკვაძეს მხოლოდ მე არ შევხვედრივარ - განაცხადა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ „პალიტრის“ ეთერში.

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა.

"ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია დასრულდა

ახალგაზრდების ჯგუფის მიერ "ევროპული საქართველოს" ოფისთან, დეპუტატ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა.